ომი არ არის მხოლოდ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა; რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასახავს ომის დარტყმის შედეგებს უპრეცედენტო სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და სპორტული იზოლაციით.

მოსკოვის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი მეგობრები, გავლენების დაკარგვის საფრთხის ქვეშაა. რუსი ოლიგარქები მრავალი წლის განმავლობაში იპარავდნენ სიმდიდრეს, რომლითაც ევროპასა და ამერიკაში სარგებლობდნენ, მათ შორის, სპორტშიც.

არსებობს ფრაზა, რომლის პერიფრაზიც ასე შეიძლება - "არ შეიძლება არანორმალურ საზოგადოებაში ნორმალური სპორტი იყოს“. როგორც ჩანს, სპორტს დიდი ფული მართავს და პოლიტიკა მისთვის უცხო აღარ არის, როგორც ამას ოდესღაც სპორტის ბევრი მმართველი ორგანო ამტკიცებდა.

გამოჩენილი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი რუსეთის მოქალაქეა. მან განაცხადა, რომ "მშვიდობის ხელშემწყობია", მაგრამ ეს საკმარისი არაა. ყოფილმა დეპუტატმა ჯორჯ გალოვეიმ დანაშაული უწოდა იმას, საკუთარი მთავრობა რუსმა სპორტსმენებმა მკაცრად არ დაგმონ.

24 თებერვალს დაწყებული ომიდან რეკორდულ დროში რუსი სპორტსმენები თითქმის ყველა სპორტული ტურნირიდან გააძევეს. ძიუდოისტ პუტინს სპორტის ამ სახეობის მმართველმა ორგანომ საპატიო სტატუსი ჩამოართვა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) 1-ელ მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც "რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის (RTF) დაუყოვნებლივ შეჩერება" ასახა.

ამას სხვა სახეობებიც მოჰყვა, მათ შორის, მშვილდოსნობა, ბადმინტონი, ბეისბოლი, ტაეკვონდო, ტრიატლონი და ფრენბურთი. ფიფამ შეაჩერა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რუსული "გაზპრომის" სპონსორობა.

ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა რომან აბრამოვიჩს და გაუყინა "ჩელსის" საკუთრება, მაგრამ მას მაინც ჰყავს თავისი მომხრეები. ისრაელის მთავარი რაბინი დევიდ ლაუ და სამედიცინო ცენტრის დირექტორი იცჰაკ კრეისი მოუწოდებენ აშშ-ს, არ დაუწესოს სანქციები ოლიგარქს, რადგან ის არის სიონისტური მიზნების მთავარი დონორი. დევიდ კლიონის, Jewish Currents-ის რედაქტორის თქმით, ეს ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც სხვადასხვა ებრაულ ორგანიზაციასა და მიზანს გადაეცემა.

რუსეთი და პუტინი შეჩერებას არ აპირებენ, სანქციები კი გაიზრდება...

G.LA
ერის პრობლემა ადამიანურ გაგებაშია. სიცოცხლის ფასი იმდენად არის გაუფასურებული, რომ ვერც იგებენ რა ბოროტება მოაქვს უკვე ათეული წლებია მათ ქვეყანას. მათ სპორტსმენებს იგივე პრობლემა აქვთ რაც მთელ მოსახლეობას. ამიტომ იზოლირებული უნდა იყვნენ მსოფლიოსაგან. რაც შეეხება აბრამოვიჩის ისიც ისეთივე რუსია მენტალობით. აბრამოვიჩი თუ რამე ორგანიზაციას აფინანსებს იზრაელში და სარგებელი მოაქვს მათვის, ისინი გაუფრთხილდნენ თვითონ. რადგან ის ებრაული წარმოშობის რუსია და ამიტომაც ეხმარება.
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
პუტინის ყოფილი მოადგილე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას უთავკაცებს, მან უკრაინელ კონკურენტს 141 ხმით აჯობა
2022 - კვარაცხელიადან მესიმდე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე...
"რუსეთთან ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება" - უკრაინელი ფრენბურთელი
"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე
რუსებს კრივში შეზღუდვები მოუხსნეს, კლიჩკო გაბრაზებულია - დაბადების დღის "საჩუქარი" პუტინს?
მარიუპოლში ექსკალათბურთელი აფეთქებას გადაურჩა - საავადმყოფოს ნაცვლად გაყინულ სარდაფში