ლა ლიგის 31-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ დაუზავდა - 1:1.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, კლუბსა და ნაკრებში ზედიზედ ექვსი მშრალი შეხვედრის შემდეგ გოლი გაუშვა, თუმცა მისი დადანაშაულება არ შეიძლება.

პირველ ტაიმში საშუალო ტემპი იყო, თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, გუნდები უხიფათოდ უტევდნენ. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც 27-ე წუთზე პალასონის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა. „ვალენსიამ“ კი პირველივე შანსი გამოიყენა - 57-ე წუთზე სოლერის დარტყმული ბურთი რიკოშეტით მადრიდელთა კარში გავიდა. ეს პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მისი მეათე გოლია. 75-ე წუთზე პალასონმა ისევ დაარტყა და გიორგიმ ლამაზ ნახტომში არ დაანება გატანა. 82-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა რაჩიჩმა კარის აღების კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და მალე გვარდიოლამ ანგარიში გაათანაბრა. მამარდაშვილი ამ მომენტში უშანსოდ გახლდათ. ბოლოს მადრიდელები შტურმზე გადავიდნენ და ქართველმა გოლკიპერმა პალასონსა და ნტეკას არ გაატანინა, რაც კინაღამ ტრავმის ფასად დაუჯდა.

„ვალენსია“ 42 ქულით მე-9 ადგილზეა და 16 აპრილს „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“. 9 302 მაყურებელი

რაიო ვალეკანო - ვალენსია 1:1

გოლები: 0:1 სოლერი (57), 1:1 გვარდიოლა (83)

kote
ოდნავ მარცხნივ რომ მდგარიყო მარჯვნივ დაურტყავდა :)

ცოტა მარცხნივ და ცოტა მარჯვნივ გაუშვებდა
gg
მამარდამ მაგრად ითაშა, გაშვებული გოლი 1 პროცენტითაც კი არ იყო მისი ბრალი. მართლა მაგარი ბურთები აიღო.
ქ. გ.
მამარდაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. ესპანელი ჟურნალისტები და გულშემატკივრები მისი თამაშით აღფრთოვანებულები არიან. გაშვებულ გოლში დაცვა არის დამნაშავე, მაგრამ გიორგი ცოტა მარცხნივ რომ მდგარიყო, სასწაული სეივის შანსი ექნებოდა.
ILIA
შესანიშნავად ითამაშა; გოლი მისი ბრალი არ იყო; ბოლო წამებზე მეტოქეს ფეხებში ჩაუხტა და მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ კარი გადაარჩინა. მგონი, მსოფლიო დონის მეკარე გვეზრდება!
სოსო
რამხელა განსხვავებაა დღევანდელ და შემოდგომის მამარდაშვილს შორის.შემოდგომითაც იღებდა რთულ დარტყმებს,მაგრამ ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა შინაგანი დაძაბულობა,თავდაუჯერებლობა.დღეს კი წამითაც არ მიგძვნია მისი მხრიდან რაიმე ყოყმანი ან დაბნეულობა.პირველ ტაიმში აღებულ დარტყმას კი,მსოფლიოს ვერც ერთი მეკარე ვერ დაიდანაშაულებდა თავს,რომ უნდა აეღო და ვერ აიღო.გიორგიმ კი,ამ სიმაღლე კაცმა,მაინც მოასწრო რეაქცია.70 წუთის მერე,ვალენსია უკან ჩაჯდა და თამაში მოეშალა.ვეელოდი,რომ გაუშვებდნენ.ალბარეტეს წუთით ადრე დახმარება დასჭირდა,სირბილი უჭირდა.გოლის შემდეგ,მეორე ცენტრალური მცველიც შეცვალეს,ესე იგი,მასაც პრობლემები ჰქონდა.გოლის მომენტში, მცველებმა აშკარად დააგვიანეს აჩქარება და იმ დარტყმის გაშვება,გიოს ვერაფრით დაბრალდება,ძალიან კარგად დაარტყა.სადღაც ეწერა,თუ გიო 84 წუთს არ გაუშვებს,ვალენსიას ყველა დროის რეკორდს დაამყარებსო.როცა გოლი გავიდა,წამმზომს შევხედე და 82,46 იყო.ესე იგი,თუ რეკორდი მართლაც მასე იყო,მის გამეორებამდე,სულ 14 წამი დააკლდა გიოს.ამაზე მართლაც ვწუხვარ.
zura222
ძალიან არასტაბილური დაცვა ყავს ვალენსიას ! ბევრ შეცდომებს უშვებენ @
მოა
გარეთ იყო გამოსული და მოძრაობაზე დაიჭირა,ან უნდა გასულიყო წინ ან უკან უნდა ყოფილიყო ხაზთან ახლოს...50% მაინც მეკარის ბრალია. P.s.იმდენი იძახეთ მშრალი მშრალი ,რომ გაუშვა უკვე...დაანებეთ თავი ხომ ხედავთ ცუდად მოქმედებს
kaxa
გმირი
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით