ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის, მაკა სიმონიშვილის ჩვენებით, ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილი სახლიდან ხალათითა და ჩუსტებით გააგდო.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას სიმონიშვილმა აღნიშნა, ყოფილი სიძე მის შვილს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა, დამამცირებლად ექცეოდა, ამასთან, ბასილაშვილს დოროყაშვილის მიმართ უხეში, არაკორექტული მიმართვები ჰქონდა.

მაკა სიმონიშვილმა ის ინციდენტები გაიხსენა, რომლებსაც თავად შესწრებია. მოწმის თქმით, თუ მისი ყოფილი სიძე ცუდ ხასიათზე იყო, ცოლს საბანკო ბარათებს უბლოკავდა, ხასიათის გამოსწორების შემდეგ კი ბლოკს ხსნიდა.

"ნიკოლოზი, როგორც შვილი, ისე მივიღეთ. ჩემი ქალიშვილი მუდმივად დაჰყვებოდა, სრულად მასზე იყო გადართული, ჩვენც მისი გულშემატკივრები ვიყავით. ლუკასის დაბადების შემდეგ ჩემი ქალიშვილი ნიკოლოზის ტურნირებზე ისეთი სიხშირით ვერ დადიოდა.

გავიხსენებ რამდენიმე ინციდენტს, რომლებსაც შევესწარი. მაშინ ჩემი ქალიშვილი და ნიკოლოზი აღმაშენებელზე ცხოვრობდნენ. ჩვენთან, ფალიაშვილზე მოვიდა ნიკოლოზი, ძალიან გაბრაზებული, აგრესიული, ჩემს ქალიშვილზე ამბობდა, რომ უზრდელი იყო და ესწავლა, ვის როგორ ესაუბროს. ვიკითხე, რა ხდებოდა, შემეშინდა. განაგრძო ჩემი ქალიშვილის მისამართით ლანძღვა. დავაპირე ნელისთან დარეკვა. მკითხა, სად ვრეკავდი, ამაზე უარესი აგრესია დაემართა, დაიწყო ყვირილი, მე ნელით არ შემოვიფარგლები, ნელიმდეც მყავდა თაყვანისმცემლები, უფრო მეტიც, შეყვარებული მყავსო...

ნიკოლოზს ჰქონდა სავარჯიშო ტური, სტამბოლში უნდა წასულიყვნენ, ბავშვიც მიჰყავდა. მთხოვეს, იქნებ წავყოლოდი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და გავემგზავრე მათთან ერთად. რამდენიმე დღეში ნიკოლოზის მშობლებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ ისინი ცალკე სასტუმროში იყვნენ. ნელი მოლში საყიდლებზე იყო, პიჯაკი მოიზომა და ნიკოლოზს ჰკითხა, უხდებოდა თუ არა, რა დროსაც ნიკოლოზმა იმხელა ხმაზე დაიღრიალა, გამოეთრიეო, ყველა ჩვენ გვიყურებდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მან კიდევ რამდენიმე ინციდენტი გაიხსენა.

"ნელიმ ნიკოლოზს უთხრა, შენ რომ ტურნირზე წახვალ, კურსებს გავივლი და პროფესიულად განვვითარდებიო. ამას ნიკოლოზის მხრიდან დამცინავი ღიმილი მოჰყვა - მომინდომა ბიზნესვუმენობა, ბავშვს მიხედეო და ა.შ. ეს რაც შეეხება სტამბოლში ყოფნას და იქ გადამხდარ ინციდენტებს...

ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. გამიკვირდა, თავისი მანქანით რატომ არ იყო. პიჟამით და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან. რა ფორმაში ხარ-მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო. იქ, სახლში, ნიკოლოზი და ნელი იყვნენ. მოვიდა მისი მამაო, მივესალმე და პასუხიც არ გამცაო, არც დამმშვიდობებია და გამიკვირდაო. ნიკოლოზისთვის უკითხავს, რატომ მოიქცა ასეო, რასაც ნიკოლოზის მხრიდან მოჰყოლია ასეთი რეაქცია, მამაჩემს და დედაჩემს როცა უნდათ, მაშინ დაგელაპარაკებიანო, ნელისთვის მკლავში ხელი მოუკიდია და გარეთ გაუგდია. იქიდან მოვიდა ჩემთან“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

იხილეთ გაგრძელება

ამაშია საქმე
ნიკამ პირველი შეცდომა ცოტა ქაჩობაც მაშინ ჩაიდინა როცა სილამაზის გამო მოდელი მოიყვანა ხოლო მეორე ყველას გასარჩევად არ უნდა მიეყვანა ოჯახური საქმე.
კობა
კარგით რა!?...გეყოთ ამგვარი მასალების ბეჭდვა!...
ს
ეეჰ ნიკა!ამათ შეხვედრას,ტრიპერი შეგხვედროდა,არ გერჩია?აქამდე, ცხრაჯერ მოიშორებდი!
sormona
ვაი იმ სასამართლოს რომელიც ამ ბოდვას დაიჯერებს, ფაქტები სადაა? ისიც რო თქვას ტერორისტიაო ასე ნათქვამზე უნდა დაუჯეროს?
ანდრო
დედა შვილმა ოსის ქალებმა დაგეგმეს ფულის გამოძალვის სქემა,ყველამ იცის ვინც არის ეს ქალი და რას აკეთებს
ლიკა
ამ ნელის შორიდან ვიცნობ და გადმოცემიდანაც ვიცი, რომ არის ძალიან უხეში, თავნება ადამიანი, ეტყობა დედამისი პატარაობიდანვე ათამამებდა და აქედან მოსდევს ეგ ხასიათი.
Sapienti Sat
ნათქვამია, კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყავსო. ღრმად დარწმუნებული ვარ, "კარგ ცოლს" და ღირსეულ ქალბატონს, სახლიდან ხალათით და "ჩუსტებით" არავინ არ გააგდებს. და საერთოდ რაიმე ფინთს უბრალოდ ვერ შეჰკადრებენ. კი, ასეა ეს! ვიცი მე ეს.
ბასილა
ნიკა რომ ასეთი ტიპაჟი არ არის მემგონი ჩანს მისი ხასიათიდან და რატომ არავინ არ სვამს კითხვას რასაც ეს ქალი ყვება თუ სიმართლეა რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა