სიახლეები ”ბარსელონაში”
სიახლეებია "ბარსელონაშიც" - კლუბმა კონტრაქტი გაუხანგრძლივა 23 წლის თავდამსხმელ პედრო როდრიგეს ლედესმას (რომელსაც ხშირად მხოლოდ პედროს სახელით მოვიხსენიებთ). არსებული კონტრაქტი სულ ერთი სეზონით გაგრძელდა, ახლა პედრო "ბარსელონასთან" 2016 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.

მის მსურველ კლუბს ახლა პედროს შეძენა მხოლოდ ფანტასტიკური თანხის, 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. ადრინდელ კონტრაქტში პედროს გამოსასყიდელი ფასი 90 მილიონი იყო. კონტრაქტის გახანგრძლივების ცერემონიალი ხუთშაბათს გაიმართება.

პედრო როდრიგესი "ბარსელონაში" 2004 წლიდანაა. 4 სეზონი მან "ბარსას" ახალგაზრდულ კლუბებში გაატარა, პირველ გუნდში კი 2008/09 წლების სეზონიდან მოხვდა, თუმცა კი დებიუტი ჯერ კიდევ ფრანკ რაიკაარდის დროს ჰქონდა. 2009 წლიდან პედრო უკვე მხოლოდ ძირითადი გუნდის წევრია: პირველ სეზონში მან ყველა ოფიციალურ მატჩში 23 გოლი გაიტანა, ბოლო სეზონში კი - 22.

"ბარსელონას" ერთი ახალი ფეხბურთელიც შეემატა. ის არ მოსულა სხვა კლუბიდან, პედროსავით ახალგაზრდული გუნდიდან მოხვდა. ლაპარაკია ანდრეუ ფონტასზე, 21 წლის მცველზე. ახალი სეზონიდან ის უკვე ძირითადი გუნდის სრულუფლებიანი წევრია. ფონტასის შეძენის მსურველ გუნდს ამიერიდან 30 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.

ფონტასს "ბარსელონასთან" 2012 წლამდე ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, ახალი კონტრაქტი კი 2013 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ფონტასი ლუის ენრიკეს გუნდის შეუცვლელი წევრი იყო, როცა ერიკ აბიდალმა სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა, ფონტასი დროებით პირველ გუნდში გადაიყვანეს და სეზონის ბოლომდე იქ დატოვეს. ხოსეპ გვარდიოლამ ფონტასი 8-ჯერ ათამაშა კიდეც. ისე, მცველს დებიუტი კიდევ ერთი სეზონით ადრე, ხიხონის "სპორტინგთან" მატჩში ჰქონდა. ანდრეუ ფონტასი "ბარსელონაში" 2007 წელს კატალონიური "ხირონადან" გადავიდა.

ამასობაში "ერკულესის" ნახევარმცველ კიკო ფემენიას საკითხი ადგილიდან დაიძრა. ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ კატალონიურ გრანდში გადავა. ამ თანხის ნახევარი ალიკანტეელებს ახლავე გადაერიცხებათ, ნახევარი კი - შემდეგ სეზონში. ფემენიას ჯერ ალბათ სარეზერვო გუნდში გადაიყვანენ და შეხედავენ, შეძლებს თუ არა ნიჭიერი შუახაზელი ამავე სეზონში პირველ გუნდში თამაშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა