ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობის გამო რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ინგლისის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ მოყვა. მოგეხსენებათ, ოლიგარქს "ჩელსი" ჩამოართვეს და ბრიტანეთიდანაც გამოაძევეს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ თითქმის მთელი მსოფლიო ერთხმად უკრაინას მხარს უჭერს, პუტინთან დაახლოებულ პირებზე კი ნელ-ნელა ყველაფრის გარკვევა დაიწყეს. BBC-მ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია, თუ საიდან იშოვა აბრამოვიჩმა ამდენი ფული. საუბარია ქურდობაზე, კორუფციასა და გატაცებაზე.

როგორ გამოიმუშავა აბრამოვიჩმა ამდენი თანხა?

რომანს პირველი კანონდარღვევა 1992 წელს საწვავით დატვირთული ავზის გატაცებით უფიქსირდება. რუს ბიზნესმენს მისი გაყიდვა და დიდძალი მატერიალური სარგებლის ნახვა სურდა. რუსმა ადვოკატებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ეს ყველაფერი გაურკვევლობა იყო და სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მაშინ პოლიციას მისი დაკავების ორდერი გადაეცა, თუმცა მას შემდეგ ეს საქმე უკვალოდ გაქრა...

რა თქმა უნდა, ჩამონათვალში კორუფციასაც შეხვდებით. იმისთვის, რომ "გაზპრომის" წილი შეეძინა, პოლიტიკური გავლენა სჭირდებოდა, რუს მილიარდერს კი ეს "პატივი" არ ჰქონდა. ამიტომაც ბორის ბერეზოვსკის (მეორე რუსი ოლიგარქი, აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თვითონვე დაადასტურა) 10 მილიონი ფუნტი გადასცა, რათა ბორის ელცინის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურისთვის, ალექსანდრ კორჟაკოვისთვის გადაეხადა. 1997 წელს წილის ყიდვა თაღლითობის ბრალდებით იქნა გამოძიებული, თუმცა... ალბათ, თქვენ თვითონვე მიხვდებით... რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა ჰქონდა და ხელშეუხებელი იყო.

გატაცებაში ბრალდებული...

Slavneft-ის ყიდვაში აბრამოვიჩს წინააღმდეგობას ჩინური კომპანია უწევდა. მეტიც, ოლიგარქის შეთავაზებულ თანხაზე ორჯერ მეტის გაცემისთვის იყვნენ მზად, თუმცა მოსკოვში მყოფი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი გაიტაცეს, მოგვიანებით კი აზიურმა მსხვილმა კომპანიამ Slavneft-ის ყიდვაზე უარი განაცხადა. BBC-ს რუსის ადვოკატებმა განუცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მათ მიერ მოყოლილი ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია ყალბი იყო.

ურთიერთობა ალექსანდრა კორენდიუკთან

რუსის პირადი ურთიერთობაც დიდი სკანდალითაა მოცული. საუბარი მიდის, თითქოსდა 25 წლის უკრაინელ მოდელს, ალექსანდრა კორენდიუკს უკვე 1 წელია ხვდება.

სამშაბათს ოლიგარქი ისრაელის აეროპორტში დააფიქსირეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, რომანი მოსკოვში ჩაფრინდა.

როგორც ჩანს, ლონდონის "ჩელსის" ექსმფლობელს სკანდალური წარსული ჰქონია. რაც შეეხება ინგლისურ გუნდს, "არისტოკრატების" გაყიდვა აბრამოვიჩს 31 მაისამდე შეუძლია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

gela
აბრამოვიჩმა ინგლისსში მილიარდიანი ინვესტიციები განახორციელა და ლონდონის ჩელსის მრავალი ტიტული მოაგებინა. კიდევ ბევრის გაკეთებას აპირებდა ინგლისური კლუბისათვის, მაგრამ ინგლისის ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ამ გეგმის განხორციელებაში. მოკლედ, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
სხვები, ვინ? ცუკერა, მასკი, ჯობსი ბრინი, გეითსი-ხალხს დასდევდნენ დასახოცად და გატაცებებით და რეკეტით შოულობდნენ ფულს?
სოს
რა იცით ამ ევროპამ ნაცრის წაყრა, საბჭოთა მილიარდერების 95% უკანონო რომ არის არ იცოდით, თანაც 90% ებრაელი რომ არის, ილონ მასკი არცერთი არ არის.
R.K.
ეს "არისტოკრატები" საიდან მოგაქვთ? ლონდონში მაგათ "პენსიონერებს" ეძახდნენ (ჩელსის სამხედრო ჰოსპიტალის გამო), 50-იანების შემდეგ "ლურჯებს" ეძახიან. https://thebeautifulhistory.wordpress.com/clubs/chelsea/
ჯუბა
ჩელსისთვის კი ბევრი გააკეთა და შეიყვანა ელიტაში , თურქი ამდენი ვერ დახარჯავს
G.LA
ყველა რუსი ოლიგარქი ამის მზგავს გზა აქვს გავლილი. ზოგი მათგანი მიყუჩებულია ახლაც პიტონივით ბუჩქებში.
ტატო
ეცლა აბრამოვიჩს მიადგნენ.ქონდა ამ კაცს იმის ტრ..ი და იმიტომ იშოვა ამდენი ფული,თუ გაქვს მიდი და იშოვე და თუ არ გაქვს მაშინ ჩაიგდე ენა.თუ გააძევეს აბრამოვიჩი ინგლისიდან იმიტომ არ ტირის ჩელსი?ფორმებიც აღარ აქვთ სატამაშოდ გასასვლელად.ჯერ სად არიან.
კოკო
გენაცვალე, ჯიგარი ხარ!
buba
...მერე ახლა მიხვდნენ ამ ყველაფერს?!... აქამდე არ იცოდნენ?!...

სხვები სხვანაირად გახდნენ და ხდებიან?
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
რომან აბრამოვიჩი ფეხბურთს უბრუნდება? - "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა შესაძლოა, რუსული კლუბი იყიდოს
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
"ჩელსის" გაყიდვიდან აბრამოვიჩის 2.3 მილიარდი უკრაინას გადაეცემა