საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი აკაკი დავითულიანი განცხადებას ავრცელებს:

"ყურადღებით გავეცანი ტელეკომპანია "მთავარის" გადაცემა "პოსტ-ფაქტუმში" გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა “ლაგუნა-ვერესთან” მომხდარ კრიმინალურ შემთხვევას და რომლის მიზეზადაც ეგრეთ წოდებული ქოლცენტრების თემა იყო დასახელებული. გარდა იმისა, რომ მთელი სიუჟეტი აგებულია უარგუმენტაციო თხრობაზე, რეპორტაჟი არ შეიცავს არცერთი კონკრეტული ადამიანის კომენტარს, რომელიც ფაქტის რაიმენაირ დამოწმებად შეიძლება გამოდგეს. მთელი სიუჟეტი ბინძური პროვოკაცია და გამიზნული მავნებლობაა, რომელიც ყველაფერთან ერთად რაგბის სფეროსთვისაც ცდილობს ჩირქის მოცხებას.

კიდევ უფრო წარმოუდგენელია სავარაუდოდ ჩემი სახელის ხსენება ამ ისედაც პრობლემურ სიუჟეტში, სადაც თან ითქვა, რომ არავითარ გარჩევასთან შეხება არ მქონია და ამასთანავე, რეპორტაჟის ავტორები ჯიუტად ატრიალებდნენ ჩემს სახელს გაშუქებული თემის კონტექსტში. ტელეკომპანია "მთავარი" არ ეშვება ამ თემის ტრიალს და გუშინ კიდევ მეტი მონდომებით სცადა საკუთარი სიცრუის ტირაჟირება.

საზოგადოებისთვის მსურს მკაფიოდ და გასაგებად განვმარტო, რომ მე ნამდვილად ვარ რაგბის კავშირის გამგეობის წევრი, არ გამაჩნია არავითარი შეხება და ინფორმაციაც კი ეგრეთ წოდებულ ქოლცენტრებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ბიზნესის ამ გაუგებარ საქმიანობაში არსებულ გარჩევებსა და მის კიდევ უფრო მითიურ კავშირზე რაგბისთან ან ჩემს სახელთან მიმართებით.

გუშინ კიდევ ერთი სიუჟეტით დადასტურდა, რომ ტელეკომპანია "მთავარის" საინფორმაციო ომის სამიზნე სწორედ მე ვარ. ამიტომ, მივმართავ ტელეკომპანია "მთავარის" საინფორმაციო სამსახურს და გადაცემა "პოსტ-ფაქტუმს" – უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, თუ რის საფუძველზე გახმოვანდა ჩემი სახელი მათ სიუჟეტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული წესით მივმართავ სასამართლოს დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებული საჩივრით. ტელეკომპანია "მთავარს" ან მოუწევს დაამტკიცოს მის სიუჟეტში გახმოვანებული ბრალდებები, ან შესაბამისი ბოდიშის თანხლებით, აღიაროს ცილისწამება და უარყოს ზუსტად იგივე ფორმით, რა სახითაც წარმოადგინა ბრალდება.

სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გახშირდა მიზანმიმართული ცილისწამებები საქართველოს რაგბის კავშირის მიმართ, რაც მიზნად ისახავს ქართული რაგბის დისკრედიტაციას. საქართველოს რაგბის კავშირი არავის აპატიებს ყველა ქართველისთვის საყვარელი, ეროვნული სპორტისთვის ჩირქის მოცხებას და ნებისმიერ ტელევიზიას თუ საინფორმაციო საშუალებას მოუწევს საკუთარ სიუჟეტში ნახსენები ნებისმიერი ბრალდების დამტკიცება ან პასუხისგება მიზანმიმართულ ბოროტებაზე!"

Georgian Rugby

ვააა
მერე? В перед, в родную прокуратуру, Акакий.))
აბო
გულზე ხლი დაიდე, მართლა შენ დაწერე ეს წერილი?))))))))))))))))))
სოსო
რამდენადაც ვიცი,ცილისწამების შესახებ კანონი მიღებული არ არის და რა უნდა უჩივლოს?ეგ ტელევიზია დახურული კი არა,ძალიან დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა,ცილისწამებაზე სასჯელი რომ არსებობდეს.მასთან ერთად სხვაც ბევრი მიჰყვებოდა და ცოტა გაიწმინდებოდა მედია სივრცე,ნაძირალებისაგან.ხალხიც ცოტა დაწყნარდებოდა,მუდმივად სტრესში რომ ამყოფებენ.
ჟორა
ბატონო აკაკი, როდის იყო მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ? ამიტომ არხს კი არა, პროკურატურას მიმართე და დაიცავი შენი სუფთა სახელი თუ სუფთაა, თუ არადა რას მიედ-მოედები?
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება