მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე სარაევოში იმყოფება და 25 მარტის ბოსნიასთან (ამხანაგური მატჩი) შეხვედრისთვის ემზადება.
როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელები მშვენიერ განწყობაზე არიან და დროს არც გართობისთვის ზოგავენ. ეროვნული ნაკრებისა და დრეზდენის "დინამოს" მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ საკუთარ "ტიკ-ტოკის" გვერდზე სახალისო ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ერთმანეთს დროშის მიხედვით ქვეყნის გამოცნობაში ეჯიბრებიან. თუ პასუხი სწორი არ იქნება, ბალიშის ჩარტყმით სჯიან.
პირველი ვიდეო ხვიჩა კვარაცხელიაზეა, რომელსაც ქვეყანა იემენი ამოუვიდა, დროის არქონის გამო ინდოეთი თქვა და თანაგუნდელებმა ბალიშები დაუშინეს. რამდენიმე წამში ხვიჩას ბავშვობის მეგობარი ზურიკო დავითაშვილი გადაეფარა. შორიდან ხვიჩამ ეგვიპტე წამოიძახა, ზურიკომაც გაიმეორა და დაისაჯა.
ხვიჩა კვარაცხელია
მეორე ვიდეოში ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილია. ქართველ მეკარეს კოსტა-რიკის დროშა ამოუვიდა, სისწრაფის გამო კოსოვო წამოიძახა და პასუხმაც არ დააყოვნა.
გიორგი მამარდაშვილი
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 და 29 მარტს ორ ამხანაგურ შეხვედრას ბოსნიასთან და ალბანეთთან გამართავს.
ჟორა
სასტუმროში ეს მაიმუნობა დღემდე გვჭირს ქართველებს? აქ მაინც ნუ ბეჭდავთ, მოგვეჭრა თავი და ესაა. გამოდის ისევ საბჭოთა ერთ მანეთიან სასტუმროში ყოფილა ჩვენი ადგილი. სანიოლი არ გადამირიოთ თამაშების დამთავრებამდე, ცოტა ადექვატურად მოიქეცით.
ქართველი.
ბიოლოგიური ნაგავი ძალიან შემორეულია ერში მაგას რო ბედავენ.
შაკო
გენაცვალეთ სულში და გულში, წარმატებები, საქართველო გაგეხარებინოთ ყოველთვის
Michael
კვარას ცემა უნდოდათ ქართველებსთქო დავწერე და რამდენი დისლაიქი აქვს :დ ასე მალე გადაიფიქრეთ? ისე მიდისლაიქებთ ვითომ არ წერდით აქ, ჩამოვიდეს ნაკრებში და ნახავს რასაც ვუზამთო. ასე უცებ სად გაქრით? მაისურის შემოხევსაც აპირებდით, სტვენასაც და მოღალატე რუსეთუმეს ძახილსაც. ჩემი თვალით ვკითხულობდი როგორ აანონსებდით და ახლა ეს დისლაიქები სინდისის ქენჯნის გამოა თუ რაში არ მეთანხმებით? :))
ბოკინიო
ძლივს რაღაცით არ გაგვახალისეთ. სუ ცუდს წერთ. გენაცვალეთ ბიჭებო გუნდში მეგობრობა წარმატების საწინდარია!!!
Michael
დავაკონკრეტებ, სქრინებიც კი მაქვს შენახული ვინც აგინებდა წყევლიდა და ემუქრებოდა. აქ ვერ ვაგდებ უბრალოდ. ცემაც უნდოდათ და უფრო მეტიც. რეალურად ჯანსაღი რეაქციაა ის, რომ შენი ქვეყნის ნიჭიერი ფეხბურთელის რუსეთში ყოფნა არ გინდოდეს. მეც მაგათ რიგში შევდივარ, მაგრამ ამ ბიჭზე ამხელა წნეხი და მოღალატის ძახილი ზედმეტი იყო და ამას ნამდვილად არ იმსახურებდა ჩვენგან. მითუმეტეს ზუსტად ვიცოდი, რომ წამოვიდოდა და დრო სჭირდებოდა ამ ამბავს.
სტუმარი
თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო. ამათმა უნდა დაუბრუნონ საფეხბურთო დიდება საქართველოს!
დავითი
გენაცვალეთ გულში :)
შავი კაცი
გენაცვალეთ,მართლაც სასიამოვნო ატმოსფეროა ნაკრებში
დათო
…ვის უნდოდა კვარას ცემა, იქნებ დააკონკრეტო!!! ხუთი- ექვსი ავაზაკი ცდილობს არამარტო კვარას , არამედ ყველა ქართველი წარმატებული სპორტსმენების გაშავებას!!! იგივე ბასილაშვილის, მამარდაშვილის და ა.შ. !!! ეს როგორი კატეგორიაა იცით???!!! დღეს სტატია იყო , რომ ეშლი ბარტი, დღეს პირველი ჩოგანი ამთავრებს კარიერას და ვიღაც ჟორამ რა კომენტარი გააკეთა იცით,???!!! ვენაცვალე კაცი ყოფილა კაცურიო)))!!! ასეთებს რა უნდა ელაპარაკო, ხომ არ იცით???!!!
100%
beqa
კოსოვო თემა იყოო :))))
დაგიმშვიდდათ გულები? ახლა აღარაა მოღალატე და ბავშვების მკვლელი? (როგორც ერთ ტელევიზიაში ასკვნიდა ერთი ცნობილი კაცი) სად აორთქლდა ის ხალხი ბოროტებით სავსე კომენტარებს რომ უწერდა? ნაკრებიდან მოკვეთას რომ ითხოვდა და სიტყვიერად თუ ფიზიკურად ემუქრებოდა, აგინებდა და წყევლიდა ამ ბიჭს. ახლა თავს იმართლებენ, კარგი გვინდოდა მისთვისო, ვისთვისაც კარგი უნდათ იმას ტრავმებს არ უსურვებენ... ისევ აქ ხართ, უბრალოდ მორიგ ფეხის დაცდენას ელოდებით, ისევ რომ გადაუაროთ. ამ ბიჭს მხოლოდ გამძლეობას და ჰეითერების ატანას ვუსურვებ.
100%
))) მაგრად მეიმედებით.
Michael
კვარას ცემა მთელს საქართველოს უნდოდა ამ დღეებში და ამათმა შეუსრულეს :დ
დააT
ისე ითამაშეთ რომ ტრავმა არ მიაყენოთ კვარაცხელიას, თორე თბილისის ლოკომოტივში გადმოვა და დაიღუპავს კარიერას :D
შოთა-მილანი
გაიხარეთ ბიჭებო. წარმატებები და სულ ესეთი მხიარულები და ბედნიერები ყოფილიყავით.
დ
გამარჯვებები ბიჭებო.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...