ამიერიდან, მანჩინი ტევესის შემცვლელის ძებნას დაიწყებს და, სავარაუდოდ, მისი თანამემამულის, 23 წლის სერხიო აგუეროს ყიდვას შეეცდება
27 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტიდან“ მიდის, რადგან შვილების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. საქმე ის გახლავთ, რომ ისტლენდელთა კაპიტანი ოჯახს დაუბრუნდა. ის შეურიგდა ცოლს, ვანესას და გოგონებთან, 6 წლის კატისა და წლინახევრის ფლორენსიასთან ერთად დაიწყო ცხოვრება.

კარლოსისა და ვანესას ურთიერთობა იმიტომ გაფუჭდა, რომ ქალს მანჩესტერში ცხოვრება აღარ შეეძლო, შვილებს ხელი მოჰკიდა და არგენტინაში დაბრუნდა. ახლა, როგორც გითხარით, ოჯახი კვლავ ერთად არის, მაგრამ ფეხბურთელი ამბობს, რომ მეუღლეს ბრიტანეთის კუნძულებზე დაბრუნებას ვერ აიძულებს.

ამრიგად, რჩება ერთადერთი ვარიანტი: ტევესმა „სიტი“ უნდა დატოვოს. ამიტომაც გაავრცელა არგენტინელმა თავდამსხმელმა განცხადება, სადაც დაწვრილებით განმარტა, რატომ უნდა „მანჩესტერ სიტიში“ გატარებული ორწლიანი, გოლებით უხვი პერიოდის დასრულება.

გაზეთები წერენ, რომ ამ მდგომარეობით სარგებლობას რამდენიმე ევროპული კლუბი ცდილობს. ესენია: „რეალი“, „ინტერი“ და „იუვენტუსი“. საინტერესოა, რომ ტევესის გარშემო ნიადაგი მოსინჯა „ჩელსიმაც“. „ჩელსი“, რასაკვირველია, ინგლისური კლუბია და ლონდონიც ბრიტანეთის კუნძულებზე მდებარეობს, მაგრამ „ლურჯების“ შეფები იმედოვნებენ, რომ არგენტინელი ფორვარდის ცოლს მანჩესტერში არ შეუძლია ცხოვრება, თორემ დედაქალაქში პრობლემა არ ექნება. მეპატრონე რომან აბრამოვიჩს ტევესის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდა არ ენანება.

ტევესმა კი თქვა: „ძალიან მტკივა გული, მაგრამ იძულებული ვარ „მანჩესტერ სიტის“ შევატყობინო, რომ კლუბის დატოვებას ვაპირებ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ „სიტის“, მის გულშემატკივრებს და პირადად შეიხ მანსურს, რომელიც ჩემს მიმართ უკიდურესად გულისხმიერი იყო. იმედი მაქვს, რომ ხალხი გამიგებს და მიხვდება, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ძალიან რთული 12 თვე გადავიტანე. მანჩესტერში შვილების გარეშე ცხოვრება ჩემთვის უკიდურესად რთული იყო. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ ამ გოგონებისთვის მინდა და მათთან განშორება ჩემს ძალებს აღემატება. ჩემი ცხოვრება მთლიანად მათ ეძღვნება“.

ტევესის ასეთი განცხადება „სიტის“ იტალიელი თავკაცისთვის, რობერტო მანჩინისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა. ისტლენდელები შვებულებიდან გუშინ დაბრუნდნენ და ვარჯიშსაც შეუდგნენ, ხოლო მანჩინიმ გასულ უქმეებზე, შეკრებისწინა ინტერვიუში განაცხადა, რომ არგენტინელი გუნდში რჩება.

„დიდი კლუბის კაპიტნობა, პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირობა, ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივი იყო. დარწმუნებული ვარ, „სიტის“ ფანების უდიდესი ნაწილი ხედავდა, რომ მოედანზე სულს და გულს ვდებდი. მწამს, გუნდი ჩემი წასვლის შემდეგაც დიდ წარმატებებს მიაღწევს“ - განაგრძო ტევესმა, რომელმაც დასძინა, რომ „სიტიდან“ წასვლას იანვარშივე აპირებდა, მაგრამ თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქმა პირადად სთხოვა და ზაფხულამდე გადაადებინა.

არგენტინელმა დასძინა, რომ ისტლენდზე კვირაში 200 ათას ფუნტს იღებდა და ამდენად, მისი გადაწყვეტილება მატერიალური მოსაზრებებით არ არის განპირობებული. მანვე თქვა, რომ ძალიან ეწყინა, როდესაც გაიგო, რომ მანჩინი „ინტერისთვის“ მის სამუელ ეტო’ოში გაცვლას აპირებდა.

იმის დასამტკიცებლად, რომ ამა თუ იმ ადგილთან შეგუების პრობლემა მარტო მის ოჯახს არ აქვს, ტევესმა „მანჩესტერ სიტის“ აღმასრულებელი შეფის, გერი კუკის მაგალითი მოიტანა. მან თქვა, რომ კუკის ოჯახმაც ვერ გაუძლო მანჩესტერში ცხოვრებას და ამერიკაში დაბრუნდა.

ამიერიდან, მანჩინი ტევესის შემცვლელის ძებნას დაიწყებს და, სავარაუდოდ, მისი თანამემამულის, 23 წლის სერხიო აგუეროს ყიდვას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...