ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა" ორწლიანი პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა კომპანია "რენოსთან"
სააგენტო AP-ის ცნობით, ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა" ორწლიანი პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა კომპანია "რენოსთან". ასე რომ, მომავალი სეზონიდან ამ გუნდის ბოლიდები ფრანგული ძრავებით აღიჭურვებიან, კერძოდ, Renault V8-ით, რომელსაც ამ სეზონში ჩემპიონი "რედ ბული" იყენებს. წელს "უილიამსი" "კოსუორტის" ძრავებით მოძრაობს.

ეს არ გახლავთ სერ ფრენკ უილიამსის გუნდისა და "რენოს" თანამშრომლობის პირველი პრაქტიკა. 1989 წლიდან 1997 წლის ჩათვლით "უილიამსმა" ფრანგული კომპანიის ძრავებით ცხრა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. დღეს სწორედ ამ პერიოდს გავიხსენებთ.

თანამშრომლობის პირველი წელი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. ჩაგდებული 1988 წლის შემდეგ გუნდმა დაკარგული პოზიციების დაბრუნება დაიწყო. ახალმა ძრავებმა "უილიამსს" ათი პოდიუმი და ტიერი ბუტსენის ორი გამარჯვება მოუტანა. ამან ბრიტანელებს კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილი და ოპტიმისტური მომავალი მოუტანა.

მომდევნო სეზონი ნაკლებად წარმატებული გამოვიდა. გუნდის პილოტებმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ პოდიუმების რაოდენობამ იკლო. ამის გამო საერთო გუნდურ ჩათვლაში "უილიამსმა" მეოთხე ადგილი დაიკავა. პირად ჩათვლაში ბუტსენი და რიკარდო პატრეზე მხოლოდ მეექვსე და მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩდნენ.

1991 წლიდან იწყება გუნდის უსწრაფესი პროგრესი. ბრიტანელთა რიგებში "ფერარიდან" ნაიჯერ მენსელი დაბრუნდა, მთავარი კონსტრუქტორის თანამდებობა ჩაიბარა ედრიან ნიუიმ (დღეს "რედ ბულის" ტექნიკური დირექტორი), ხოლო "რენოს" ძრავები კიდევ უფრო მძლავრი და საიმედო გახდა. ამ ყველაფერმა "უილიამსი" კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილზე დააბრუნა, მენსელმა კი სეზონში ხუთი რბოლა მოიგო.

1992 - ბრიტანული გუნდის ულაპარაკო ტრიუმფის წელი. ეს იყო მისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სეზონი, რომელშიც ყველა ჩათვლა კონკურენტებზე უდიდესი უპირატესობით იქნა მოგებული.

ჩემპიონი ნაიჯელ მენსელი გახდა, "უილიამსმა" კი ბრიტანელი პილოტისა და პატრეზეს წყალობით ჩემპიონატის მსვლელობისას ხუთი რეკორდი დაამყარა: ტიტული სეზონის დასრულებამდე 5 რბოლით ადრე გაინაღდა, ჩემპიონმა 108 ქულა დააგროვა, გუნდმა 14 პოული მოიპოვა, ცხრა ეტაპი მოიგო და რვა საუკეთესო წრე დააფიქსირა.

ეს უპირატესობა მომდევნო სეზონშიც შენარჩუნდა - ედრიან ნიუის ქმნილება ისევ ყველაზე სწრაფი და საიმედო იყო და სხვა გუნდები ამას ვერაფერს უხერხებდნენ. სამაგიეროდ, შეიცვალა ავტომრბოლთა შემადგენლობა: პირველი პილოტის ადგილი ალენ პროსტმა დაიკავა, რომელმაც იოლად მოიგო თავისი მეოთხე ტიტული. მეორე პილოტი იყო დეიმონ ჰილი.

1994 წლის სეზონი ყველაზე რთული და ტრაგიკული აღმოჩნდა გუნდის ისტორიაში. პროსტმა კარიერა დაასრულა და მისი ადგილი აირტონ სენამ დაიკავა. იმოლაში უქმეებმა ბრიტანულ საჯინიბოსა და მთლიანად ფორმულა 1-ს ლეგენდარული პილოტი წაართვა. ამის შემდეგ საჩემპიონო რბოლაში ჩართვა მოახერხა დეიმონ ჰილმა, მაგრამ ადელაიდაში მიხაელ შუმახერის საფირმო ილეთმა "უილიამსის" პილოტს პირადი ჩათვლის მოგების საშუალება არ მისცა. სამაგიეროდ, მოიგო კონსტრუქტორთა თასი. ეს ჩავარდნად არ მიიჩნეოდა, რადგან ფრენკ უილიამსი გუნდურ პირველობამ ყოველთვის უფრო მაღლა აყენებდა.

შემდეგმა წელმა შუმახერის დომინირების ფონზე ჩაიარა, რომელმაც დამაჯერებლად მოიპოვა მეორე ტიტული. მაქსიმუმი, რასაც ბრიტანელებმა მიაღწიეს, ყველა ჩათვლაში მეორე ადგილი იყო. ოდნავ შეამსუბუქა წაგებული სეზონით გამოწვეული იმედგაცრუება ხუთი ეტაპის მოგებამ.

1996 წლის სეზონში "უილიამსს" ისევ არ ჰყავდა ბადალი. დეიმონ ჰილმა საჩემპიონო ბოლიდი მიიღო და სეზონი ტიტულით დაასრულა. მას სხვა გუნდებში კონკურენტი არ ჰყოლია - ერთადერთი ხელისშემშლელი იყო მისი თანაგუნდელი, აბსოლუტური დებიუტანტი ჟაკ ვილნევი, რომელიც ბოლო ეტაპამდე ებრძოდა ბრიტანელს. გუნდური ჩათვლაში სერ ფრენკის გუნდმა "ფერარიზე" ორჯერ მეტი ქულა მოიპოვა.

"რენოსა" და "უილიამსის" თანამშრომლობის ბოლო წელი პირად ჩათვლაში საჩემპიონო ტიტულისთვის ბრწყინვალე ბრძოლით აღინიშნა. ფრენკ უილიამსი სეზონის წინ გამოეთხოვა მოქმედ ჩემპიონს და პირველ ნომრად ჟაკ ვილნევი გამოაცხადა. კანადელმა არ დააღალატა გუნდი და შუმახერს ბოლო ეტაპამდე ებრძოდა ჩემპიონობისთვის. ხერესში უქმეები სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. აქ მიხაელს არ გამოუვიდა სამი წლის წინანდელი ტრიუკი. ვილნევმა მესამე ნომრად მიაღწია ფინიშამდე, ხოლო მისმა გუნდმა საჩემპიონო დუბლი შეასრულა.

ამის შემდეგ "რენოსა" და "უილიამსის" გზები გაიყანა, არადა, მათი თანამშრომლობა ორივესთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ამ ცხრა წლის განმავლობაში მოიგეს ხუთი კონსტრუქტორთა თასი და ოთხი პირადი ჩათვლა, გაიმარჯვეს 63 ეტაპზე, მოიპოვეს 141 პოდიუმი.

საინტერესოა, რას მოუტანს "უილიამსს" ურთიერთობის განახლება. ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, თუმცა იმის თქმა შეიძლება, რომ ბრიტანული საჯინიბო აუცილებლად გახდება ანგარიშგასაწევი ძალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაკლი
ყველაფერი კარგია, მარგამ 1994 წლის იმოლას გაგონება... Ayrton Senna ფორმულა 1–ის უდიდესი დანაკარგია...
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა