ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ვალენსია" და "საბურთალო" თანამშრომლობას შეუდგნენ

"ვალენსია" და "საბურთალო" თანამშრომლობას შეუდგნენ

“საბურთალო” და “ვალენსია” ერთობლივ მუშაობას უკვე შეუდგნენ. ესპანელებმა საქართველოში გამოაგზავნეს წარმომადგენელი სერხიო ჩულვი, რომელიც თბილისში იცხოვრებს და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. დედაქალაქში იმყოფება “ვალენსიას” აკადემიის დირექტორი მარკო ოტერო, რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე მოვლენებში.

დღეს “საბურთალოს” დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და ესპანელმა სტუმრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ხელმძღვანელებმა აღნიშნულ პროექტსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრეს. გეტყვით, რომ მარკო ოტერო და სერხიო ჩულვი საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დახმარებით ჩამოვიდნენ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, “საბურთალოს” დამფუძნებელი):

“ბედნიერი ვარ, რომ “საბურთალოსა” და “ვალენსიას” შორის თანამშრომლობა დაიწყო. ეს არის, როგორც აკადემიების, ასევე კლუბებს შორის თანამშრომლობა. ვიცი, რომ “ვალენსიას”, განსაკუთრებით ბოლო დროს, საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. იმედია, ამ დიდ არმიას მომავალში კიდევ ბევრი შეემატება. განვლილ წლებში ძლიერ და წარმატებულ კლუბებთან გვქონდა საქმიანი ურთიერთობა, რომლებისგანაც დიდი გამოცდილება მივიღეთ. ახლა არჩევანი “ვალენსიაზე” შევაჩერეთ, ესპანელები მრავალმხრივ გამოირჩევიან. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ფეხბურთისადმი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ვისარგებლებ შემთხვევით და “ვალენსიას” თითოეულ წარმომადგენელს მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის. მოხარული ვარ, რომ მათ არჩევანი “საბურთალოზე” გააკეთეს.

გეცოდინებათ, რომ გასული წლის ოქტომბერში, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დახმარებით, “კოკა-კოლას” საერთაშორისო ტურნირი ჩავატარეთ, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მომავალშიც გავმართავთ საერთაშორისო შეჯიბრებებს, სადაც აუცილებლად ითამაშებენ “ვალენსიას” ასაკობრივი გუნდები. ფონდის დახმარებით გვინდა რეგიონებიდან ნიჭიერი ბავშვები ჩამოვიყვანოთ და ყველანაირად ხელი შევუწყოთ მათ აღზრდა-განვითარებას. “ვალენსიასთან” ოფიციალურ თანამშრომლობამდე, “საბურთალომ” სერიოზული გამოცდა ჩააბარა. ესპანელები რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში, ყველაფერი კარგად შეისწავლეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. შეთანხმებისამებრ, მოხდება ჩვენი მწვრთნელებისა და მენეჯმენტის გადამზადება, ნიჭიერი და წარმატებული მოზარდი ფეხბურთელები ესპანეთში სტაჟირებაზე გაემგზავრებიან, ასევე განხორციელდება სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები”.

კახა კაშია (“საბურთალოს” აღმასრულებელი დირექტორი):

“ჩვენი სტუმრები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფებიან, სისტემატური კომუნიკაცია გვაქვს. გუშინ ჩვენს შეხვედრას “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე ესწრებოდა. ლევანი ნიჭიერი, ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელიც ბევრს შრომობს, სულ ძიებაშია, მუდმივად სწავლობს. კორღალიძე აქტიურად იყო ჩართული პროცესში. იყო აზრების გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე. ვნახოთ, თუ მომავალში “საბურთალოს” დასჭირდება წერტილოვანი გაძლიერება, მზად არის “ვალენსია” დაგვეხმაროს კვალიფიციური ფეხბურთელებით. მარკო ოტერო “საბურთალოს” თითქმის ყველა თამაშს ადევნებს თვალს, იცის ჩვენი გუნდის სათამაშო სტილი, კარგად არის ინფორმირებული.

“ვალენსიასთან” თანამშრომლობა ლევან სარალიძის მეშვეობით მოხერხდა. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ლევანი წლებია უკვე ესპანეთში ცხოვრობს. სწორედ ლევან სარალიძის დამსახურებაა, რომ გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში თამაშობს. მან დიდი როლი ითამაშა გიორგის ესპანური კარიერის მოწყობაში”.

მარკო ოტერო (ვალენსიას” აკადემიის დირექტორი):

“დიდი პატივია ჩემთვის საქართველოში ყოფნა. “საბურთალო”, მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელობა პატარა ბავშვის აღზრდაზე განსაკუთრებით ზრუნავს. “ვალენსია” 100 წლის მქონე კლუბია. გვინდა, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და გვერდში დავუდგეთ “საბურთალოს”. გვსურს, გავზარდოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში ითამაშებენ. განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მესმის, რომ ყველა დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, მაგრამ ისინი ღირსეული ადამიანები იქნებიან.

საქართველოში გამოვგზავნეთ “ვალენსიას” ერთ-ერთი საუკეთესო კადრი, რომელიც უკვე 10 წელია ჩვენს კლუბში მუშაობს. მისი საქმიანობის პერიოდში ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაზრდილა და მჯერა, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ბავშვებს, მშობლებს, მწვრთნელებს, ყველას ექნებათ საშუალება, რომ “ვალენსიას” გამოცდილება გაიზიარონ.

რამდენიმე წუთის წინ ხელმძღვანელებმა გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. ძალიან მომეწონა “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის მიდგომა ფეხბურთისადმი, მსჯელობა, ხედვა… სურს განვითარდეს და ყოველდღიურად მეტი და მეტი შეიძინოს. მთავარ გუნდს თუ დასჭირდება რომელიმე პოზიციაზე ფეხბურთელის დამატება, ვიმსჯელებთ, ავწონ-დავწონით და ყველანაირად ხელს შევუწყობთ.

ვინც “ვალენსიას” ძირითად გუნდში ვერ მოხვდება, შეიძლება საქართველოში ჩამოვიდეს და დაეხმაროს გუნდს, როგორც ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირებზე. დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ადგილს “ვალენსიაში”, კარი ყველასთვის ღიაა. ამავდროულად, საქართველოდანაც შეიძლება პირდაპირ “ლა ლიგაში" მოხვდე, ამის კარგი მაგალითი გიორგი მამარდაშვილია”.

სერხიო ჩულვი (“ვალენსიას” წარმომადგენელი “საბურთალოში”):

“მადლობა, რომ ამ პროექტში ჩართვისა და მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მოტივირებული ვარ. “საბურთალო” ახალგაზრდული, მაგრამ ტიტულოვანი და ტრადიციული კლუბია. მისასალმებელია, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.

საქართველო ძალიან კარგი და ლამაზი ქვეყანაა, რომელსაც შესანიშნავი კულტურა აქვს. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ახლოს გავიცნობ, როგორც “საბურთალოს”, ასევე საქართველოს”.

fcsaburtalo.ge

• gia

ხეჩოიან მოქმედებაში მოხვედი

• ასევე

ვფიქრობ ასეთი პროექტები ძალიან მალე აწევს ჩვენი ჩემპის დონეს

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა

"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს

ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა

როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა

"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში

"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან

გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს