ესპანეთის თასის ფინალი მოახლოვდა - "ვალენსია" "ბეტისს" 23 აპრილს დაუპირისპირდება. plazadeportiva მსჯელობს, თუ ვინ უნდა იდგეს "ღამურების" კარში. გამოცემა იასპერ სილესენსა და გიორგი მამარდაშვილს ადარებს.

იასპერ სილესენი

უპირატესობები:

გამოცდილება. მან "ბარსელონას" შემადგენლობაში ფინალი უკვე ითამაშა და ნიდერლანდების ნაკრების მეკარეა. გადაწყვეტილების მიღებისას მწვრთნელები გამოცდილებას ყოველთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ.

რეფლექსები. ნიდერლანდელი მეკარე რეაქციის უნარით აშკარად გამოირჩევა.

უთამაშებლობა ტრავმის გამო. სილესენს შეხვედრები ტრავმის გამო გაუცდა. ბორდალასს მასზე არდაყრდნობის სხვა მიზეზი არ ჰქონია.

ნაკლოვანებები:

თასზე უთამაშებლობა. იასპერს ესპანეთის მიმდინარე თასზე ერთი წუთიც არ უთამაშია. ფინალში მასზე დაყრდნობა გუნდისთვის რთული ასახსნელი იქნება. ბორდალასი დიდ პატივს სცემს შიდა ურთიერთობებს და მასზე ეს გარემოებაც იმოქმედებს.

ცუდი სტატისტიკა. ნიდერლანდელმა მამარდაშვილზე მეტი თამაში ითამაშა, მაგრამ გაშვებული გოლების უარესი კოეფიციენტი და ნაკლები გამარჯვება აქვს.

გიორგი მამარდაშვილი

უპირატესობები:

ჰაერში თამაში. ამ კომპონენტში გიორგი გაუმჯობესებას აგრძელებს და ამაში მისი სიმაღლეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მომავალი. სილესენი უკვე 32 წლისაა, კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი და ერთ-ერთი იმ რანგის მოთამაშეა, რომლის "მოშორებაც" კლუბს სურს. მამარდაშვილი ფეხბურთელების რეიტინგის სპეციალიზებულმა ვებგვერდმა ბოლო ერთი თვის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელად დაასახელა.

მიზეზების გარეშე. მამარდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა და ეს რამდენიმე მატჩში დაამტკიცა. სათადარიგოთა სკამზე დაბრუნების არც ერთი ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

ნაკლოვანებები:

გამოუცდელობა. საქართველოს ჩემპიონატიდან გადმოსულ მეკარეს კონკურენტის მსგავსი

გამოცდილება არ აქვს.

ზეწოლა. შეგახსენებთ, რომ ბორდალასმა ქართველი მეკარე ადრე უკვე ჩამოაცილა სასტარტო შემადგენლობას, ფინალი კი სხვა მატჩია და მას თავისი უნარები სჭირდება.

პრეფერენციები. პირველივე დღიდან ყოველთვის ცხადი იყო, რომ ბორდალასის ძირითადი მეკარე სილესენი იყო. მან ქართველი "ლა ლიგის" სტარტზე ათამაშა, მაგრამ პირველი ექვსი ტურის შემდეგ მეკარე შეიცვალა.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით