1995 წლის მერე, როცა ელიტაში ადგილი ლეილა მესხმა დაკარგა, მოწინავე ასეულს ერთი ქართველი ქალი ჩოგბურთელიც არ გაკარებია
1995 წლის მერე, როცა ჩოგბურთის ფედერაციის დღევანდელმა პრეზიდენტმა ლეილა მესხმა დაკარგა ადგილი ელიტაში, მსოფლიოს მოწინავე ასეულს ერთი ქართველი ქალი ჩოგბურთელიც არ გაკარებია.

და აი, 16-წლიანი უსიამოვნო ტრადიცია დაირღვა - 21 წლის ანა ტატიშვილმა ასეულში შეაბიჯა, თანაც ეს ომახიანად გააკეთა - ჯერ უიმბლდონის ტურნირის მე-2 წრეში გავიდა, შემდეგ კი იტალიურ კუნეოში 100-ათასიანი ტურნირი მოიგო. მესხის საუკეთესო შედეგი მსოფლიოს მე-12 ჩოგნობა იყო (1991 წლის აგვისტო), მისი მონაგარი ჰონორარის სახით 1 მლნ 170 ათას დოლარს შეადგენს.

ანა ტატიშვილი მეტეორივით შეიჭრა მოწინავე ასეულში - წინა რეიტინგში ის 118-ე პოზიციაზე იყო, დღეიდან კი მსოფლიოს 84-ე ჩოგანია. ჩვენებურმა 34 საფეხურით წინ წაიწია! ანას 785 სარეიტინგო ქულა აქვს. შარშან ივლისის თვეში ტატიშვილმა 88 სარეიტინგო ქულას მოუყარა თავი, აქედან 70 პრაღის WTA-ს ტურნირზე მოდის, რომელშიც მეოთხედფინალში გააღწია. ჩვენებურს ამ თვეში ეს ქულები აქვს დასაცავი, თუკი მეტს მოიპოვებს, რეიტინგში კიდევ უფრო წინ წავა. დღეს ანა მე-100 ადგილზე მყოფ ანგელიკ კერბერს (გერმანია) ზუსტად 100 ქულით ჯობნის. ჩვენებური ელიტის 81 წარმომადგენელზე ახალგაზრდაა.

ახლა ტატიშვილის კარიერაში გადამწყვეტი დროებაა და მისთვის მოსვენება არ არსებობს. ქართველი იტალიიდან შვედურ ბასტადში გაემგზავრა WTA-ს ტურნირზე საასპარეზოდ. "შვედეთის ღია პირველობის" საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია. ანა ძირითად ბადეშია და პირველ წრეში მე-8 ნომრად განთესილ სლოვენიელს, პოლონა ჰერცოგს (59) ხვდება. პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ტატიშვილი 30 სარეიტინგო ქულას და 2,9 ათას დოლარს გაინაღდებს. ტურნირის პირველი ნომერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკია.

მცირე წინსვლა სამ ჩვენ მოწინავე ჩოგბურთელ ქალსაც აქვს: ოქსანა კალაშნიკოვა 299 ქულით მსოფლიოს 189-ე ჩოგანია (+4), მაკა ჩახნაშვილი 257 ქულით 219-ეა (+18), ხოლო სოფიო შაფათავა 217 ქულით მსოფლიო კლასიფიკაციაში 249-ე (+43) პოზიციაზეა. სხვები: 332 (-1) თათია მიქაძე - 139 ქულა; 424 (-18) სოფიო ქვაცაბაია - 94; 515 (+47) ეკა გორგოძე - 64; 1174 (-26) მანანა შაფაქიძე - 4.

ვაჟთა რეიტინგ-ლისტის ნახვაც კი უსიამოვნო გრძნობას გვიტოვებს - 2 ათასამდე პროფესიონალ ჩოგბურთელში სულ ორი ქართველია - ნიკოლოზ ბასილაშვილი 27 ქულით მსოფლიოს 672-ე (-8) ჩოგანია, ხოლო ლადო ჩიხლაძე 13 ქულით 836-ე პოზიციაზეა. ლადოს მარტის მერე არსად უთამაშია, ბასილაშვილსაც უკვე ერთთვიანი პაუზა გამოუვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Georgia-4ever***
მაგარია,ანა წარმატებები,მიღწეულზე არ გაჩერდე,კიდევ მეტი შეგიძლია.
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა