ლა ლიგის 29-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ გასვლაზე „ელჩე“ 1:0 დაამარცხა

პირველ ტაიმში ულამაზო თამაში იყო, მომენტები არ შექმნილა, შესვენების შემდეგ კი გედეშმა „ღამურები“ ცოტა არ იყოს კურიოზული გოლით დააწინაურა. მან ამ სეზონში პრიმერაზე მე-11 გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე ახლო მანძილიდან როკოს დარტყმული ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ მამარდაშვილს და კარში გავიდა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. უნდა ითქვას, ქართველს ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მაგრამ ყველა ეპიზოდში დამაჯერებლად გაისარჯა.

გიორგიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 შეხვედრაში 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

„ვალენსია“ ჩემპიონატზე ბოლო 4 მატჩში დაუმარცხებელია, 40 ქულით მე-9 ადგილზეა და 3 აპრილს „კადისს“ უმასპინძლებს.

ელჩე. „მარტინეს ვალერო“. 15 780 მაყურებელი

ელჩე - ვალენსია 0:1

გოლი: გედეში (50)

გაძევება: მოხიკა (90+2, ელჩე)

სოსო
რა თქმა უნდა პაულისტას მწყობრში ჩადგომა ძალიან შეეტყო ვალენსიას დაცვას,მაგრამ 14 თამაშიდან 7 თამაშში კარის მშრალად შენახვა,ვალენსიას დაცვის პირობებში,პატარა საქმე ნამდვილად არ არის.სილქსპორტის არხები ჩემს კომპიუტერში, რატომღაც ისევ შეჩერებულია და ვერც ეს თამაში ვნახე,მაგრამ რის ნახვასაც ვახერხებ,აშკარაა,რომ კარში უკვე თავდაჯერებულად დგას და მეკარის თავდაჯერებული თამაში,დიდ გავლენას რომ ახდენს,დაცვის თავდაჯერებულობაზე,არც ესაა სადავო.ასე რომ, მიდი გიო!
დათო
… ყოჩაღ და ბრავო გიორგი!!!! ძნელია, როდესაც ვალენსიას თითქმის ათივე ფეხბურთელი ვერ ქაჩავს და შენ გაცილებ ით დიდი ტვირთი გაწევს და ნერვიულობაც თავისთავად მატულობს!!!
ტარიელი
ელჩეს არ ჰქონია სერიოზული მომენტი! 2 ნახევრად საგოლე მომენტი იყო
ბექა
14 თამაშიდან 7-ში გოლის არ გაშვება მშვენიერი შედეგია, ანუ საშუალოდ 2-დან 1 თამაშში გოლს არ უშვებს და 1 ქულა გარანტირებულია:) წარმატებები
დათო
… დამაჯერებლობა, რომ აკლდეს იმ ორ ბურთზე არ გამოვიდიდა და არ მოიგერიებდა!!!
Net333
ბოლო 4 თამაშში 0 გაშვებული გოლი 480 წთ გაშვებული გოლის გარეშე...ლა ლიგაში ნათამაშები ბოლო ოთხ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი და პრეტენზია 29 ტურის სიმბოლურში მოხვდეს
ტტტ
ტვინი გაკლია.D
გულშემატკივარი
დამაჯარებლობა აკლია
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით