მადრიდის ”რეალმა” კოენტრაო 30 მილიონად იყიდა

მართალი ყოფილა ეს ბიჭი და რას ვერჩოდით? ჯერ კიდევ სეზონი ხეირიანად მორჩენილი არ იყო, როცა ლისაბონის "ბენფიკას" 23 წლის მცველმა ფაბიო კოენტრაომ განაცხადა, ამიერიდან მადირიდის "რეალში" ვითამაშებო.

ამ განცხადებას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა - კოენტრაოს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა "ბენფიკას" ხელმძღვანელობასთან, რაც ბოლოს ვარჯიშზე მწვრთნელთან ჩხუბით დაგვირგვინდა. ამის შემდეგ, ცხადი გახდა, კოენტრაოს ლისაბონში აღარ დაედგომებოდა.

გუშინ დილით პირველი საზოგადოებას პორტუგალიურმა "ა ბოლამ" აუწყა ახალი ამბავი, რომ კოენტრაო მართლაც გადავიდა "რეალში". "ა ბოლა" წერდა, რომ "რეალი" და "ბენფიკა" მცველის სანაცვლოდ თანხაზე შეთანხმდნენ, რომ ესპანელები 30 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ. "ა ბოლა" წერდა, რომ "რეალი" ტრანსფერს ოფიციალურად მაშინვე დაადასტურებდა, როცა ყველა დეტალი შეთანხმდებოდა, ეს კი უახლოეს საათებში მოხდებოდა. ისე კი, "რეალმა" 5-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა ფეხბურთელთანო.

ამის შემდეგ "ბენფიკას" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ "რეალთან" კოენტრაოს ტრანსფერზე მუშაობა მიდის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ტრანსფერის შესახებ ოფიციალური დადასტურება, რომელიმე კლუბისგან მივიღეთ. თუმცა მალე ყველაფერს წერტილი დაუსვა "რეალის" განცხადებამ - ტრანსფერი შედგა!

გუშინ დილით კოენტრაო აღარ გაყვა "ბენფიკას" შვეიცარიულ შეკრებაზე და მადრიდში ჩავიდა. უპირველესად მან სამედიცინო შემოწმება გაიარა. მცველმა ყველა სახის სინჯი ლა სურსუელას ჰოსპიტალში ჩააბარა და ექიმთა დასკვნა მიიღო, რომ სავსებით ჯანმრთელია.

ამის შემდეგ ფაბიო კოენტრაო "სანტიაგო ბერნაბეუს" ეწვია და ფლორენტინო პერესს შეხვდა. შემდეგ გაიმართა კონტრაქტზე ხელისმოწერის ოფიციალური ცერემონიალი. "ა ბოლა" ერთი წლით შეცდა - კოენტრაო 6 სეზონის განმავლობაში "ბლანკოს" რიგებში იასპარეზებს. ცერემონიალზე პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს მე-20 საუკუნეში მსოფლიოს საუკეთესო კლუბად მიჩნეულ "რეალში" თამაშს.

23 წლის ფაბიო კოენტრაო დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად ითვლება, თან ფაბიოს მეორე ფლანგზეც შეუძლია თამაში. კოენტრაო "რეალის" თვალსაწიერში "ბენფიკაში" და პორტუგალიის ნაკრებში სტაბილური თამაშის წყალობით მოხვდა.

კოენტრაო 1988 წლის 11 მარტს დაიბადა ვილა დო კონდეში. პირველი სერიოზული კლუბი, სადაც ის ასპარეზობდა "რიუ ავე" იყო. ამ გუნდში ჰქონდა მას პორტუგალიის ელიტურ ლიგაში დებიუტი სულ რაღაც 16 წლის ასაკში. ტალანტი ეგრევე შეამჩნია "ბენფიკამ" და ერთი წლის მერე ის "რიუ ავესგან" შეიძინა, მაგრამ იჯარით მადეირულ "ნასიონალში" გაუშვა (16 თამაში, 4 გოლი).

"ბენფიკაზე" ადრე მან "სარაგოსაში" ითამაშა, სადაც 2008/09 წლების სეზონის დასაწყისში გამოჩნდა, შემდეგ კი ისევ "რიუ ავეში" დაბრუნდა. 2009 წლის ზაფხულიდან კი ის ლისაბონურ გრანდშია. ამავე წელს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში (ბოსნიასთან მატჩში) და მისი კარიერა მაღლა წავიდა. რისი დადასტურებაც ეს ტრანსფერია.

ჟოზე მოურინიომ აქამდე ხოსე კალეხონი, ნური შაჰინი, ჰამით ალთინთოპი და რაფაელ ვარანი დაიმატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე