დღეს, 29 მარტს (20:00 საათზე), ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ტირანაში ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.

"გრანადას" ფორვარდ მირტო უზუნის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გამათანაბრებელი გოლის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ ალბანელებმა ესპანეთის ნაკრებთან (1:2) წააგეს. ამასობაში ქართველებმა წარმატებული სერია გააგრძელეს და ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიმარჯვეს. მანამდე ვილი სანიოლის გუნდს 5 მარცხი ჰქონდა. ასე რომ, პროგრესი სახეზეა.

საქართველოს ნაკრებმა ალბანელები 13 შეხვედრაში 7-ჯერ დაამარცხა (3 ფრე და ამდენივე მარცხი). ბოლოს ეს გუნდები 2015 წელს შეხვდნენ და ის ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. რაც შეეხება ოფიციალურ დაპირისპირებას, უკანასკნელად ის 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში იყო...

"ლაციოს" მეკარე ტომას სტრაკოშა სასტარტოში მოხვედრას ცდილობს. ამისთვის მას სერიოზული კონკურენტი ჰყავს - "ტორინოს" კარის დარაჯი ეტრიტ ბერიშა. თურქული "ქონიასპორის" ფორვარდ სოკოლ ჩიკალეშს 1 გოლი აკლია, რათა ალბანეთის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდეს. კარგ ფორმაშია "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი შემტევი არმანდო ბროია, რომელსაც მიმდინარე სეზონში "საუთჰემპტონის" მაისურით 6 გოლი აქვს.

საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. მოსალოდნელია, რომ სასტარტოში "ულსან ჰიუნდაის" შემტევ ვაკო ყაზაიშვილს ვიხილავთ.

საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, 3-4-3 ტაქტიკით ითამაშებს:

გიორგი მამარდაშვილი; ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი; საბა ლობჟანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, გურამ გიორბელიძე; ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ბერიძე, ბუდუ ზივზივაძე.

სანიოლის გუნდი ახლა მშვენიერ ფორმაშია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათ ალბანელები გოლს მაინც გაუტანენ. შესაბამისად, სავარაუდო ანგარიშია 2:1 - "ჯავაროსნების" სასარგებლოდ.

მომზადებულია sportskeeda-ს მიხედვით

ზურა
კომუნისტები,რომ ასაიდუმლოებდნენ ყველაფერს ეგრე იქცევიან ესენიც. თქვით რა ხდება,თუ არადა ასაიდუმლოეთ და თავში ქვაც გიხლიათ.ნაკრებში არ ათამაშოდ ტრავმა არ მიიღოს,რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშოს,სკაუტები ჩამოდიან იტალიიდან.
კაპიტან გარდენბურგი
ამათმა ვერ გაიგეს,რომ ეს გასაიდუმლოებული სიტუაცია ხან კვარაცხელიას ირგვლივ, ხან ჩაკვეტაძის და ასე.შ არის მარაზმი. და ხასიათს უ#უჭებს გუნდსაც და გულშემატკივრებსაც და საერთოდ ძალიან ბეგატიურად მოქმედებს ყველაფერზე. გამოდი და ახსენი რა რეალურად რა ხდება, ვინ ნაწყენია, ვინ ტრავმიანია, ვინ გასაგდებია და ასე.შ
ოთარ
გიორგი მამარდაშვილი; ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვერკველია,წიტაიშვილი , ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, გურამ გიორბელიძე; ვაკო ყაზაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე,ვოლკოვი
აბა რა - ს
განხნევებას და გულშემატკივრობას ვაპირებ მე პირადად, ასეთი თუ ისეთ ფეხბურთის თამაშს აპირებენ მწვრთნელი და ფეხბურთელები. საქართველოს ნაკრებია და უპირობოდ ვუგულშემატკივრებ ყველანაირ შემთხვევაში, ვიცი რო თვალისმომჭრელი სანახაობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ თუნდაც წინა თამაშის მსგავსად ითამაშონ და მოიგონ ყველა თამაში ვაააფშე არ ვარ წინააღმდეგი
კახა ქ.
როდის უნდა დავანებოთ თავი პასპორტში ყურებას.პიროვნება თამაშობს და არა პასპორტი.ეს ისე ცნობისთვის
ვენდი
ფაქტიურად გავიგეთ რა ფორმაშიცაა ნაკრები და ვინ უნდა ითამაშოს ივნისში,დღევანდელი თამაში ყაზაიშვილისთვის ტარდება,ზემოდანაა დარეკილი. კაცი რომელ ქვეყანაში თამაშობს,ხომ არ გავიწყდებათ?
ზურა
ხვიჩას გარეშე ალბანელების საჯარიმოში ვინ შევა? აბა წავა უკან პასები და საკუთარ საჯარიმოში ერთმანეთზე ბურთის მიჩეჩება... გუნდს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა,კვარაცხელიას ფეხი ეტყობა!
სოსო
ალბანეთს რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს,მაგრამ მთლიანობაში დაახლოებით ჩვენი კლასის,შეიძლება ცოტა უფრო ძლიერი ნაკრებია ნაკრებია. რეიტინგში ჩვენზე მაღლაა,(65)არაა?ჩვენ 86 ადგილზე ვართ და ბოსნია 60 ადგილზე უნდა იყოს,როგორც მახსოვს.აქ მნიშვნელობა ექნება,ვინ როგორ გამოიყენებს,თავის კოზირებს.ჩვენ ჯოკერი დავკარგეთ და თუნდაც არაფერი გამოგვივიდეს,საგანგაშო არაფერი იქნება,მთავარი ხომ ზაფხულის თამაშებისათვის მომზადებაა.ამის გარეშეც შენზე მაღლა მდგომი გუნდების წინააღმდეგ,თანაც სტუმრად, ორიდან ერთ თამაშში გამარჯვებაც ცუდ შედეგად რატომ უნდა ჩაითვალოს,ვერ გამიგია.მთავარია ბიჭებმა წნეხის გარეშე ითამაშონ და რაც შეუძლიათ გამოავლინონ,დანარჩენი კი,ბედის საკითხია.მაინც ვფიქრობ,რომ ბურთის დაჭერას და მაღლა ატანას ვეცდებით.თუ შეტევების თუ კონტრშეტევების კარგად ორგანიზება მოვახერხეთ,არა მგონია მეტოქის დაცვა გაუვალი,ან უშეცდომო იყოს.წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ყველა ნაკრებს,დღეს ხომ ჩვენი 4 ნაკრები თამაშობს.
რონი
ვოლკოვს მისცენ ნორმალური შანსი ბუდუ უკვე ვნახეთ დიდი არაფერია ის გოლიც მეკარემ ჭამა მაგან კიარ შეასრულა. ამ ყაზაიშვილ ოქრიაშვილების დრო რომ წავიდა უპორით გამოვაცხადოთ რომ გაიგონ მავანებმა???? კაცს ფეხბურთის თამაში რომ სდომოდა ევროპაში დარჩებოდა ფულის საკეთებლად კორეაში კიარ წავიდოდა?! ბერიძესაც მისცენ შანსი იმსახურებს ეგ ბიჭი მეტ ნდობას.... კვარას კიტეს და ჩაკვეს გარეშე ნაკრების წარმატების ნაკლებად მჯერავს ალბათ ისევ გამართლების იმედზე უნდა ვიყოთ ეხლაც და მოგვიწევს სვარკის ყურება. იმედია ვცდები და კარგ თამაშით და მოგებით დავტკბებით
შოკირებული გულშემატკივარი
ხვიჩას გარეშ შანსები ძაან ნაკლებია
irakli
მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, კვირკველია, გიორბელიძე, კვეკვესკირი, გვილია, დავითაშვილი, ლობჟანიძე, ყაზაიშვილი, ზივზივაძე
ნუკრი
ყაზაიშვილი რომ ეთამაშებინათ ხვიჩას ტრავმა მოუგონეს.ხიზანას მოფიქრებული იქნება ეს ყველაფერი.
ქართველი
ბროია უმაღლესი კლასისაა, ზოგადად ჩელსის აკადემია ძალიან ძლიერი ყავს, წარმატებები ჩვენს ნაკრებს
აბა რა
წინა თამაში დაგავიწყდა? ისეთი ფეხბურთით აპირებ თამაშს?
რრრ
რა მოგება ტო, დიდი ანგარიშით არ წავაგოთ იმაზე იფიქრეთ, რა მაარდა მეცოდება მეორე თამაში და კიდე დიდი ანგარიში, უმძიმესი დარტყმა იქნება მისთვის.
კაშიაზე არ გეთანხმები
კაშიაზე არ გეთანხმები, ამიტომ დისლაიქი. ყაზაიშვილი ოქრიაშვილზე მართალი ხარ. დიდი ხანია ვარჯიში და ფეხბურთი მაგათი პრიორიტეტი აღარ არის.
llcl
ამ ყაზაიშვილებს, კაშიებს, ოქრიაშვილებს და კიდევ ბევრ ასაკში შესულ "პერსპექტიულებს" ხომ ვერ ველევით რა
ჩეტო
უნდა მოვიგოთ, პრაგმატული და დალაგებული ფეხბურთით; ყველამ უნდა შეასრულოს თავის როლი და დავალება ძირითადმაც და სათადარიგომაც და შედეგი მოვა - ხვიჩა ცხადია უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა გუნდისთვის, მაგრამ ხვიჩას გარეშეც მაგრები ვართ და უნდა ვაჩვენოთ ყველას რო საქართველო არის ძალა!!!
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია