ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბრუკლინ ნეტსი" "ორლანდო მეჯიქს" ესტუმრა და 150:108 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან კაირი ირვინგმა გუნდს 60 ქულა (20/31), 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ამ შედეგით კაირი ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც მესამე კალათბურთელი (კობი ბრაიანტისა და კლეი ტომპსონის შემდეგ), რომელმაც პირველ ტაიმში 40 და მეტი ქულა დააგროვა. ამასთან ერთად, ირვინგისა და დურანტის წყვილმა ისტორიული რეკორდი დაამხო, სუპერვარსკვლავებმა ზედიზედ 2 მატჩში ჩააგდეს 50 და მეტი ქულა (გასულ ტურში დურანტმა 53, კაირიმ დღეს 60). ასევე, 1962 წლის შემდეგ პირველად, ორი დღის განმავლობაში ორმა კალათბურთელმა 60-ქულიანი შეხვედრა ჩაატარა (კარლ ენტონი თაუნსმა 60 ქულა ჩააგდო).

კევინ დურანტმა თავი 19 ქულით, 5 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან კოულ ენტონიმ აქტივში 19 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, "ნეტსი" 36 გამარჯვებითა და 33 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 17 მარტს, "დალას მავერიკსთან" გამართავს.

"მეჯიქი" 18 მოგებითა და 52 მარცხით იმავე აღმოსავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 18 მარტს,"დეტროიტ პისტონსის" პირისპირ ჩაატარებს.

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა