ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კარში "მამარდა" და შანსი ვოლკოვს - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

კარში "მამარდა" და შანსი ვოლკოვს - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

სამშაბათს, 29 მარტს (20:00 სთ), საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურად უკვე ალბანეთში ითამაშებს. ეს შეხვედრა "ერთა ლიგაზე" გიბრალტართან მასპინძლობამდე (2 ივნისს) გენერალური რეპეტიციაა. აქედან გამომდინარე, შემადგენლობის გადახალისება ახლა უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ ბოსნიაში, თუმცა ვილი სანიოლი თამაშის შანსს მეტ-ნაკლებად მაინც ყველას მისცემს. რაც შეეხება სათამაშო სქემას - იკვეთება, რომ 3-მცველიან ტაქტიკასთან მაქსიმალურად ადაპტირება ხდება.

გავიხსენოთ ფეხბურთელები, რომლებსაც ბოსნიაში საერთოდ არ უთამაშიათ - მეკარეები გიორგი მამარდაშვილი და ლაზარე კუპატაძე, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები - მამუკა კობახიძე და ლადო მამუჩაშვილი; ასევე - ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც სამხრეთ კორეიდან გუნდს გვიან შეუერთდა და "ზირას" ფორვარდი დავით ვოლკოვი.

გიორგი მამარდაშვილი - ვილი სანიოლმა ადრევე დაგვიანონსა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაში "ვალენსიას" კიპერსაც დაეყრდნობოდა. გიორგის ბულგარეთში (1:4) ცუდი დებიუტი გამოუვიდა და იმედია, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. "ღამურების" კარის დარაჯს ესპანეთში მშვენიერი პერიოდი აქვს.

ოთარ კაკაბაძე - ჩვენი მცელების საკლუბო მდგომარებისა და ფორმის გათვალისწინებით, "ერთა ლიგის" სასტარტო შეხვედრებში კაკაბაძის სასტარტოში მოსაზრება ლოგიკურად ჩანს. იქამდე გარკვეული დროა, ალბანეთში კი ოთარს ისევ ცენტრალურ მცველად ველით.

გურამ კაშია - ერთხელაც გავიმეორებთ, ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების ახლად არჩეული კაპიტნის როტაცია ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, თუმცა "ჯვაროსნების" თავკაცი აქცენტს მაინც ბირთვის შეთამაშებასა და განმტკიცებაზე აკეთებს.

საბა კვირკველია - ჩვენი ნაკრების გამოცდილი უკანახაზელის 3-მცველიან ტაქტიკაში, თანაც მარცხნივ, თამაში გარკვეული სიახლეა. წინა მატჩში ლაშა დვალმა შეცვლა ითხოვა და ნაკლებად სავარაუდოა, ის ახლა ძირითადში ვიხილოთ.

საბა ლობჟანიძე - "ჰათაისპორის" ნახევარმცველს ბოსნიასთან დაპირისპირება არ გამოუვიდა, თუმცა ის ჩვენი ნაკრებისთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ რჩება, რომელიც მოედანზე ბევრ სამუშაოს ეწევა და მთავარი მწვრთნელის ტაქტიკურ სქემას ალღოს მშენივრად უღებს.

გურამ გიორბელიძე - წინა შეხვედრის თერთმეტეულის განხილვისას დავწერეთ, რომ მარცხნივ გიორბელიძე უკონკურენტო იყო და ამ პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილის გამოცდა ვივარაუდეთ. ეს ასეც მოხდა, მაგრამ "წიტამ" თავი ვერ გამოიჩინა. ახლა ისევ გიორბელიძეს ველით, რომელსაც ოფიციალური მატჩებისთვის ირაკლი აზაროვთან კონკურენცია მოუწევს.

ნიკა კვეკვესკირი - "ლეხის" შუახაზელი ჩვენს გუნდში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელიც საქართველოს ნაკრების თამაშის ტემპს განსაზღვრავს. თითქმის გამოვრიცხავთ, ის როტაციაში მოხვდეს და სასტარტოში ვერ ვიხილოთ.

ვაკო გვილია - "რაკუვის" მოთამაშე გასულ შეხვედრაში მშვენივრად ჩაერთო. ამ ეტაპზე მაინც ისე იკვეთება, რომ სამომავლოდ სანიოლი მინდვრის ცენტრში კვეკვესკირი-გვილიას წყვილს დაეყრდნობა.

ვაკო ყაზაიშვილი - სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ შორი გზის გამოვლის გამო პირველი სანაკრებო მატჩისთვის ყაზაიშვილი ძალების სრულად აღდგენას ვერ ახერხებს. ეს რამდენჯერმე გამოჩნდა, თუნდაც ბათუმში კოსოვოსთან (0:1) წაგებულ მატჩში. "ულსანის" შემტევს ალბანეთში პირველივე წუთებიდან ველით.

ხვიჩა კვარაცხელია - "კვარასთან" და მის გარეშე საქართველოს ნაკრები რომ ბევრად სხვადასხვა გუნდია, ამის შესახებ ისედაც ვიცით და ამ მიმართულებით, დამატებითი ექსპერიმენტები საჭირო არაა. ახლა ხვიჩამ უნდა ითამაშოს, თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინოს და მის ირგვლივ არსებული მითქმა-მოთქმა საბოლოოდ უკან მოიტოვოს.

დავით ვოლკოვი - ბუდუ ზივზივაძე ბოსნიაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მატჩის ბოლოს მას დაღლილობაც დაეტყო. ვვარაუდობთ, რომ ახლა თავის გამოჩენის შანსი კვლავ დავით ვოლკოვს მიეცემა, რომელსაც წინა დაპირისპირებაში ერთი წამითაც არ უასპარეზია.

• გოგა

დაცვის ხაზში დიდ ცვლილებებს არ ველოდები და არც ტაქტიკაში, 2 ან 3 ფეხბურთელი შეიძლება შეცვალოს, წინა თამაშისგან.. ჩვენი ნაკრებისთვის არ არსებობს ამხანაგური თამაში,ყველას გულისიღრმეში არ უნდა წაგება და მითუმეტეს მწვრთნელს

• ბაბუაწვერა

პიროვნულად არაფერი მაქ საწინააღმდეგო კობახიძის,მარა ვერ არი ის მცველი რომელსაც ნაკრების დაცვა უნდა ვანდოთ.მე მაგალითად ხვადაგიანი მირჩევნია,ბერიაშვილი მოვსინჯოთ...ამათ გინდაც ახლა შეცდომა დაუშვან სჯობია ვიდრე კობახიძე და კვირკველია დავაყენოთ რომლებიც(კვირკველიას კიდევ აქვს რაღაც შანსი) ვეღარ განვითარდებიან და რა დონეც არიან ეს უკვე ვიცით და ვერ აკმაყოფილებენ ნაკრების დონეს.

• aiboliti

ჩემის-აზრით-მამარდაშვილი-არ-არის-სანაკრებო-მეკარე,აი-ნახავთ-რა-ტუფტა-გოლებს-გაუშვებს_ერთ-გოლს-კი-არა-გოლებს-და-რა-"ნაკრებიც"-გვყავს-ალბანეთში-გამოჩნდება,ჩემი-ვარაუდია-4;1-ალბანეთის-სასარგებლოდ.ალბანელები-დაგვანახებენ-რომ-სანიოლი-მცვრთნელი-არ-არის-და-რომ-მის-ჩამომყვანი-სამი-მუშკეტერი(კობიაშვილი,მუჯირი,იაშვილი)-უბრალოდ-კრე*ინები-არიან..

• tngh

წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!! ყველა დონეზე...

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია