„არსენალის“ 23 წლის ნახევარმცველ ალექს სონგს კამერუნში, ერთ-ერთ ბარში, სტუდენტის ცემაში ედება ბრალი
„არსენალის“ 23 წლის ნახევარმცველ ალექს სონგს კამერუნში, ერთ-ერთ ბარში, სტუდენტის ცემაში ედება ბრალი. ამბობენ, თითქოს, მშობლიურ ქალაქ დუალაში, შვებულებაში ყოფნის დროს, სონგმა ვიღაც ყმაწვილკაცი დაუნდობლად გალახა.

საინტერესოა, რომ სონგი ამ ჩხუბის გამო არც დაუკავებიათ და არც 18 აგვისტოს დანიშნულ სასამართლო პროცესზე ავალდებულებენ დასწრებას, მაგრამ თუ დადგინდება, რომ დამნაშავე იყო, ორ წელიწადს მიუსჯიან.

საკუთრივ ფეხბურთელი, ცხადია, ამბობს, რომ სტუდენტ ლუდოვიკ აქილ მოუაჰას არც კი შეხებია, თუმცა დაზარალებულის წინასწარი ჩვენება ასეთია:

„ბარში მეგობარ გოგონასთან ერთად ვიყავი. ის საპირფარეშოში გავიდა, მაგრამ, როდესაც 15 წუთის მერეც არ გამოჩნდა, შევშფოთდი, რამე ხომ არ ხდება, მეთქი. საპირფარეშოსთან რომ მივედი, გზა ორმა პირადმა მცველმა გადამიღობა. მათ მითხრეს, რომ შიგ ალექს სონგი იყო და მე ვერ შევიდოდი. შემდეგ სონგი საპირფარეშოდან გამოვიდა. ის აშკარად გაბრაზებული იყო. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ მე საავადმყოფოში გავხდი წასაყვანი“.

სონგის წარმომადგენელმა კი სამართალდამცავებს ასეთი ვერსია შესთავაზა:

„სონგს ფანები გამუდმებით სთხოვენ ავტოგრაფს. მათ შორის ბევრი ახალგაზრდა ქალია. ჩვენი საქმის მოსარჩლემ ჩხუბი გამოიწვია, რაზეც ალექსის დაცვამ რეაგირება მოახდინა. პირადად ალექსს მისთვის თითიც არ დაუკარებია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს