როგორც უნდა ვისაუბროთ, ფაქტი ერთია - ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" ჩარიცხვამ ეროვნული ლიგის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ლიდერის სამშობლოში დაბრუნებას თავისი უარყოფითი ფაქტორებიც ახლავს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ "კვარამ" არსებულ ვითარებაში საუკეთესოდ იმოქმედა და ზაფხულსაც დაველოდოთ, როცა მას იტალიურ "ნაპოლის" უკავშირებენ.

გასულ ტურში ხვიჩას მეტოქესთან შეკამათება მოუწია და ამას გულშემატკივრებში გარკვეული განხილვა მოჰყვა. რაც გამოჩნდა, ისაა, რომ კვარაცხელია ბოლომდე მონდომებულია და მეტოქეებსაც მასთან დაპირისპირება თავის წარმოჩენის კიდევ უფრო კარგი საშუალებაა...

დღეს, 10 აპრილს, ერთმანეთის პარალელურად ორი შეხვედრა გაიმართება - ერთი ზესტაფონში, მეორე კი კილში. ცოტა ხნის წინ, ალბათ, რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ორივე ამ დაპირისპირების მიმართ დიდი ინტერესი გვექნებოდა და ერთდროულად ყურების სურვილი გაგვიჩნდებოდა. ხვიჩა კვარაცხელია და "დინამო" წყალტუბოს "სამგურალს" შეხვდებიან, გიორგი ჩაკვეტაძე და "ჰამბურგი" კი - "კილს".

კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრაში მხოლოდ მე-2 ნახევარში ითამაშა, ახლა კი სასტარტოში ველით. ბათუმელები 13 ქულით ეროვნულ ლიგას ლიდერობენ, მათ მოწინააღმდეგეს კი 8 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. გიორგი მიქაძეს ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავს - მიმდინარე სეზონში წყალტუბოელები მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, გასულ ტურში კი ფავორიტი "ტორპედო" მისსავე მოედანზე (2:0) დაამარცხეს.

რაც შეეხება გია გეგუჩაძეს, ახლა მისი ერთ-ერთი მთავარი დილემა შემადგენლობის სწორად როტაციაა, ბათუმელთა რიგებში ხომ სერიოზული კონკურენციაა, გუნდს ბოლო მომენტში ზურიკო დავითაშვილიც შეუერთდა.

ეს შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება, 30 წუთით (15:30 სთ) ადრე კი მოედანზე "ჰამბურგსაც" ვიხილავთ. ოღონდ რთული სათქმელია, ჩაკვეტაძე სასტარტოში იქნება თუ არა. გიორგიმ გასულ ტურში კი გაიტანა, მაგრამ გადადებულ შეხვედრაში მხოლოდ 11 წუთი მიეცა.

ჰამბურგელები 45 ქულით მე-6 ადგილზე არიან და იმისთვის, რომ ბუნდესლიგაზე ფიქრს არ შეეშვან, 3 ქულა აუცილებლად სჭირდებათ.

სოსო
ჰა,ბურგის თამაში დაიწყო,მაგრამ შემადგენლობის გამოცხადებაც ვერ მოასწრეს,რომ მსაჯმა თამაში შეაჩერა და გუნდები რამდენიმე წუთით მოედნიდან გაიყვანა,ჰამბურგის გულშემატკივრებმა შუშხუნები აანთეს და სტადიონზე ბოლი დადგა.მხოლოდ ახლაღა გამოვიდნენ მოედანზე.მატჩ ფუტბოლ 3-ზეა გადმოცემა.
აკო
მართალი ხარ რა თქმა უნდა. უბრალოდ არ მინდა დავიჯერო ესეთი ხალხის არსებობა.
ქ. გ.
ჰამბურგმა შემადგენლობა გამოაქვეყნა. გიორგი სათადარიგოშია.
აკოს
რა გიკვირც ძმაო განა ყველას უხარია საქართველოს წარმატება? ეჰ რაში ვყოფილვართ ერთსულოვნები ამაში, რომ ვიყოთ.
რრრ
სეტანტაზე
აკო
სეტანტაზე გადის მეორე ბუნდესლიგის თამაშები
წიკო
ჰამბურგის თამაშს სად ვუყურო?
Guja Kakhadze
2 სუპერვარსკვლავი გვეზრდება და დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით!
zaza
ავოეეეეეეეეეეეეეე, დაგვმოძღვრაააააააააა.
კახა
ილიას მკვლელების ქვეყანაში აღარაფერი არ უნდა გვაკვირვებდეს.
უშანგი
იმან დააჭირა,ვისაც საქართველოს და საქართველოს ნაკრების წარმარება არ უხარია.ეგენი ვინც არიან ყეელამ ძალიან კარგად ვიცით.
zura222-ს
"ჰამბურგის მწვრთნელს" თქვენზე მეტი ინფორმაცია აქვს თავის გუნდზე და ფეხბურთელზე და მან თქვენზე უკეთ იცის ვინ ათამაშოს და რა დროით. ამას უნდა ხვდებოდეთ.
zura222-ს
იმ 11 წუთში ჩაკვემ ძალიან მაგრა იმიტომ ითამაშა რომ ჰამბურგის მწვრთნელს თავში ჭკუა აქვს!
აკო
ლბათ დისლაიქს შემთხვევით დააჭირეს. ისე ამ კომენტარზე დისლაიქი რატო უნდა დაეწერა ვინმეს
zura222
თუ ჰამბურგის მწვრთნელს თავში ჭკუა აქვს აუცილებლად ძირითადში უნდა დააყენოს ჩაკვე იმიტომ რომ იმ 11 წუთში ძალიან მაგრა ითამაშა !
tngh
ხვიჩას საქციელი სანიმუშო და მისასალმებელია... წარმატებები ხვიჩას, გიოს... ყველა ჩვენს ფეხბურთელს... და საქართველოს ნაკრებს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა