Football Italia Sky Sport Italia-ზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები შესაძლოა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. "სკუადრა აძურამ" შესაძლოა ირანი ჩაანაცვლოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს ლიბანთან გასამართ მატჩზე ირანმა 2000 ქალბატონს მოედანზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაიფუჭა და ყველაზე დიდი სანაკრებო ტურნირიდან მოკვეთაც ემუქრება.

თუ მოვლენები მსგავსი სცენარით წარიმართა, მაშინ ფიფა ახლო აღმოსავლეთში სათამაშოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრილ რეიტინგში ყველაზე მაღლა მდგომ გუნდს მიიწვევს, ასეთი კი იტალია გახლავთ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:0 დამარცხდნენ.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

dato
ისეა ყველაფერი არეული არ გამიკვირდება მოკლე ხანში რუსებიც დაუშვან აქაოდა არ ესვრის უკრაინასო .
შაკო
მართალი ხარ, მე იტალიის გულშემატკივარი ვარ და ძალიანაც გამიხარდება თუ იტალიას ჩაამატებენ ირანის ნაცვლად, მაგრამ არ იქნება სამართლიანი. წესით, აზიის გუნდით უნდა შეცვალონ ისევ. თუ მოხსნიან ირანს ავსტრალია ან არაბეთით უნდა ჩანაცვლდეს.
ქომაგი
ინფანტინოსგან ყველაფერია მოსალოდნელი. სადაც დეკემბერში მსოფლიოს ჩემპიონატს ატარებს ყატარში რა უნდა გაგიკვირდეთ?? აირია ყველაფერი.
ლაშა
აუჰ

ასე არ მოხდება რათქმაუნდა, მაგრამ რას დაიბოღმეთ, ისე უსამართლობაზე თუა იტალია რომ იმსახურებს იქ თამაშს, მასეთი უნდა!
ნოდო
იტალიას თუ უნდა უფრო მეტი სირცხვილი არ ჭამოს სხვის ხარჯზე არ უნდა წავიდეს 92ში დაანიის ამბავი სულ სხვა თემა იყო აქ კიდე 1999 ქალი რო შეეშვათ მერე ?ესეთი რამ არ მახსოვს ხალხის არ დაშვების გამო პატიოსნად მოპოვებული საგზურის ჩამორთმევა ჩაწყობაში რო იყვნენ ბრალდებული კიდე მესმის არც იმას ვეთანხმები როგორ დისკრიმინაციაში ყავთ ქალები და არ არის ყურანი გასამართლებელი საბუთი მაგრამ ამ მიზეზით ნუ რავიცი
Milani
ფიფამ ვინც დასასჯელი იყო ის ვერ დასაჯა
ჟორა გაბრიჭიძე
უდიდესი უგნურება. ამ საქმეში ირანის ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრები არაფერ შუაშია. ჯერ ერთი, თუ ეს სხელმწიფო პოლიტიკაა მაშინ ქვეყანა საერთოდ უნდა გაირიცხოს ფედერაციიდან. თუ სტადიონის მეპატრონემ ან დირექციამ არ დაუშვა ქალები თამაშზე, სტადიონი უნდა დაჯარიმდეს, ან აუკრძალონ ნაკრებს ამ სტადიონზე თამაში. მოკვეთა დიდი უსამართლობა იქნება.
ზურა
ირანი მოსახსნელია და ზოგადად არ შეიძლება რაღაცეებზე წაყრუება,არ უნდა იყვნენ ეგეთი ქვეყნები თანამედროვე სამყაროს ნაწილი არაფერში, მაგრამ შენი თქმისა არ იყოს რად გინდა ყატარში ატარებენ მსოფლიოს სადაც ასობით ადამიანი მოკლეს სტადიონების მშენებლობის დროს, იმიტომ რომ ფეხზე კიდიათ. რაღაცით უნდა დაიწყოს გამოფხიზლება. მოხსნან ირანი და გეთანხმები აზიიდან დაამატონ გუნდი, იტალია არაფერ შუაშია. პ.ს. გასულ ათწლეულში პუტინის რუსეთში ორი დიდი მსოფლიო სპორტული ღონისძიება ჩაატარეს და ნახეთ ხო რუსეთის გაბლატავება. იძახონ ეხლა შტატებმა, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვააო.
valderrama
ირანის როგორც ქვეყნის და როგორც ნაკრებისაც, გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ და პირიქით, იტალიის ნაკრები ძალიან მესიმპათიურება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად საფეხბურთო და სპორტული პრინციპების დარღვევა იქნება და სუბიექტურობის მაგალითი. ორგანიზაცია, რომელიც 2018 წელს რუსეთში ატარებს მსოფლიო თასს და 2022 წელს ყატარში, ასეთი მიზეზის გამო ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატიდან არ უნდა ხსნიდეს. გასაგებია, რომ მძიმე დარღვევაა, მაგრამ სასჯელიც შეიძლება შესაბამისი მოუფიქრო. და თუ მაინცდამაინც ასეთი გადაწყვეტილებაა მისაღები, იტალია რა შუაშია?აზიის ქვოტიდან უნდა გაუშვან მაშინ შემდეგი გუნდი. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ არ ვარ ირანის და აზიური ფეხბურთის გულშემატკივარი:))
zura222
ეეეე რა იტალია ? აგერ არ ვართ ჩვენ გამოგენდერებული ქვეყანა ? ამდენი ქალი რომელ ქვეყანას ყავს პარლამენტში თანაც პრეზიდენტიც ქალი გბყავს და რაც ყველაზე მთავარია ყველა ეგ ქალი ზუსტად ქალობის გამო შერეკეს პარლამენტში და პრეზიდენტადაც დანიშნეს ! ამას პლიუს 10-20 წლის წინ ცოლის გინების გამო ქმრებს ციხეშებში ყრიან საუკეთესო ჩოგნურთელს ყოფილი ცოლის მოგონილი ბრალდებით ასამართლებენ ! ამაზე მეტი გენდერული თანასწორობა რომელ ქვეყანაშია კიდევ ? თანასწორობა კი არა პირიქით კაცების ჩაგვრა მიდის ! ამიტომ ჩვენ უნდა გაგვიშვან მსოფლიოზე ირანის მაგივრად !!!PP
Gggg
რა სისულელეა რომც დასაჯონ აზიური გუნდი წავა.
გიორგი
მასე რაა
რრრ
ეს სადაური ლოგიკაა თუ ირანი მოიხსნიან მაშინ მისი ადგილი აზიას ეკუთვნის, რა შუაშია იტალი.
სერხიო რამოსი იამალის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გადატანას მოითხოვს
რა შემთხვევაში გამოვა ირანი მუნდიალზე - ქვეყნის სპორტის მინისტრმა პირობა დაასახელა
მუნდიალს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა - გნაბრი გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა