არგენტინა შეურაცხყვეს, მესი თუ ნეიმარი, კიდევ ერთი გაიხდის

არგენტინა ხომ გუნდი არაა

ეს სიტყვები კოსტა რიკის ნაკრების არგენტინელ თავკაც რიკარდო ლა ვოლპეს ეკუთვნის. ასე მწარედ გააკრიტიკა მან სერხიო ბატისტას გუნდი ბოლივიასთან 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ. ლა ვოლპემ ასე დაახასიათა მასპინძელთა ნაკრები: "არგენტინა გუნდი არაა, ეს არის ინდივიდუალთა კრებული, რომელიც თავისთვის თამაშობს. მაისურის ზურგზე დაწერილი გვარი თამაშს ვერ მოიგებს".

შეგახსენებთ, რომ ლა ვოლპეს გუნდმა პირველ ტურში კოლუმბიასთან 0:1 დათმო, ახლა კი ბოლივიას დაუპირისპირდება. ლა ვოლპეს მშობლიური ქვეყნის ნაკრებთან დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის ბოლოს მოუწევს.

სად მესი და სად ნეიმარი?!

არგენტინის ნაკრების ფორვარდ სერხიო აგუეროს მისი თანამემამულე ლეო მესისა და ბრაზილიელი ნეიმარის შედარება სთხოვეს. აგუერო მიიჩნევს, რომ ამ ორი ფეხბურთელის შედარება ჯერ არ შეიძლება, რადგან ბრაზილიელ ვუნდერკინდს კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი ფეხბურთში: "ნეიმარს ჯერ ბრაზილიის იქით არსად უთამაშია, მას ჯერ არ გაუგია, რას ნიშნავს ევროპულ ჩემპიონატში თამაში. ამიტომ, შედარება უადგილოა".

მენეზეშმა, დაისვენეთო

ბრაზილიის ნაკრებს არცთუ კარგი სტარტი გამოუვიდა კოპა ამერიკაზე, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ვერ დაამარცხა ვენესუელას ნაკრები. მანო მენეზეში გამოსავალს ეძებს და ცდილობს ფეხბურთელებს ზედმეტი ზეწოლა აარიდოს თავიდან. ამიტომაც მან ბრაზილიელთა დროებით ბაზაზე დასვენების დღე გამოაცხადა. სხვათა შორის, დასვენების დღე მხოლოდ იმ ფეხბურთელებს არ მისცეს, ვინც პირველ ტურში ითამაშა, არამედ, დანარჩენებსაც.

ბატისტამ ერთი უკვე შეცვალა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ განაცხადა, რომ მეორე ტურში გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს შემადგენლობაში. პირველი მსხვერპლი კი მარცხენა მცველი მარკოს როხოა, რომელიც მოსკოვის "სპარტაკში" თამაშობს. მის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში გამოვა პაბლო საბალეტა. ბატისტამ ისიც აღნიშნა, რომ ხავიერ პასტორეს ადგილს ნაკრებში მარცხენა ფლანგზე ხედავს.

გახდა ყველას უნდა

პარაგვაელი ლარისა რიკელმეს განაცხადი გუშინ შემოგთავაზეთ, მოდელი შეგვპირდა, რომ თუკი მისი ნაკრები კოპას მოიგებს, ის მოედანზე შიშველი გადაეშვება საზეიმოდ. ლარისას მიმდევრები გამოუჩნდნენ - გუშინ ვენესუელელმა მოდელმა დიოსა კანალესმა ანალოგიური განცხადება გააკეთა - დიოსა ამტკიცებს, რომ თუკი ვენესუელას ნაკრები კოპა ამერიკას მოიგებს, ის შიშველი წარდგება პუბლიკის წინაშე. არადა, გოგონებს თავიანთი პირობის შესრულება ალბათ არ მოუწევთ, პარაგვაისა და, მით უფრო, ვენესუელის გუნდები ფავორიტთა შორის არ არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა