პირველად ქართული რაგბის ისტორიაში – ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ქართველ რეფერ ნიკა ამაშუკელთან მიმართებით.

ამჯერად მან დანიშვნები საკლუბო ტურნირებიდან მიიღო და 2 აპრილს საფრანგეთის ტოპ 14-ის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ("ბორდო"-"ლა როშელი") განსჯის, 10 აპრილს კი, ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალში, "კლერმონისა" და "ლესთერ თაიგერსის" შეხვედრას მოემსახურება.

ნიკა ამაშუკელი: „ძალიან საინტერესო მომენტია, ჩახვიდე ისეთ ელიტარულ სარაგბო ქვეყანაში, როგორიც ექვსი ერის „გრანდ სლემით“ მომგები საფრანგეთია და ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ფრანგული რაგბი. მანდეს ტურის ცენტრალური მატჩის განსჯა, "ბორდოსა" და "ლა როშელს" შორის, რომელიც დერბი-ატლანტიკა და სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა. "ბორდო" მეორეზე, ხოლო "ლა როშელი" მეოთხე ადგილზეა და არ მახსენდება შემთხვევა, ესოდენ მნიშვნელოვანი თამაში უცხოელი მსაჯისთვის მიენდოთ.

„ჩემთვის ეს განსხვავებული გამოწვევაა. ტოპ 14-ს თავისი, დამახასიათებელი ნიშა გააჩნია და განსხვავებულ გარემოსთან ადაპტირება საინტერესოა. გარდა ამისა, ფრანგების მხრიდან, მსოფლიო რაგბისა და ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბისთან ერთად, ეს დიდი დაფასებაა. ვესაუბრე საფრანგეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ საფრანგეთში ეს ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრაა. ეს არის კიდევ ერთი შანსი, დავიჭირო ის სტანდარტი, რამაც ამ დონემდე მომიყვანა.

„რაც შეეხება მომდევნო კვირას, ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალში ვიმსაჯებ ძალიან მაგარ თამაშს ფრანგულ "კლერმონსა" და ინგლისურ "ლესთერ თაიგერსს" შორის. აქ არის 8 თამაში და შესაბამისად, 8 მსაჯი. სიტყვებით შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც ასეთი ნდობის შემდეგ დამეუფლა. აქ სხვა აქცენტებია, რადგან ფრანგული გრანდი ეთამაშება ინგლისურ გრანდს და ყველამ იცის, რაოდენ დიდია ამ ქვეყნების ნებისმიერი სარაგბო დაპირისპირება“.

27 თებერვალს ნიკა გახდა პირველი რეფერი ტიერ2-ის ქვეყნებიდან, რომელმაც ექვსი ერის შეხვედრა იმსაჯა – ირლანდიასა და იტალიას შორის (57:6). პირველ ტაიმში იტალიელი მორაგბის წითელი ბარათით გაძევებას სარაგბო სამყაროში დიდი გარჩევები მოჰყვა, თუმცა ამაშუკელის მსაჯობამ მსოფლიო რაგბისგან კარგი შეფასება მიიღო და სწორედ ამის გამოძახილია მორიგი მაღალი დონის დანიშვნები:

„ექვს ერზე ძალიან რთული თამაში გამოვიდა და ჩემმა გადაწყვეტილებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო რაგბიმ გარჩევისას ძალიან კარგი შეფასება მომცა. ჩემთვის იდეალური იქნებოდა, თუ საერთოდ არ მომიწევდა ბარათის გამოყენება, თუმცა მსოფლიო რაგბისგან მთელ რიგ დარღვევებზე გვაქვს მკაცრი დირექტივები და პროფესიულ განვითარებას გულშემატკივრების რეაქციის გამო ეჭვქვეშ ვერასდროს დავაყენებ. სწორედ ამ შეფასების ლოგიკური გაგრძელებაა ის დანიშვნები, რომლებიც ახლა მივიღე. აპრილში კიდევ ველი მაღალი დონის დანიშვნებს, ამჯერად პრო 16-ში“.

GeorgianRugby

qutaisi
წარმატებები... მთელი გულით გგულშემატკივრობთ, თქვენ და ქართულ რაგბს...
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში