გაელ კლიში ისტლენდელი გახდა - „არსენალისგან“ 25 წლის ფრანგი მცველის ყიდვა „მანჩესტერ სიტის“ 7 მილიონი ფუნტი დაუჯდა
გაელ კლიში ისტლენდელი გახდა - „არსენალისგან“ 25 წლის ფრანგი მცველის ყიდვა „მანჩესტერ სიტის“ 7 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ამრიგად, კლიშიმ „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და თავი დააღწია გუნდს, რომლის გადამკიდე ექვსი წლის განმავლობაში ერთი ჯილდოც კი არ მოეგო. ის, რომ ჩრდილოლონდონელებს „ქრონიკული წარუმატებლობის“ გამო გაექცა, კლიშიმ არც ინტერვიუში დამალა:

„მანჩესტერში იმიტომ გადმოვედი, რომ მოგება მინდა. ვუყურებდი „სიტის“ და ვხედავდი, რომ გუნდი ყოველწლიურად მეტად და მეტად ძლიერდებოდა.

ისტლენდელებს სულ ახალი ფეხბურთელები ემატებონენ და თან მათი მარტო სახელების გაგება ღირდა ერთ რამედ. გასულ სეზონში „სიტიმ“ ფახბურთის ასოციაციის თასი მოიგო, პრემიერლიგის ცხრილში „არსენალზე“ უკეთესი ადგილი დაიკავა და ვფიქრობ, ამ სეზონში თუ არა, მომავალში, ჩემპიონებიც გახდებიან“.

შემდეგ კლიშიმ გაიხსენა თუ როგორ ატკინა გული „ქარლინგის თასის“ ფინალში „ბირმინგემთან“ სულელურმა წაგებამ, რასაც შემდეგაც „არსენალს“ საქმე დაღმა წაუვიდა.

„გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ „ბირმინგემთან“ წაგების შემდეგ ჩაფლავდა. აშკარაა, რომ თუ წარმატება გინდა, დიდი შემადგენლობა უნდა გყავდეს. ძნელია რამეს გახდე, როდესაც რობინ ვან პერსი და სესკ ფაბრეგასი დაგიშავდება“.

კლიში 18 წლის იყო, როდესაც „არსენალის“ ლეგენდარულ, დაუმარცხებელ გუნდთან ერთად პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული ერგო. ახლა მას რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით სურს იმავეს გამეორება:

„მინდა იმ გუნდის დაცვის ნაწილი ვიყო, რომელიც ინგლისის ჩემპიონიც გახდება და ჩემპიონთა ლიგაშიც ბოლომდე ივლის“.

„მანჩესტერ სიტიში“ კლიშის ხელფასი კვირაში 90 ათასი ფუნტი იქნება. ენამწარე ინგლისელი ჟურნალისტები კი იხსენებენ რა თქვა მან ორი წლის წინ, როდესაც ისტლენდზე „არსენალიდან“ ემანუელ ადებაიორი გაიქცა. ფრანგს მაშინ ასე უთქვამს:

„თუ შენ ხარ მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთში მხოლდ ფული აინტერესებს, ესე იგი „მანჩესტერ სიტიში“ გადახვალ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო