ცნობილმა ევროპულმა საფეხბურთო ვებგვერდმა "გოლ.ქომ"-მა მომავალი სეზონის შესახებ იმსჯელა და ის ათი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაც გაბრწყინებას უწინასწარმეტყველებს. სასიამოვნოა, რომ საიტმა ჯანო ანანიძეც გამოარჩია. ათეულში შეყვანილ თითოეულ ფეხბურთელს თან მოკლე დახასიათებაც ახლავს...

ცნობილმა ევროპულმა საფეხბურთო ვებგვერდმა "გოლ.ქომ"-მა მომავალი სეზონის შესახებ იმსჯელა და ის ათი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაც გაბრწყინებას უწინასწარმეტყველებს. სასიამოვნოა, რომ საიტმა ჯანო ანანიძეც გამოარჩია. ათეულში შეყვანილ თითოეულ ფეხბურთელს თან მოკლე დახასიათებაც ახლავს.

მარიო გოეტცე

გერმანია, ბორუსია დ, 18 წლის

გოეტცე დორტმუნის "ბორუსიას" აღზრდილია, ვესტფალიური კლუბის ღირსებას იგი 2001 წლიდან მოყოლებული იცავს, მთავარი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი კი გასულ სეზონში ჰქონდა. ახალგაზრდა შემტევი დრიბლინგითა და სწრაფი აზროვნებით გამოირჩევა. გერმანელი მიმომხილველები მას ისეთივე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევენ, როგორებიც ტონი კროოსი, მარკო მარინი და მესუთ იოზილი არიან. იქაური პრესის პროგნოზით, იოაჰიმ ლიოვი გოეტცეს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წაიყვანს.

დანი პაჩეკო

ესპანეთი, ლივერპული, 19 წლის

დანი პაჩეკო ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. პაჩეკო სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელია, რომელსაც ძლიერი დარტყმაც აქვს და მოედანზე შავი სამუშაოს შესრულებაც ეხერხება. ისევე როგორც ესპანელი ვუნდერკინდების დიდი ნაწილი, ისიც "ბარსელონას" კანტერას პროდუქტია.

ჯეიმს როდრიგესი

კოლუმბია, პორტუ, 19 წლის

"ჯეიმს ბონდად" მონათლული როდრიგესი სათამაშო სტილით კრისტიანო რონალდოს წააგავს. "პორტუს" შეუძლია იამაყოს იმით, რომ ევროპის ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი ჰყავს, "დრაკონებს" უახლოს მომავალში მისი გაყიდვით სოლიდური ფულის მიღების პერსპექტივა აქვთ. როდრიგესს შეუძლია როგორც ცენტრფორვარდად, ასევე გარემარბად თამაში ორივე ფრთაზე. მისი მთავარი ღირსება სისწრაფე და შესანიშნავი ფიზიკური კონდიციებია.

ფილ ჯოუნსი

ინგლისი, ბლექბერნი, 19 წლის

ფილი ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერად ყალიბდება. გასულ სეზონში მან პრემიერლიგაც დააჭაშნიკა და არც ისაა გამორიცხული, უახლოეს პერიოდში ეროვნული ნაკრების თავკაც ფაბიო კაპელოს ყურადღებაც დაიმსახუროს. ჯონსი, რომელსაც "ინდიანა" შეარქვეს, ამპლუით ცენტრალური მცველია, მისი თამაშით აღფრთოვანება უკვე გამოთქვა "ჩელსის" კაპიტანმა ჯონ ტერიმ.

გაელ კაკუტა

საფრანგეთი, ჩელსი, 19 წლის

ფრანგმა ტალანტმა "ჩელსის" 2007 წელს მიაშურა და არც უნანია. იმის მიუხედავად, რომ კაკუტა "არისტოკრატთა" ძირითად შემადგენლობაში ჯერ ვერ ხვდება, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ ფრანგი ნახევარმცველი დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო, კაკუტა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას ყველაზე მეტად ინტელექტუალური თამაშისთვის აქებენ.

სონ ჰეუნგ-მინი

ს. კორეა, ჰამბურგი, 18 წლის

სამხრეთკორეელი ფორვარდი ტრავმირებულია და "ჰამბურგს" უახლოესი ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, დაშავებამდე კი მთავარ გუნდში დებიუტი ვერ მოასწრო. თუ გამოჯანმრთელების შემდეგ ფორმა მალე აღიდგინა, მისი ბუნდესლიგური დებიუტის დროც მალე დადგება. მეტსახელად "რაკეტას" "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელი არმინ ფეე დიდ მომავალს უწინასწარმეყველებს და გერმანული პრესაც ამავე აზრისაა.

ტიაგო ალკანტარა

ესპანეთი, ბარსელონა, 19 წლის

ტიაგო ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონ მაზინიოს ვაჟია. "ბარსელონას" აკადემიაში 2004 წლიდან ვარჯიშობს და თუ პროგრესირება ასეთი ტემპით გააგრძელა, არაა გამორიცხული, მალე კატალონიელთა პირველ გუნდშიც ვიხილოთ. სათამაშო მანერით მას დეკუს ადარებენ. რამდენიმე თანამემამულის მსგავსად, ალკანტარამ ბოლოს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიბრწყინა.

აბელ როდრიგესი

ურუგვაი, პალერმო, 19 წლის

"პალერმომ" ურუგვაელი ედინსონ კავანი "ნაპოლიში" იმიტომ გაყიდა, რომ მისი ახალგაზრდა თანამემამულის იმედი აქვს. ეჭვი არავის ეპარება იმისთვის, რომ "პენიაროლის" აღზრდილი როდრიგესი მომავალ სეზონში სიცილიელებს დიდ სარგებლობას მოუტანს. აბელს "პალერმოს" შემადგენლობაში სერია A-ში უკვე 30 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 7 გოლი გაიტანა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მას ყოველ 120 წუთში გააქვს.

ჯანო ანანიძე

საქართველო, სპარტაკი, 17 წლის

ჯანო უკვე გამორჩეულია რუსულ პრემიერლიგაში, მალე კი ჩემპიონთა ლიგაშიც მოსინჯავს ძალებს. ქართველი ნახევარმცველი 2009 წლის განმავლობაში საგრძნობლად პროგრესირებდა და "სპარტაკის" წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა. მხოლოდ 172 სანტიმეტრი სიმაღლის ანანიძე ტანმოვარჯიშეს უფრო წააგავს და ღონიერ მეტოქეებთან ბრძოლა უჭირს, მაგრამ ასაკთან ერთად, სიმძლავრესად შეიძენს. სამაგიეროდ, მას უნაკლო აქვს ბურთის ფლობა და მოედნის ხედვა. გასულ ზაფხულს რუსეთის ნაკრებში თამაშს საქართველოს ღირსების დაცვა ამჯობინა. ჯანოთი ისეთი კლუბები დაინტერესდნენ, როგორებიც "იუვენტუსი", "მილანი", "სევილია" და "არსენალი" არიან.

ფილიპე კუტინიო

ინტერი, ბრაზილია, 18 წლის

რიოელი კუტინიო, რომელიც "ვასკო და გამას" აღზრდილია, "ინტერის" საკუთრება 2008 წლიდანაა. აქვს ძლიერი დარტყმა, კარგად თამაშობს ორივე ფეხით. თავის დროზე მილანელებმა მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაიხადეს, ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება გაცილებით მაღალია. სავარაუდოდ, მარიო ბალოტელის წასვლის შემდეგ კუტინიო "ინტერის" ძირითად შემადგენლობას ნელ-ნელა გაუშინაურდება.

მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს