ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ორი ტანჯული ტრანსფერის ამბავი

ორი ტანჯული ტრანსფერის ამბავი

გახსოვთ ალბათ ნათქვამია, "ობლის კვერი ცხვა, ცხვა და"...

გახსოვთ ალბათ ნათქვამია, "ობლის კვერი ცხვა, ცხვა და"... შემდეგ ორნაირი დაბოლოება ვიცით, ოპტიმისტური და პესიმისტური. ობლის და დავრდომილის არაფერი ეტყობათ "ბარსელონასა" და "რეალს", მაგრამ მათი ორი სავარაუდო ტრანსფერი კი ("კვერი") ვერა და ვერ გამოცხვა და არც გვეშვება ფეხბურთის გულშემატკივრებს. ბუნებრივია მშობლიურ კატალონიაში სესკ ფაბრეგასის შესაძლო დაბრუნებასა და ბრაზილიელი მაიკონის მადრიდში ჟოზე მოურინიოსთან შესაძლო რე-უნიონს ვგულისხმობთ. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მომაბეზრებელიც კი გახდა...

საგა პირველი: სესკი და ბარსელონა

ეს "ტრანსფერი" საგა კი არა უკვე უიღბლო დაპირებების, იმედგაცრუებების, ახალი იმედების, ისევ იმედგაცრუებების და ლამის საფეხბურთო ომის ეპოპეაა. ამ სიტყვების ავტორი უკვე შეეგუა, რომ სესკი წლეულს ვერაფრით ჩაცვამს (ოღონდ არა სალაღობოდ, როგორც 12 ივლისს მოხდა) "ბლაუგრანას", მაგრამ არ ნებდება სრულიად კატალონია! ახალი ამბავიც აქვს ესპანურ მედიას - თურმე "ბარსელონამ" სესკის საყიდელი მაზანდა აწია - 35 მილიონი ევროს ნაცვლად ლონდონურ "არსენალს" დღეიდან 42 მილიონს სთავაზობს! როგორ გინდა უარი თქვა ამხელა თანხაზე, თანაც იმ ფეხბურთელში, რომელსაც აშკარად აღარ უნდა შენთან თამაში და ძალისძალ კომენტარებს აკეთებს. მეორე მხრივ, როგორ უნდა შეელიო, კაპიტანს და ლიდერს, გუნდის "ძრავს"? არის კიდევ ერთი "დეტალი", პრინციპის საკითხი. "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ იმდენი ქნა, რომ, მგონი, სამუდამოდ გააფუჭა ამ ორ გუნდს შორის ურთიერთობა. თავიდან ეს "ბარსას" ახალი ხელმძღვანელობის პიარკომპანია გვეგონა ლაპორტას წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ლონდონური კლუბიდანაც ისეთი ხმები გამოვიდა... მოკლედ, 42-ს შეიძლება, 52 მოჰყვეს ("ბარსას" ისედაც დიდი ვალი აქვს და + 10 არაფერს დაუშავებს), მაგრამ არ მოჰყვეს ტრანსფერი, ყველაფერი მართლა არ იყიდება და ეს უნდა გაეთვალისწინებინათ თავის დროზე...

საგა მეორე: მაიკონი და რეალი

ეს საგა შედარებით ახალია, ის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღესვე დაიბადა, როცა გაირკვა, რომ "რეალს" ლიგის ტრიუმფატორი და "განსაკუთრებული" ჟოზე მოურინიო გაწვრთნიდა. მოუმ მაშინვე თქვა, მაიკონი მომყავსო და შესაძლოა, ამ ხმამაღალმა ნოტმაც შეუშალა ხელი ტრანსფერის რეალურად განხორციელებას.

ჯერჯერობით კი ასე მიქცევა-მოქცევასავითაა - მაიკონი ხან ხელის გაწვდენაზეა საოცნებო ტრანსფერთან, ხან კი შორდება. ჩვენი აზრი თუ გაინტერესებთ, ამ საგას უფრო ოპტიმისტურად დავასრულებდით, ეს შეიძლება მართლა "გამოცხვეს", მაგრამ გვიან... საქმე ისეთ აბსურდამდეც მივიდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ორმა მოწინავე ესპანურმა გაზეთმა, "მარკამ" და ას-მა ერთდროულად დაწერა ურთიერთგამომრიცხავი ცნობა: "მაიკონი უკვე "რეალშია" და "მაიკონი რეალში ჩაიშალა". ახლა აღარც კი მახსოვს, რომელმა როგორი პროგნოზი გააკეთა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას?

საგას კი ახალი ქვეთავი (სიახლე) აქვს. ახლა ამტკიცებენ, რომ "ინტერმა" "რეალის" წინადადება (26 მილიონი ევრო) ოფიციალურად უარყო, მაგრამ ფლორენტინო (პერესი) ის კაცია, ამ საქმეს მაინც "მოაკვარახჭინებსო". მოდი, ახლა შენ და გაარკვიე რა ხდება...

ლელო

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო

"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?

გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა

ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო

იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა

ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია

არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს

იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი

"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"

[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ

ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"

უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა

[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა

მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში