შესწორება უკრაინული ფანკლუბის ვებგვერდს: ზურაბ ხიზანიშვილი თურქეთშია, "კრივბასში" ოთარ ხიზანეიშვილი ვარჯიშობს
უკრაინის ვიშა ლიგის კრივოი როგის "კრივბასმა" სეზონისთვის მზადება ხუთი ქართველით დაიწყო. დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" კრივოი როგში ჯაბა კანკავას შემდეგ უჩა ლობჟანიძე და ლევან არველაძეც გაუშვა. ეს უკანასკნელი და ჩვენთვის უცნობი ფეხბურთელი ლანჩავა დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობენ.

კლუბში ისინჯებიან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წვერი გიორგი სალარიძე (რომელიც მცირე ხნის წინ ოთარ გაბელიამ ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვია) და ისინჯება ჩერნოგოვის "დესნას" წევრი ლევან გულოდრავა.

თუმცა ყველაზე საინტერესო ინფორმაცია "კრივბასის" ფანკლუბის ვებგვერდმა გაავრცელა, თითქოს იური მაქსიმოვმა გუნდში ზურაბ ხიზანიშვილი მიიწვია, რომელიც უკვე "კრივბასთან" ვარჯიშობსო.

ცხადია, ხიზანიშვილი, რომელმაც ახლახან კონტრაქტი შოთა არველაძის "კაისერთან" გააფორმა, არსად წასულა, თურქეთშია და უკრაინაში თამაშს არ აპირებს. კრივოი როგში კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ოთარ ხიზანეიშვილი ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა