ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "საკრამენტო კინგსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 110:109 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 20 ქულით (8/9 ორქულიანი, 1/3 სამქულიანი), 9 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. ქართველი კალათბურთელი ბოლო 6 მატჩია მშვენიერ ფორმაშია და ჩინებულ სტატისტიკურ მონაგარსაც აფიქსირებს - 16.6 ქულა და 7.0 მოხსნა. როგორც ჩანს, რიკ კარლაილი გოგას ბოლომდე ენდო და ჩვენებურიც იმედებს ამართლებს.

ბადი ჰილდმა აქტივში 25 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.

სტუმართა შემადგენლობიდან დევიონ მიტჩელმა გუნდს 25 ქულა, 1 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "პეისერსი" 25 მოგებითა და 48 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 25 მარტს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"კინგსი" 26 გამარჯვებითა და 48 მარცხით დასავლეთში მე-13 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 27 მარტს, "ორლანდო მეჯიქის" პირისპირ გამართავს.

alexandre
ბოლო წამებზე რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ გოგა მოხსნიდა ბურთს ფარზე და თამაშიც მოგებული იქნებოდა. ასე რომ "რიკ კარლაილი გოგას ბოლომდე ენდო " - არ არის მართალი. ძალიანაც კარგი, 9 მატჩი დარჩა და აწი, იმედია, მეტადაც ენდობა.
ფეოლა
მაღალი რო ყოლოდათ, მაგალითად, გოგააა, ბოლო წამზე მოხსნიდნენ მაგ ბურთს ფარზე და მოიგებდა ინდიანა. მწვრთნელის იაღლიშია ალბათ!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად