მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევრფინალი შოტლანდიასა და უკრაინას შორის ზაფხულისთვის გადაიდო. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში უელსს შეხვდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას მუნდიალზე მონაწილეობის უფლება პლეი-ოფების გარეშე უნდა მისცენ, ხოლო ინგლისური ტელეგრაფის" ჟურნალისტმა ჯიმ უაიტმა შოტლანდიას და უელსს მოუწოდა საგზური უკრაინას დაუთმონ.

"ეს რაც არ უნდა მძიმე იყოს, უელსი და შოტლანდია გვერდზე უნდა გაიწიონ და უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუშვან. ახლა ყატარში მათი ნახვა ყველას სურს. შოტლანდიამ და უელსმა ეს რომ გააკეთონ, უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას დაიმსახურებდნენ.

ეს სპორტის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი გადაწყვეტილება იქნებოდა. საკუთარი მიზნებისა და ამბიციების ვიღაც სხვის გამო უგულებელყოფა... ეს ნამდვილ პატივისცემას გამოიწვევს. უფრო მეტ პატივისცემას, ვიდრე მუნდიალზე გასვლაა", - წერს უაიტი.

ALONZO
კარგს იზავდნენ, მაინც არ არიან მომგები და საქციელში ჩაეთვლებოდათ. (ინგლისს ვგულისხმობ)
d
100%
სტალინი
ასეთი შემთხვევა იყო საბჭოეთის ჩემპიონატში; ავიაკატასტროფაში მოხვედრილ ტაშკენტის "ფახთაქორს" არ დაატოვებინეს უმაღლესი ლიგა რამდენჯერმე
G
ინგლისი გასულია და დაუთმონ თვითონ ბარემ, უელსს და შოტლანდიას რას ეუბნებიან თუ ეგრე შეტკივათ გული. თუ თავისი ენანებათ??
რა ბრიყვები ხართ !
ჯერ საგზური დაუთმონ,მერე ჯგუფში გაატარონ,მერე პლეი-ოფში მოექცნენ პატივისცემით და გავა ამასობაში უკრაინა ნახევარფინალში!!!!!!!!!!ეგ ჯონსონი უცნაური კაცი კია,მაგრამ მასეთ სისულელეს არ იტყოდა!!!!!!!!!!!!!!! არ მჯერა ამ შაურიანი ჟურნალისტების!!!!!!!!!!!!!!!!1
sandrex
არც ეგ თამაში არ იყო გადასატანი,ახლა უნდა ჩატარებულიყო,დაუთმონ არა იხვის ტოლმა!!!!!!!!!!!!!!!!
1.
ირონიულია როცა იმპერიალისტი ინგლისი მოუწოდებს თავისუფლებისთვის მებრძოლ შოტლანდიას და უელსს მსოფლიო თასზე თავიანთი ადგილები უკრაინას დაუთმონ, ასევე იმპერიალისტ რუსეთთან მებრძოლ უკრაინას. უკრაინა ნამდვილად იმსახურებს მაგას ამ მომენტში, მაგრამ ჯერ ერთი თვითონ არ იკადრებენ და მერე შოტლანდიის და უელსის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეგ ეგ არის ინგლისური სინაგლე. კეთილი ინებოს და თვითონ დაუთმოს თავისი გამთბარი ადგილი. და საერთოდ ასეთი თითის ქნევით თუ მითითებით აბლატავებული იმპერიალისტური ტონი და მენტალიტეტი უნდა მოისპოს. ყველგან სადაც არ უნდა იყოს.
საქართველო
დარწმუნებული ვარ,რომ არცერთი უკრაინელი ფეხბურთელი არ დათანხმდება ამას,სპორტსმენები არიან და კარგად იციან რამდენი შრომა აქვთ ჩადებული ამ ყველაფერში,უელსის ფეხბურთელებსაც და შოტლანდიის ფეხბურთელებსაც,დაუმსახურებლად არ სჭირდებათ იქ მოხვედრა,ძალიან რთულ ვითარებაშია უკრაინა,მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ როგორც ქვეყანა გაერთიანდა ესე გაერთიანდებიან ფეხბურთელებიც და ყველაფერს გააკეთებენ რომ დამსახურებულად გავიდნენ მსოფლიოზე. რაც შეეხება იმას რომ ბოჯომ სხვებს მოუწოდა,რომ უკრაინელებს დაუთმონ საგზური,ეს მათ პოლიტიკას ჰგავს,თავისას არაფერს მნიშვნელოვანს არ თმობენ და სხვას აქეზებენ რომ იბრძოლონ, რა დათმეს ამ ომში საკუთარი?! გადამწყვეტი ნაბიჯები არ ჩანს, ფაქტია რომ ფიზიკურად რუსეთს მხოლოდ უკრაინა ებრძვის.
დავით 67
იმიტომ რომ შოტლანდიასთან და მერე უელსთან აქვს სათამაშო, გაიგე? თუ ვერა? ინგლისთან რომ ჰქონოდა თამაში ინგლისი დაუთმობდა უეჭველი
Gia
ინგლისელი შოტლანდიას და უელსს მოუწოდებს?
ჯერ ერთი
უკრაინელებმა კერძოდ იარმოლენკომ თქვა უკვე რომ არ გვჭირდება არავითარი შეღავეთებიო …მეორე ის რომ უკრაინის ნაკრები ბევრად ძლიერია გინდ უელსის გინდ შოტლანდიისა თუნდაც რომ შეაერთო ეს ნაკრებები …ომის გამო რომ არა ფსიქოლოგიური პრობლემები ორთავეს უპრობლემოდ მოუგებს ….და თუ როგორც ხალხი ომობს თუ ფეხბურთელებიც მინდორზე ეგეთივე განწყობით გამოვლენ დაახევენ ბურთს თავზე გინდ უელსი გინდ შოტლანდია იყოს ….ეს ორთავე ნაკრები არის საქართველოს დონის და უკრაინის ნაკრები ორი თუ არა ერთი საფეხურით ზემოდ დგანან …!!
niko
სამარცხვინო, პატარა კაცების კომენტარები.

არასწორეა, რა დააშავეს იმ ქვეყნებმა? თქვის ქვეყანას მოუწოდოს და ინგლისმა დაუთმოს თავისი ადგილი, სხვებს რატომ თხოვ
შავი კაცი
მდაა ეს სოლიდარობა და თანადგომა კი არა აბსურდია.. მოდი აღარ ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი და უკრაინა იყოს ჩემპიონი ასე ჯობია..

ეს ინგლისელები რა მატრაკვეცებივით გამოვარდებიან ხოლმე. თავისი ნაბრძოლი და ნაწვალები რატომ უნდა დაუთმოს ვინმეს, არ მესმის. ადგეს და ინგლისელებს მიმართოს, ხომ არიან ჯენტლმენი?
ლეჩხუმელი
ინგლისის ნაკრებმა დაუთმოს თუ ეგრე უნდათ, ან უკრაინა დაამატონ მუნდიალზე და შანსი შოტლანდიას და უელსსაც მისცენ ეგრე არავინ დაზარლდება, სიმართლე რომ ვთქვათ უკრაინის ნაკრები არ მომზადებულა პლეიოფისთვის და რუსების გილის გასახეთქად უნდა აჩუქონ საგზური ოღონდ ისე რომ სხვა ნაკრები არ დახატალდეს
nk
ჯერ რა სისულელეა, არც უკრაინელებს არ ენდომებათ ეგრე მსოფლიოზე მოხვედრა. მეორეც, მოდი თავის გუნდს მოუწოდოს ადგილის დათმობა, უარი თქვან მსოფლიოზე და უკრაინა გაუშვან (ტექნიკურად შეუძლებელია ალბათ, მაგრამ მაინც)
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე