"საზოგადოებრივი მაუწყებელი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს მთელი სეზონის განმავლობაში გააშუქებს
გუშინ, 4 ივლისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "არენას" პირდაპირ ეთერში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და მაუწყებლის გენერალურმა პროდიუსერმა გიორგი გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რითაც ჩვენი ჩემპიონატის მაყურებელმა დაისვენა - კონტრაქტი ეროვნული ჩემპიონატის მთელი სეზონის ჩვენებაზეა გათვლილი.

სიჭინავას თქმით, მატჩების რეპორტაჟები მხოლოდ კეთილმოწყობილი და განათების საერთაშორისო სტანდარტების მქონე სტადიონებიდან დაიგეგმება - ეროვნული სტადიონიდან, ქუთაისიდან, "მიხეილ მესხიდან", რუსთავიდან, ზესტაფონიდან. შესაძლოა, ქალაქების ჩამონათვალს ფოთიც შეემატოს, ვინაიდან სტადიონის რეკონსტრუქცია და განათების სისტემის გაძლიერება "ფაზისზეც" იგეგმება.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" შეხვედრების გაშუქებას 11 კამერით აპირებს, რაც ქართულ სინამდვილეში დიდი ფუფუნებაა. ასე მატჩები მხოლოდ დასრულებული ჩემპიონატის ბოლო შვიდ ტურში გადაიცა, ახლა კი ეს სისტემატურად მოხდება.

"გადაწყდა, რომ სატელევიზიო ეთერის ინტერესებიდან გამომდინარე, ტურის თამაშები კვირაობით 18 საათზე დაიწყება, ზამთარშიც და ხაფხულშიც ამ დროს იქნება და მაყურებელი რეპორტაჟს ერთ დროს და დღეს მიეჩვევა. ჩვენ მატჩის არჩევის ექსკლუზიური უფლება გვაქვს. დღე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თანაც გამონაკლის შემთხვევაში, თუ ტური სხვა დღეს რელიგიური დღესასწაულის ან სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების გამო დაიგეგმება", - გვითხრა "საზოგადოებრივის" სპორტულმა პროდიუსერმა დავით მინაშვილმა.

სიჭინავას თქმით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეროვნული ჩემპიონატის კადრების ჩვენების ექსკლუზიური უფლება ექნება, სხვებს კი ეს მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, როდესაც მატჩის კადრებს "საზოგადოებრივის" მაყურებელი იხილავს - ცხადია, შეზღუდვები საინფორმაციო გამოშვებებში გასაშვებ ხანმოკლე კადრებს არ შეეხება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ პირველი ლიგის მატჩების გაშუქებას ერთ-ერთი ინტერნეტტელევიზია აპირებს.

მინაშვილის თქმით, "საზოგადოებრივი" პირველი ლიგის გაშუქებასაც აპირებს:"ეროვნული ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, 8 აგვისტოდან გადაცემა "არენა" ორ ნაწილად გაიყოფა, ხუთშაბათს სპორტულ თოქ-შოუში გაშუქდება ყველა სახეობა, ორშაბათს კი მხოლოდ საფეხბურთო მიმოხილვა იქნება ეთერში, ოღონდ უფრო ვრცლად - შევეცდებით, მაყურებელს უფრო ახლოს გავაცნოთ წამყვანი მოთამაშეები, გუნდები, ჩვენი საფეხბურთო ცხოვრება, ორივე გადაცემა კი 23 საათზე დაიწყება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tuxa
კომენტატორები გვინდა! გამოაცხადონ კონკურსები! ახალი ხალხი გვინდა: ზრდილობიანი, წესიერი, განათლებული, ქართულის მცოდნე და ფეხბურთის მცოდნე. გვეყო ჩამყაყება!
buxuti
ჩვენი კომენტატორები მართლა მძიმე მოსასმენია, თამაშში ვერ ერკვევი ეს ერთია, მაგრამ მოემზადე მაინც რა და მოწინააღმდეგე გუნდებზე ინფორმაცია მაინც მოაგროვე (სხვათა შორის ამას ობოლაძე პრიმიტიულ დონეზე აკეთებს ხოლმე, ესეც საქმეა). მაგრამ სხვა დარგებშიც ეგრე არ ვართ? ზოგადი ტოტალური არაპროფესიონალიზმია ჩვენთან, სადაც ხათუნა მაღლაკელიძე და ვერა ქობალია მინისტრები არიან, აკო მინაშვილი დეპუტატია, მინაშვილი სპორტული კომენტატორი, ნინა წკრიალაშვილი მომღერალი, ლაშა ხარაზიშვილი ჟურნალისტი, გია ნოდია ფილოსოფოსი, მიშა თავხელიძე ეკონომიკის ექსპერტი და მიდიიი - გაგიხარია, ყვავის ქვეყანა. განათლების სისტემაც ისეთ დღეში გვაქვს არ მგონია ახლო დროში რაიმე შეიცვალოს. ხო, 1 დამავიწყდა, მთავრობის მომხრე რეპერი საქართველოს მეტი არსებობს სადმე?
მამუკა
საფეხბურთო კომენტატორების ამბავი ქართულ ტელესივრცეში ალბათ ყველაზე მძიმე საკითხია (არ ვგულისხმობ GMG-ს რამოდენიმე წამყვანს.) რაც შეეხება ობოლაძესა და მინაშვილს, არცერთს არ შესწევს თამაშის გაანილიზებისა და პროფესიონალურად წაყვანის უნარი. ობოლაძის ატანა კიდე შეიძლება, რადგან მისი მოსმენა, რომელიც მხოლოდ სტატისტიკას უკავშირდება და მოკლებულია ელემენტარულ შემოქმედებით მიდგომასაც კი, არც ისე გამაღიზიანებელია, როგორც მინაშვილის რეპორტაჟები. არ ვიცი, მინაშვილს ვინ მფარველობს(ეს ცხადია), მაგრამ ასეთი პრიმიტიული დონის წამყვანის არსებობა მართლა მძიმე ასატანია. ეს არის ჯამლეთ ხუხაშვილის - არც ის წყვეტდა ვარსკვლავებს - მკვეთრად გაუარესებული ვარიანტი, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, სულმოუთქმელი ლაპარაკი პროფესიონალიზმი ჰგონია. გარდა ამისა, ამ კაცის საუბარში მაყურებელს უწიგნური ადამიანის ამოცნობაც არ გაუჭირდება. აქ პრობლემა მინაშვილში კი არა, იმ ადამიანებშია, ვინც მას ეთერში გასვლის საშუალებას აძლევს. მე მიკვირს ჭანტურიასი(ამ ნიჭიერი კაცისა), რომელიც ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს ან საერთოდ არ უყურებს ზემოაღნიშნული ჟურნალისტის წაყვანილ თამაშებს. ასე არ შეიძლება და ასე აღარ შეიძლება, ხალხო. ამ კაცის წაყვანილი თამაშის ყურებისას ვერცერთი ნორმალური ადამიანი სიამოვნებას ვერ მიიღებს, ვინაიდან უბრალოდ და ბუნებრივად ეს შეუძლებელია. . . იმედი მაქვს, რომ ჩემს მოსაზრებას გაითვალისწინებენ ისინი, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ხელეწიფება, რადგან ქართველი გულშემატკივარი პროფესიონალურად წაყვანილი რეპორტაჟის ყურებას ნამდვილად იმსახურებს. . .
dcbl
ვინ ყველას ჯობია? სადაა, რო ვინმე? გამოაცხადონ კოკურსი და მშვენიერი კომენტატორები გვეყოლება, მარა მერე თვითონ დარჩებიან უსაქმოდ. ობოლაძე და მინაშვილი თავიანთ არხებზე სპორტულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ სხვათა შორის, და არა მარტო ჟურნალისტები არიან.
dagiaret
კომენტატორებს გაზრდა სჭირდება, მოგწონთ თუ არა, ობოლაძე, მინაშვილი და ის ძველი გვარდია მაინც ყველას სჯობია. თორემ უკეთესი ჩვენც გვინდა
გუტიე
ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ კომენტატორიც უნდა იშოვოს საზ. მაუწყებელმა, თორე მინაშვილი მაყურებელს ნერვებს უშლის და ფეხბურთის ყურების ხალისს უსპობს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?