ალბანეთი-საქართველოს (0:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი მამარდაშვილი (7.0) - "ვალენსიას" მეკარე ძალიან დამაჯერებელი იყო და ეს ყოველ ეპიზოდში ჩანდა. გიორგი საჰაერო ბურთებზე დომინირებდა, ერთხელ კი რთული დარტყმული მოიგერია - მიწიდან ასხლეტილი ბურთი კარში არ შეუშვა. "მამარდაზე" "ლა ლიგის" დონე უკვე მნიშვნელოვნად აისახა.

საბა კვირკველია (6.5) - ამ შეხვედრის რიგ ეპიზოდებში ძველი კვირკველია გაგვახსენდა - თავდაჯერებული თამაშით, ორთაბრძოლებში გამარჯვებით, შეტევების წამოწყებით... საბას ახლა სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს და მე-2 ტაიმში ეს მის თამაშზე მაინც აისახა, დაღლილობა დაეტყო და შეცდომა დაუშვა, რის გამოც ვილი სანიოლმა მისი შეცვლა გადაწყვიტა.

გურამ კაშია (6.5) - საქართველოს ნაკრების კაპიტანს ერთი სერიოზული ჩავარდნა ამ შეხვედრაშიც ჰქონდა, თუმცა მის გარეშე ჩვენი გუნდის წარმოდგენა შეუძლებელია.

ლაშა დვალი (6.5) - როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი ხელოვნური თამაშგარის შექმნაზე სერიოზულად მუშაობს. ბოსნიაში ეს ნაკლებად გამოგვივიდა, ალბანეთში კი თავი მშვენივრად გავართვით. ამ კომპონენტში ლაშა დვალი გამორჩეული იყო. სხვა მხრივ, ერთხელ სერიოზულ უსიამოვნებას გადაგვარჩინა. ლაშას კლუბში სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა "ერთა ლიგას" უკეთეს ფორმაში შეხვდეს.

გრიგოლ ჩაბრაძე (6.0) - პირველ ნახევარში კარგად ვერ გამოიყურებოდა, შემდეგ კი დაცვით ფაზაში ბევრი სამუშაო გასწია. ერთხელ მის წინააღმდეგ მასპინძლების კარში პენალტი უნდა დაენიშნათ.

გრიგოლი მაინც მცველია და არსებულ ტაქტიკაში მთელი ფლანგის კონტროლი უჭირს.

გიორგი წიტაიშვილი (6.0) - ამჟამად უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელი ახალ ამპლუაში გამოიცადა. გიორგი დაცვით ფაზაში შეცდომებს უშვებდა, თუმცა წინ ზონებს კარგად ხსნიდა და შეტევის განვითარების ვარიანტებს ქმნიდა.

როცა ამ პოზიციაზე თამაშობ და თანაც, წინა ხაზზე ტანმაღალი ფორვარდია, საჯარიმოში მეტი ჩაწოდებაა საჭირო, თუმცა, არ ვიცით, მწვრთნელის დავალება როგორი იყო.

ნიკა კვეკვესკირი (5.5) - ის საქართველოს ნაკრებში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მოწინააღმდეგის ნახევარზე მისი ძალისხმევით გადავდივართ. ნიკამ რამდენიმე კარგი პასი გააკეთა, თუმცა ისე ჩანდა, რომ ზედიზედ მეორე შეხვედრის თანაბარ დონეზე ჩატარება გაუჭირდა. ერთხელ საკუთარ კართან მოწინააღმდეგის შემტევმა დაჩაგრა, თუმცა გოლს გადავურჩით.

გიორგი აბურჯანია (6.0) - გიორგის კლუბში ცოტა დრო ეძლევა და ეს მის თამაშზე გავლენას ახდენს.

სანაკრებო შეხვედრებში ის სრულად დაიტვირთა. რაც თვალში საცემი იყო, "აბუ" პრესინგისა და ორთაბრძოლების კუთხით გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე აქამდე გვინახავს. თუმცა ნახევარდაცვასა და შეტევას შორის საკმარისი კომუნიკაციები არ გვაქვს და ეს ახლა ყველაზე აქტუალური პრობლემაა.

ზურიკო დავითაშვილი (6.5) - ჯერ კიდევ "არსენალის" ფეხბურთელმა ნახევარდაცვაში უამრავი სამუშაო გასწია - დაუღალავად იბრძოდა, არაფერს მორიდებია, ენერგია დახარჯა, თუმცა შეტევაში ამან ეფექტურობა მოაკლო. თუკი წინა შეხვედრებში ზურიკოს გოლები და საგოლე პასი ვნახეთ, ბოლო ორ მატჩში სხვა დავალებებს ასრულებდა.

ვაკო ყაზაიშვილი (6.5) - "ულსანის" შემტევს შეტევების გამწვავება უნდა შევუქოთ. თუკი შეტევაში რაიმე შევქმენით, სწორედ ვაკოს დამსახურება იყო.

რა თქმა უნდა, პერიოდული აფეთქებები საკმარისი არაა და ყაზაიშვილისგან მეტ გუნდურ მუშაობასა და სტაბილურობას ველით.

დავით ვოლკოვი (5.5) - "ზირას" ფორვარდთან ბურთი ხშირად არ მიდიოდა, თუმცა, როცა ამის შესაძლებლობა იყო, ტანმაღალ მცველებთან ორთაბრძოლები უჭირდა.

მამუკა კობახიძე (6.5) - ბათუმის "დინამოს" მცველი შეხვედრაში იდეალურად ჩაერთო - საჰაერო ორთაბრძოლებს იგებდა და არაერთი ხიფათი აგვარიდა.

ვაკო გვილია (5.5) - წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ნახევარმცველი მოედანზე ეფექტურად შევიდა. მატჩის დასკვნითი ნახევარი, ფაქტობრივად, ბურთისა და შეტევის გარეშე ვიყავით.

ანზორ მექვაბიშვილი (5.5) - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელს მონდომება არ აკლია და სადებიუტო მატჩების მიუხედავად, თამამი იყო.

საბა ლობჟანიძე (5.5) - "ჰათაისპორის" ნახევარმცველს კარგი სანაკრებო პაუზა არ გამოუვიდა, თუმცა ის სხვადასხვა, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ პოზიციებზე მოისინჯა. ამჟამად საბას დრო ცენტრფორვარდად მიეცა, თუმცა მასთან ბურთის მიტანა ჭირდა.

ბუდუ ზივზივაძე, ლადო მამუჩაშვილი - თავის გამოსაჩენად ცოტა დრო ჰქონდათ.

ვილი სანიოლი (6.5) - ფრანგი მთავარი მწვრთნელი გარკვეულ მიზნებს წარმატებით ასრულებს - როტაციას მიმართა, საკადრო რესურსი გაზარდა, ამავდროულად კი, მისმა ნაკრებმა მოახერხა, რომ ორივე შეხვედრაში კარი "მშრალად" შეენახა და "ერთა ლიგაზე" სტუმრად თამაშისთვის გარკვეული უნარები გამოიმუშავა.

რაც აუცილებლად გასაკეთებელია, შეტევაში თამაშის გზები მეტად უნდა ვეძებოთ - მეორე ტაიმში ეს, ფაქტობრივად, ვერ მოვახერხეთ. ამის გარეშე წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება.

ნუკრი
ერთ მოთამაშეზე ფლანგის კონტროლის ჩაბარება არასწორი მგონია ამიტომ ჩემი აზრით მარჯვნივ ჩაბრაძე(კაკაბაძე)-წიტაიშვილი(ლობჟანიძე),მარცხნივ აზაროვი(გიორბელიძე)-კვარაცხელია(ჩაკვეტაძე),ცენტრფორვარდი ზივზივაძე(ვოლკოვი,მიქაუტაძე,ქვილითაია)
ულისე
გუნდში მთავარი პრობლემა ნახევარდაცვის ცენტრია, ფლეიმეიკერის არ ყოფნა იგრძნობა,აშკარად ჩანს, რომ დაცვიდან შეტევაში გადასვლა ვერ ხერხდება.იმედია კიტეიშვილი ჩადგება ფორმაში, თორე ძალიან გაგვიჭირდება. დავითაშვილის ცენტრში ჩაწევაც შეიძლება, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ბოქს თუ ბოქს ნახევარმცველად, იგივე 8 ნომრად შეიძლება დაყენება.
მწვრთვნელი
რო ჩაამწკრივე 4 ცენტრალური მცველი ერთად ფლანგებს ვინ უნდა უყარაულოს დაცვაში ან შეტევაში ვინ უნდა დაეხმაროს ფლანგიდან, კვირკველია და ხოჭოლავა ჩაირბენენ ალბათ ხომ!? სანიოლის სისტემაა 3-5-3 და მოარგე ამას მოთამაშეები!
las
---------- 1 მამარდაშვილი ------------ 2 კაკაბაძე 3 კაშია 4 კვირკველია 5 ხოჭოლავა -------6 კიტეიშვილი 7 კვეკვესკირი --------- ----------- 10 ჩაკვეტაძე ----------- 8 წიტაიშვილი --------- 9 კვარაცხელია ------------- 11 ზივზივაძე ------------ მე ასე ვხედავ
ჯონი
მამუკა კობახიძე ძირითადში უნდა იყოს გურამ კაშიას გვერდით
მწვრთვნელი
ფლანგებიდან შეტევაა დასახვეწი! მარცხნივ გვყავს ძირითადში კვარაცხელია მარჯვნივ ლობჟანიძე! მათი არ ყოფნის შემთხვევაში ვინ მოიაზრება შემცვლელად, რომ შემოქმედითი თამაში აჩვენოს! ჩემი აზრით ასეთი მოთამაშეები ბევრი არ გვყავს, მაგრამ გვყავს წიტაიშვილი,შენგელია,ოქრიაშვილი,ბერიძე. ეროვნული ლიგიდანაც შეიძლება ერთი ორი მოთამაშის მოძებნა და გამოცდა (გაფრინდაშვილი ხომ შეამჩნია სანიოლმა). თანამედროვე ფეხბურთში მოძრავი ფლანგები თუ არ გაქვს ძნელია წარმატებას მიაღწიო!
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია