მოლდოვური "მილსამის" ძლევის შემდეგ გარსიას გუნდი IFFHS-ის საკლუბო რეიტინგში ერთბაშად 22 საფეხურით დაწინაურდა და დღეს მსოფლიოში 102-ეა
ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე მოლდოვურ "მილსამისთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ თბილისის "დინამო" ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ყოველთვიურ საკლუბო რეიტინგში ერთბაშად 22 საფეხურით დააწინაურა და ალექს გარსიას გუნდი დღეს მსოფლიოში 102-ეა.

"ზესტაფონი", რომელიც წინა თვეში 161-ე იყო, დღეს 168-ე პოზიციაზეა და იმედია, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპსაც გადალახავს და ამით რეიტინგშიც იხეირებს.

ყველაზე დიდი წინსვლა კი რუსთავის "მეტალურგს" აქვს, რომელმაც ერევანში "ბანანცის" დამარცხებით 420-ედან 295-ე ადგილზე გადაინაცვლა. საუკეთესო 350-ეულში საქართველოდან მხოლოდ ეს სამი კლუბია წარმოდგენილი.

აქვე ჩვენი საევროთასო მეტოქეების მდგომარეობასაც გადავხედოთ. "ზესტაფონის" საჩემპიონთალიგო მოწინააღმდეგე "დაჩია" ფეროელთა მეზობლადაა, 172-ე ადგილზე; "დინამოსა" და "მეტალურგისგან" ძლეულები, "მილსამი" და "ბანანცი" 350-ეულში საერთოდ არ არიან, "გაგრას" მომავალი მეტოქე "ანორთოსისი" კი 159-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, პირველ ორ ადგილზე ესპანური გრანდები რჩებიან, ევროპის ლიგის გამარჯვებული "პორტუ" მესამეა, ლიბერტადორესის თასის მოგებით ბრაზილიური "სანტოსი" ათეულში შევიდა, გამოსარჩევია კიევის "დინამოს" შედეგიც.

IFFHS-ის ზეათეული კი ასეთია: 1. ბარსელონა (ესპანეთი), 2. რეალი (ესპანეთი), 3. პორტუ (პორტუგალია), 4. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 5. მანჩესტერ სიტი (ინგლისი), 6. ვილიარეალი (ესპანეთი), 7. ინტერი (იტალია), 8. ველეს სარსფილდი (არგენტინა), 9. სანტოსი (ბრაზილია), 10. დინამო (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა