40 000 ფანი სეზონის ოფიციალურ გახსნაზე, კლოპი ძალიან მაგარ სეზონს გვპირდება!
როგორც ჩანს, საზაფხულო პაუზამ დორტმუნდში გერმანიის ჩემპიონობით გამოწვეული ეიფორია ოდნავადაც არ ჩააცხრო. კვირას, ჩემპიონობიდან ზუსტად 50 დღის შემდეგ, სეზონის ოფიციალურ გახსნას BVB-ს 40 000 გულშემატკივარი დაესწრო.

ქომაგებისთვის მთავარი ის იყო, რომ მათ ფეხბურთელებთან ახლოს მისვლა და სახლში მშვენიერი, ისტორიული სუვენირების წაღება შეეძლოთ. „ბორუსიას“ ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ყველა მსურველს სულ რაღაც 5 ევროდ შეეძლო „ვესტფალენშტადიონის“ მოედნის საჩემპიონო საფარის პატარა ნაწილის (25X25 სმ) ყიდვა. გარდა ამისა, მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა და მოთამაშეებმა ფანებს უამრავი ავტოგრაფი ჩამოურიგეს და არაერთ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ნაშუადღევს კი, „ბორუსიამ“ სპეციალურ სცენაზე ახალი შემადგენლობა წარადგინა - ფეხბურთელებს შორის იყვნენ ახალწვეულებიც: ივან პერიშიჩი, ილქაი გიუნდოგანი, მორიტც ლაიტნერი, კრის ლიოვე და მარვინ ბოკალორცი.

კლოპი კი მიუნხენის „ბაიერნს“ დაემუქრა: „ყველამ ვიცით, რომ მიუნხენელები მომავალ სეზონში ძალიან მოინდომებენ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის საფუძველი, რომ რეკორდმაისტერს მაგრად დავემუქროთ. არცერთი ჩვენგანი არ დანაყრებულა, ყველანი ძალიან მონდომებულები ვართ და გვინდა, რომ 2011/2012 წლების სეზონის ბოლოსაც მაგრად ვიზეიმოთ. ახლა ჩემპიონთა ლიგაშიც ვითამაშებთ და კიდევ უფრო მეტი შემართება გვმართებს. ქომაგებს ვპირდები, ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მაგარ სეზონს გაჩუქებთ!“

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კლოპმა სეზონის ოფიციალურ გახსნაზე მოისაკლისა, 26 წლის თავდამსხმელი ლუკას ბარიოსია, რომელიც ახლა პარაგვაის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე თამაშობს. დიდი შანსია, რომ ამის გამო ბარიოსმა ვერც ბუნდესლიგის პირველ ტურში (5 აგვისტოს, „ჰამბურგთან“) ითამაშოს. თუ პარაგვაის ნაკრები მეოთხედფინალში გავა, ბარიოსი 5 აგვისტომდე გერმანიაში ჩასვლას ვერ მოახერხებს.

„ორი აზრი არ არსებობს: ლუკასს დამატებითი შვებულება დასჭირდება. როცა პარაგვაის ნაკრები კოპა ამერიკაზე მოღვაწეობას დაასრულებს, ბარიოსს კიდევ ორ კვირას დავასვენებთ,“ - ამბობს კლოპი.

ბარიოსს ძირითად შემადგენლობაში ან რობერტ ლევანდოვსკი შეცვლის, ანაც 22 წლის ხორვატი ახალწვეული ივან პერიშიჩი, რომელიც „ბორუსიამ“ შემტევი ნახევარმცველის პოზიციისთვის იყიდა, თუმცა მას ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია ასპარეზობა. პერიშიჩი გასულ სეზონში 23 გოლით ხომ ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „დორტმუნდელმა გულშემატკივრებმა ფანტასტიკური დახვედრა მომიწყვეს. ბედნიერი ვარ, რომ ამ გენიალურ კლუბში აღმოვჩნდი,“ - თქვა პერიშიჩმა წარდგენის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო