მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერი და გასავარდნად განწირული „ერცგებირგე“ 4:0 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა 79-ე წუთზე ბაკერი ჯატას ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 3:0 იყო და თამაშში აქტიურად ჩაერთო. შეგახსენებთ, გასულ ტურში „პადერბორნთან“ წაგებულ საშინაო შეხვედრაში (1:2) გიორგი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და გოლი გაიტანა.

HSV ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მე-6 ადგილზეა, მესამე პოზიციაზე მყოფ „სანტ პაულის“ 6 ქულით ჩამორჩება და 10 აპრილს სტუმრად „კილს“ დაუპირისპირდება.

ჰამბურგი. "ფოლკსპარკშტადიონი". 21 890 მაყურებელი

ჰამბურგი - ერცგებირგე 4:0

გოლები: 1:0 გლატცელი (14), 2:0 კიტელი (45+1), 3:0 ჰეიერი (75), 4:0 რეისი (83)

გიორგი
'ძველი ჩაკვეტაძე დავინახე მომენტებში. იგივე თავდაჯერებლობა ბურთის ფლობისას, სისწრაფე და სიმსუბუქე. მისმა 'დამწუნებლებმა' ეტყობა ისიც არ იციან რომ კოვიდი შეეყარა და უთამაშებლობა მაგისი შედეგი იყო.
David
Livesporte.ge აქ არის ტრანსლაციები თითქმის ყველა თამაშის
ჩელე
კაცი გუნდში იმისთვის ჩაიყვანეს რომ გუნდის თამაში გაეძლიერებინა და დახმარებოდა ბუნდესლიგაში გადასვლაში,თანაც იდეალური შანსი მიცეს, თავიდან შეცლებზე ათამაშეს მერე კი სამი თუ ოთხი თამაში სასტარტოში--შედეგი ნული. ეხლა ითვალეთ რამდენი შემორბენა გააკეთა მოგებულ თამაშში 10 წუთიდ შემოსულმა ან კიდევ როდის დაუშვებს შეცდომას მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე წაგებულ თამაშში დამატედით დროში და გიოსაც გაუვარდება ყარაულის თოფივით.
ბს
ვუყურებ მის ყველა თამაშს, ძალიან მეიმედება მისი და მინდა რომ მალე ვნახო ისეთი როგორიც გვახსოვს. დავწერე ხოლმე მაგრამ არ აქვეყნებენ. მოკლედ გეტყვით: გუშინდელი 11 წუთი იყო საუკეთესო რაც ჰამბურგში გადავიდა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და რომ ვიცოდე გამოაქვეყნებკნ დავწერდი და ტყუილად არ მინდა ვიწვალო. წარმატებები გიორგის! ასე გააგრძელე როგორც გუშინ, შეგიძლია და მიტომ.
სოსო
როცა გუნდში მივიდა,თანდათან უმატებდნენ სათამაშო დროს,ბოლოს კი,მთლიანი თამაშიც ჩაატარა და უეცრად,ისევ 5 წუთი,მერე 11 წუთი.რას უნდა ნიშნავდეს?სამწუხაროდ მისი თამაშების ნახვას კვლავ ვერ ვახერხებ.აქ, მეგობრებმა მასწავლეს სად შეიძლება ნახვა,მაგრამ შესასვლელად ინგლისური მჭირდება.არ ვიცი და ვერაფერს ვუხერხებ,რუსულ არხებზე კი,არ აჩვენებენ.
gio gio
იმედია მალე ვიხილავთ ძველ ჩაკვეს,მგონი ჰამბურგში უფრო კომრტულად გრძნობს თავს და ჯობია ცოტახანი იქ დარჩეს მიუხედავად იმისა გადავა თუ არა გუნდი ბუნდესლიგაში
თენგო
მწვრთნელმა უფრო იცის, მივენდოთ ამზადებს გიოს ნახტომისთვის
ჯუღელის ფანი
მიდი გიო შენ ისევ ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელი ხარ დღეს საქართველოში
სურვილი აქ
მთელი დღე ველოდე როდის ითამაშებდა და როგორც იქნა შეუშვეს. ძალიან მონდომებული იყო. ცდილობდა ყველა წვრილმანი შესაძლებლობიდან რაღაც სახიფათო და აზრიანი შეექმნა. სამწუხაროა რომ ცოტა დრო მისცეს. ლამაზ თამაშს ვნახადით მის შესრულებით. აშკარად მენტალირად დალაგებული ჩანდა. ბეხბურთის თამაში კი კარგად შეუძლია. ვუსურვებ წარმატებას.
ილია
4 შერბენა გააკეთა 3-4 კაცში, პასები არიგა, კარში 2 ჯერ დაარტყა ძლიერად ზუსტად.. რავი ძალიან მაგარი 11 წუთი ჰქონდა.. ველოდი ბოლო წუთებამდე და ნამდვილად არ მინანია, ძალიან ვისიამოვნე .. ნამდვილი ძველი ჩაკვე იყო
giorgi
მიდი გიო თამამად მეტი ვარჯიში ჭკუა გააქ
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება