უახლოეს დღეებში ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გამოაქვეყნებს, რომელიც მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებში იასპარეზებს. დატვირთულ "ერთა ლიგამდე" ეს ახალი ფეხბურთელების გამოცდის უკანასკნელი შანსია. ერთი მხრივ, შეთამაშების საკითხი აქტუალურია, ამავდროულად კი, კონტინგენტის გაზრდისთვისაც საუკეთესო დროა...

ვინ გამოიცდება დაცვაში?

საქართველოს ნაკრები ახალ ტაქტიკურ სქემასთან ადაპტირდა. 3 ცენტრალური მცველით თამაშისას მათ შეთამაშებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე მოხდა, ამ პოზიციაზე ოთარ კაკაბაძე გამოიცადა და მან თავი მშვენივრად წარმოაჩინა.

ამ მიმართულებით რესურსი არის, თუმცა ჯერჯერობით საბა კვირკველია ვერ თამაშობს, ჯიმი ტაბიძე ისევ ტრავმირებულია, ახლა კი ლუკა ლოჩოშვილიც დაშავდა. ამიტომ ფრანგ მთავარ მწვრთნელს სხვა ალტერნატივების მოძიება დასჭირდება. ბათუმის და თბილისის "დინამოს" მცველების - მამუკა კობახიძისა და საბა ხვადაგიანის შესაძლებლობებს "ჯვაროსნების" დამრიგებელი უკვე იცნობს...

მთავარი გამოწვევა

უკანასკნელ წლებში საქართველოს ნაკრები ჯაბა კანკავას გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ბოლო თამაშებში სანიოლი მინდვრის ცენტრში გვილია-კვეკვესკირის წყვილს ეყრდნობოდა და ჯაბას გარეშე თამაშს ნაკრები ერთგვარად შეეჩვია, თუმცა დეფიციტი მაინც სერიოზულია, განსაკუთრებით, ორთაბრძოლებში გამარჯვებისა და მეტოქის შეტევების ჩაშლის მიმართულებით.

სანიოლი გიორგი აბურჯანიასაც ეყრდნობა, ეროვნული ლიგიდან კი შანსი მამუჩაშვილ-ალთუნაშვილის წყვილსაც მისცა... დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ "ჯვაროსნებში" დაბრუნების შანსი გუგა ფალავანდიშვილსაც აქვს. თუკი ეროვნული ლიგის განვლილ მატჩებს დავაკვირდებით, 28 წლის ფეხბურთელის მაღალი კლასი თვალსაჩინოა - როგორც ჩაშლით, ასევე შეტევით ოპერაციებში ის გამორჩეულია და გუნდის თამაშებს ხელმძღვანელობს.

გუგას კარიერა ისე არ ვითარდება, როგორც ვისურვებდით, მას გარკვეული სტაბილურობა აკლია და ახლა საკუთარი თავის სრულად რეალიზებას ცდილობს. ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ვილი სანიოლი, თუმცა მისი სანაკრებო სიაში ყოფნა ნამდვილად სავარაუდოა...

ოთარ კიტეიშვილი ისევ არ მომჯობინებულა და ეს ძალიან ცუდია. მინდვრის ცენტრში ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა...

დეფიციტი მარჯვნივ

ახალ ტაქტიკურ სქემაში ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელებს დიდი დატვირთვა აქვთ. მარცხნივ სერიოზული კონკურენციაა (აზაროვი - გიორბელიძე), მარჯვნივ კი საბა ლობჟანიძე უალტერნატივოდ მოჩანს. ამ ადგილას ერთ-ერთ ვარიანტად გრიგოლ ჩაბრაძე განიხილებოდა. ბათუმის "დინამოელი" ახლა საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. ვინ შეიძლება გამოსცადოს სანიოლმა?

თორნიკე კირკიტაძე ისედაც განხილვადი იყო, თუმცა, რამდენად დაეყრდნობა მას ფრანგი სპეციალისტი, ვერავინ იტყვის. მაგალითისთვის, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს გორის "დილას" ფლანგელი რევაზ ჩიტეიშვილი, რომელიც "ჩიხურადან" გვახსოვს, თუმცა შანსს ყველა ნამდვილად ვერ მიიღებს...

ფორვარდების "მოზღვავება"

ერთი პერიოდი გიორგი მიქაუტაძე თითქოს ულატერნატივოდ იყო და მასთან ერთად ტაქტიკური სქემა უფრო მრავალფეროვანიცაა, თუმცა "სერენის" შემტევი ახლა იდეალურ ფორმაში არაა, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ამხანაგური შეხვედრებია და თამაშის საშუალება სხვებსაც უნდა მიეცეთ. დავით ვოლკოვი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე - რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს სია გაიზარდოს, რთული სათქმელია.

ბექა მიქელთაძე შანსს ნამდვილად იმსახურებს, ნიკა კაჭარავამაც გოლის გემო გაიხსენა, მაგრამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე სანიოლმა განაცხადა, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხშირად აქცენტი საკმაოდ ბევრი შემტევის შესაძლო გამოძახებაზეა, გუნდს კი ბალანსი სჭირდება...

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 25 და 29 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთში ითამაშებს.

Zaal
Rais kacharava da zivzivaze flamarions unda mieces shansi yvelas jobia jovoni
შავი კაცი
ფლამარიონი ნაკრებში!!
Levani
მარჯვნივ და მარცხნივ კაფუ და რობერტო კარლოსი გვჭირდება.კარლოსი გვყავს(გიორბელიძე/აზაროვი) კაფუს რაც შეეხება ლობჟანიძე მაგრა დარბის და უსერიოზულესია,მაგრამ თავისი ბუნებით ეგეც უფრო შეტევის კაცია ვიდრე დაცვის.წიტაიშვილი კიდე სუფთა შემტევია,იმის მიუხედავად მარცხენა მცველადაც თამაშობდა ბოლოს. ჩვენ გვჭირდება მარჯვნივ მთელი ფლანგის კაცი საბას როტაციისთვის და მე მგონი ეს საბურთალოს ბიჭი იდეალურია.
misha
მარჯვენა ფლანგზე წიტაიშვილი ხომ გვყავს რატოა მაჯვნივ დეფიციტი?
Levani
ხოდა ძალიან კარგი რომ იცნობს კობახიძეს და ხვადაგიანს,იმედია აღარ გამოიძახებს.არც ჩაბრაძეს-თავის დროზეც რა უნდოდა ნაკრებში. ჩიტეიშვილზე დადებითი წარმოდგენა მაქვს-გაქაჩავს თუ არა ნაკრებს არ დავკვირვებივარ-ჩაბრაძეს კი აჯობებს და ყველაზე მთავარი: გოჩოლეიშვილს უნდა მიეცეს შანსი,უსწრაფესი მაღალი და ძლიერი ბიჭია,ხავიერ ძანეტივითაა-გამოცდილებასაც მიიღებს და მარჯვენა ფლანგის პრობლემა შემდეგი 15 წლით მოგვარდება. ეს წიტაიშვილის გაჩერება არ გვაწყობდა-ბიჭმა შეკრება გაიარა და საცოდაობაა უთამაშებლობა,იქნება უეფამ მისცეს უფლება დროებით სხვა გუნდში გაანათხოვრონ,თუნდაც ეროვნულ ლიგაში თუ ევროპა ვერ მოხერხდება.
Lasha
ფალავანდიშვილი მართლა იმსახურებს გამოძახებს, მაგარ ფორმაშია. გაგნიძე წამოვიდა კლუბიდან (ურალიდან), მარა მისი გამოძახებაც გამიხარდებოდა. მარჯვენა ფლანგზე ლობჟანიძე სულაც არაა უალტერნატიო, გოჩოლეიშვილი (საბურთალო) მაგარი ბიჭია. აი, შემტევებიდან გაქართველებული ფლამარიონი ნაღდად გამოსაძახებელია, რაც ამ სეზონში მაგის თამაშები ვნახე, არამგონია ვინმეზე ნაკლები იყოს.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია