სერბმა კალათბურთელმა მილოშ ტეოდოშიჩმა "ოლიმპიაკოსი" დატოვა, მისი მომავალი კლუბის სახელს კი, სავარაუდოდ, ევრობასკეტის შემდეგ შევიტყობთ
გრძელდება მილოშ ტეოდოშიჩის სატრანსფერო ეპოპეა. მისმა ამჟამინდელმა კლუბმა "ოლიმპიაკოსმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ აპირებს გაიმეოროს იმ კონტრაქტის პირობები, რომელიც სერბს მოსკოვის ცსკა-მ შესთავაზა.

ამის შემდეგ ბერძნულმა პრესამ გამოაცხადა, რომ ტეოდოშიჩი მოსკოვში გაფრინდა არმიელებთან კონტრაქტის გასაფორმებლად, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ სერბეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო და ტეოდოშიჩს ტრანსფერისთვის არ სცალია.

მოკლედ, ჯერჯერობით ისაა ცნობილი, რომ მილოშმა დატოვა "ოლიმპიაკოსი", მისი მომავალი კლუბის სახელს კი, სავარაუდოდ, ევრობასკეტის შემდეგ შევიტყობთ.

როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, მადრიდის "რეალმა" ექვსწლიანი კონტრაქტი (წლიური ხელფასი - 3 მილიონი ევრო) შესთავაზა "დალასის" კალათბურთელ რუდი ფერნანდესს. მაგრამ მეორე დღეს ესპანელმა უარი თქვა "სამეფო კლუბის" შეთავაზებაზე. ბედმა გამიღიმა და საჩემპიონო გუნდში მოვხვდი, სამშობლოში დაბრუნებას კი ყოველთვის მოვასწრებო, - აცხადებს ფერნანდესი.

"რეალმა" რუდი ვერ გადაიბირა, სამაგიეროდ, ახალი კონტრაქტი გაუფორმა ფორვარდ ნოვიცა ველიჩკოვიჩს, რომლის გადაბირებით ბერძნული "პანათინაიკოსი" იყო დაინტერესებული.

ეს კალათბურთელი შარშან ევროლიგაში 3.4 ქულასა და 2.8 მოხსნას აგროვებდა.

ძალიან აქტიურია სატრანსფერო ბაზარზე "მილანი", რომელსაც ცოტა ხნის წინ სათავეში ჩაუდგა ესპანეთის ნაკრების დამრიგებელი სერჯო სკარიოლო.

მას შემდეგ, რაც იტალიურმა კლუბმა ვერ შეძლო ლიტველების - დარიუშ ლავრინოვიჩისა და შარუნას იასიკიავიჩუსის დამატება, მილანელებმა მიზანში ამოიღეს ცენტრი ბონიფაცი ნდონგი, რომელმაც ახლახანს დატოვა "ბარსელონა".

მთავარი ამბავი კი, რომელიც "მილანს" უკავშირდება, "გაძეტა დელო სპორტმა" გამოაქვეყნა - სკარიოლოს გუნდი კონტრაქტს სთავაზობს "ნიუ ორლეან ჰორნეტსის" წევრ კაილ ლენდრის. თუ მილანელებს ტრანსფერი გამოუვიდათ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება ევროპულ ბაზარზე.

გარკვეული პრობლემები აქვს ევრობასკეტის წინ საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციას. ეს ორგანიზაცია ფულს ეძებს იმისთვის, რომ დაფაროს ტონი პარკერისა და NBA-ში მოთამაშე სხვა ვარსკვლავების დაზღვების დანახარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ევროპის ჩემპიონატში.

ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჟან-პიერ სიუტის თქმით, პოტენციურ სპონსორებად განიხილებიან სახელმწიფო და კერძო კომპანიები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს