პარასკევს, 25 მარტს (23:45 სთ), საქართველოს ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრება (4 დღის შემდეგ კი - ალბანეთს). sportall.ge ბოსნიელთა წინააღმდეგ "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობას წარმოგიდგენთ:

გიორგი მამარდაშვილი - ვილი სანიოლმა უკვე განაცხადა, რომ მოახლოებულ შეხვედრებში ნაკრების კარს გიორგი ლორიაც დაიცავს და გიორგი მამარდაშვილიც. რთული სათქმელია, ეს როგორ გადანაწილდება, თუმცა "ვალენსიას" კიპერის მშვენიერი ფორმა გვაფიქრებინებს, რომ ის სასტარტოში თამაშის შანსს ახლავე მიიღებს.

ოთარ კაკაბაძე - ვილი სანიოლის 3-მცველიან ტაქტიკას საქართველოს ნაკრებმა ალღო წარმატებით აუღო, თუმცა ამხანაგური მატჩები შეთამაშების გარდა იმისთვისაცაა, რომ ახალი სქემა გამოიცადოს. თანაც, ე.წ სათადარიგო გეგმა ყოველთვის საჭიროა.

ვვარაუდობთ, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი ახლა გუნდს 4 მცველით ათამაშებს და ოთარ კაკაბაძე ჩვეულ პოზიციას, ფლანგს დაუბრუნდება.

გურამ კაშია - ერთი შეხედვით, ამხანაგურ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კაშიას თამაშში ახალი რა უნდა დაინახოს, მაგრამ რაც გურამი კაპიტანი გახდა, გუნდს მინდორზე პირველად გაიყვანს.

ლაშა დვალი - "ჯვაროსნებში" ახლა დავით ხოჭოლავა არაა. ცენტრალურ მცველებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. სავარაუდოდ, ბოსნიაში მაინც დვალი დაიწყებს, თუმცა ამის შანსი საბა კვირკველიასაც აქვს, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო უთამაშებელია.

გურამ გიორბელიძე - დრეზდენის "დინამოს" ფლანგელი მშვენიერ ფორმაშია და აზაროვის არყოფნის პირობებში, სასტარტოში უალტერნატივოდაც განიხილება. შესაძლოა, სანიოლს რაიმე ორიგინალური აქვს ჩაფიქრებული, მაგალითისთვის, გიორგი წიტაიშვილი გუნდში ამ პოზიციაზე გამოიცადა. დაველოდოთ...

ნიკა კვეკვესკირი - კარგია, რომ ჩვენი ნაკრების ნახევარმცველმა ოპტიმალური ფორმა დაიბრუნა და ის სანიოლის გუნდში შეუცვლელი ფიგურაა.

ანზორ მექვაბიშვილი - ფრანგი მთავარი მწვრთნელი დებიუტანტებს ოფიციალურ შეხვედრაში ენდობოდა და ამხანაგურებში რა გასაკვირი იქნება? თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებს კაპიტნობდა და არც ეროვნულ გუნდთან შერწყმა უნდა გაუჭირდეს.

მართალია, კვეკვესკირის გვერდით ბოლო დროს ვაკო გვილია თამაშობს, მაგრამ ის ახლა კარგ ფორმაში არაა. არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდში გიორგი აბურჯანიაცაა.

საბა ლობჟანიძე - საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს დამკვიდრებულ სათამაშო ტაქტიკაში ლობჟანიძეს მთელი ფლანგის კონტროლი ევალება, რითაც შეტევაში მისი პროდუქტიულობა გარკვეულწილად, იკლებს. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მას "ჯვაროსნებში" გატანა ისედაც უჭირს. საბა თურქეთის ჩემპიონატში ძალიან შედეგიანია და განსაკუთრებით, გრანდებს არ ინდობს. იმედია, ის თავს ნაკრების მაისურითაც გამოიჩენს.

გიორგი ბერიძე - "უიპეშტის" შემტევმა შანსი სანიოლის სადებიუტო შეხვედრაში მიიღო. კარგი ფორმის მიუხედავად, მას შემდეგ აღარ იწვევდნენ.

გიორგი ახლა გუნდთან ერთადაა და მოსალოდნელიცაა, ვილიმ თავის გამოჩენის შანსი მისცეს.

ვაკო ყაზაიშვილი გუნდს გვიან შეუერთდა. მართალია, ზურიკო დავითაშვილს უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრები ძალიან შედეგიანი ჰქონდა, თუმცა ახლა ოპტიმალურ ფორმაში არაა.

ხვიჩა კვარაცხელია - ხვიჩას ირგვლივ ახლა ბევრი ამბავია, თუმცა მას შეუძლია, ეს მოედანზე საერთოდ არ დაეტყოს. კვარაცხელიას თამაში სიამოვნებს და ის ახლაც ყველაფერს გააკეთებს, რათა გუნდს ულიდეროს.

ბუდუ ზივზივაძე - გიორგი ბერიძის "უიპეშტში" გადასვლის შემდეგ ზივზივაძე ძალიან შედეგიანია და სანაკრებო შანსს ისევ იმსახურებს. მართალია, სანიოლი დავით ვოლკოვით აღფრთოვანებული დარჩა, მაგრამ სავარაუდოდ, ახლა ფრანგის არჩევანი ბუდუზე უნდა შეჩერდეს.

გელმეზა
აჰა ნამდვილად
odala
შემადგენლობაა იტირებ. 5:1 გარანტირებული გვაქვს.
ვანჩოპე
ვფიქრობ თუ შესაბამის ტაქტიკურ სქემას მოუხაზავენ წარმატებული იქნება ბუდუ. მოდი ნუ დავთარსავთ. მიდი ბუდუ მიაწექი, შენს გვერდით ვართ ყველა გულშემატკივარი
ვანჩოპე
რაკი რუსეთის ნაკრებს დედა არ ჰყავს მარადიშვილის მოყვანა არ იქნებოდა ცუდი. ახლა უფრო ადვილი დასათანხმებელი იქნება. ალბათ ფედერაცია მუშაობს ამაზე
ვაჟა
ზივზივაძე ამ თამაშებს ჩააგდებს. სამწუხაროდ, ასე იქნება. არც ვოლკოვი წყვეტს ციდან ვარსკვლავებს. ქვილითაია (ასევე სამწუხაროდ) უალტერნატივოა დღეს.
ასე ვფიქრობ,
ზივზივაძე არაა ნაკრების დონე, არაერთხელ დამტკიცდა - სამწუხაროდ.
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია