ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსნების" მეტოქის ყოფილი კაპიტანი არ ცხრება
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. "მუხის ფოთლებმა" ეს პროცესი ოთხ ეტაპად დაჰყო.

პირველი ეტაპი, რომელიც კარპატების საკურორტო ქალაქ პრედალში 24 ივლისამდე გასტანს, ფიზიკური კონდიციების ამაღლებას დაეთმობა. მერე გუნდი ბრაშოვში გადაბარგდება, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ტექნიკურ-ტაქტიკურ მონახაზებზე იმუშავებს. მომდევნო ორ კვირას "სტეჟარი" იგივე ფუნქციების დახვეწას კონსტანცაში განაგრძობს.

რუმინელები 15 აგვისტოდან 27 აგვისტომდე ბუქარესტში დასკვნით ეტაპს გაივლიან. 20 აგვისტოს კი, ერთა თასის წლევანდელი გათამაშების გამოტოვებულ შეხვედრას უკრაინის ნაკრებთან ლვოვში გამართავენ.

ამასობაში კი ისევ არ ცხრება რუმინეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მეორეხაზელი სორინ სოკოლი, რომელიც "სტეჟარის" თავკაცებს კრიტიკის მორიგი პორციით დაატყდა თავს.

სოკოლმა ერთ-ერთ რუმინულ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკრების მწვრთნელთა შტაბი სასწრაფოდ შესაცვლელია.

"ამ მწვრთნელების ხელმძღვანელობით ნაკრებში არავითარ შემთხვევაში არ ვითამაშებ. ძალიანაც რომ მინდოდეს, მსოფლიოს თასზე თამაში, ახალ ზელანდიაში მხოლოდ ტურისტად წასვლას არ ვაპირებ. არადა, ჩვენი ნაკრები თუ მდგომარეობა რადიკალურად არ შეიცვალა, იქ ასეთად მოგვევლინება.

ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ მწვრთნელები გადაწყვეტილებას ისე იღებენ, რომ სხვების აზრზს არად დაგიდევენ. რომეო გონტინიაკი, ისევე როგორც ფრანგი მწვრთნელები, არ გვეკონტაქტება. გააკეთეთ ისე, როგორც მე გეუბნებითო, ამბობს და მორჩა!

გონტინიაკისთვის არასდროს მითხოვია გინდა თუ არა, მე უნდა ვიყო კაპიტანი-მეთქი, როგორც ეს მან განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში. ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ერთა თასზე ესპანეთთან მატჩის წინ მან გუნდის ბანაკი სამი დღით დატოვა და ვარჯიშებს ტელეფონით ხელმძღვანელობდა. ცხადია, ამის გამო მეგობრულად ვუსაყვედურე. სად გაგონილა მწვრთნელი ვარჯიშს ვირტუალურად ატარებდეს. რომეოს ეს ეწყინა და მას შემდეგ ჩვენს შორის ურთიერთობა სულ უფრო გაფუჭდა.

მთელი სულითა და გულით მინდა, რომ ჩვენმა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში საქართველოს ეროვნულ გუნდს მოუგოს, რათა იქიდან დამარცხებულები არ დავბრუნდეთ.

გარწმუნებთ, მსოფლიოს თასზე უმძიმესი მატჩები გველის, მათ შორის საქართველოს ნაკრებთან. ქართველებმა ბოლო დროს საგრძნობი პროგრესი განიცადეს და მათი ძლევა იოლი არ იქნება, მით უფრო იმ ვითარებაში, რაც ამჟამად ჩვენს ნაკრებშია. თუმცა, მჯერა, რომ ბიჭები ყველაფერს იღონებენ მიზნის მისაღწევად", - იმედოვნებს სორინ სოკოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს