ლა ლიგის 31-ე ტურში სტუმრად "რაიო ვალეკანოსთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1) უკლებლივ ყველა წამყვანმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კარგ თამაშს გაუსვა ხაზი.

"მუნდო დეპორტივომ" სამი ვარსკვლავით ისი პალასონისა (რაიო ვალეკანო) და მამარდაშვილის თამაში შეაფასა, ხოლო "მარკამ" - მხოლოდ ქართველის. ის განსაკუთრებით "მარკამ" შეაქო:

"ასე რომ, ევროპა ლიგაზე პრიმერადან "ვალენსიას" გასვლა შეუძლებელი გახდა და ამისათვის თასი დარჩა. თუ ფინალში დამარცხდა, კიდევ ერთი წელი მოუწევს ევროტურნირების გარეშე ყოფნა. დღეს გუნდმა მაქსიმუმს მიაღწია. ვერაფერი თამაში ვერ აჩვენა, მაინც დაწინაურდა და როგორც სჩვევია, ტემპის დაგდება და ანგარიშის შენარჩუნება სცადა. ის-ის იყო, მწვრთნელი ირაოლა გვარდიოლას შეცვლას აპირებდა, რომ მან ანგარიში გაათანაბრა. მამარდაშვილი ნაპერწკლის გარეშე მყოფი "ვალენსიადან" საუკეთესო გახლდათ. რომ არა ქართველი, მისი გუნდის დაუმარცხებელი ხანგრძლივი სერია დასრულდებოდა.

ორშაბათ საღამოს "ვალეკასზე" თამაშის გამოსაცოცხლებლად კიდევ რაღაც იყო საჭირო. პირველი ტაიმის ყურება გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ვერ გამოდგა - შეხვედრის გაუთავებელი შეჩერებები, კამათი, რამაც შოუ გროტესკული გახადა. ყველაზე მიმზიდველი საჯარიმოს გარედან ორი დარტყმა და მამარდაშვილის გასაოცარი რეაქცია იყო. ამის შემდეგ - სიცარიელე".

As-ი აღნიშნავს, რომ მატჩის MVP უდავოდ მამარდაშვილი იყო, რომელმაც პალასონს გოლი არ გაატანინა.

ზაალ
გიორგის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. ყოველ ჯერზე გაზრდილი და დახვეწილი ჩანს.გენაცვალე შენ საამაყო ყმაწვილო.
სოსო
მაგარი უკვე ახლავეა.ძალიან მაგარი კი,ძალიან მალე გახდება,თუ შრომას არ მოუკლო.ვალენსია რითი არ არის გრანდი?თასების მფლობელთა თასის მფლობელი,უეფას თასის მფლობელი,ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი,ბაზრობათა თასის(უეფას თასის წინამორბედი),ესპანეთის 6 გზის ჩემპიონი.არც ისე ცუდია.
სოსო
სილქ სპორტ 1-ზე,გადიოდა.მე პირადად "როსსონერი.ჯე"-ზე ვუყურებ ამ ბოლო ხანებში.სილქ სპორტის,მატჩ ფუტბოლის,1,2,3,ის,სეტანტებს,მატჩ ტვ-ს და უკრაინული ფუტბოლების სამ არხს აჩვენებს.პროგრამები არ ჩანს და ეს დისკომფორტს იწვევს,მაგრამ ვცდილობ,გადაცემათა პროგრამები სხვაგან ვნახო ხოლმე.
Tyrt
Hesgoal.com
N
დონორუმა? არა, მამარდაშვილი!!!
Status quo
ვერ ვუყურე წუხელ.არც ერთ ქართულ არხზე არ გადიოდა.სად უყურებთ,დაწერეთ რა.
დ
არცერთ გიოს თამაშს არ ვტოვებ, ყველა მის მოძრაობას ვაკვირდები, ეს ბიჭი ფანტასტიკაა, ეგ როცა კიდევ უფრო დაიხვეწება, მერე ნახეთ თქვენ. წუხანდელი სეივი, როცა მან ჯარიმის შემდეგ ბურთი აიღო, მერე კიდევ გამოსვლაზე რომ ბურთი თავიდან ააცალა მოწინააღმდეგეს, ნამდვილი კლასიკა იყო. გავბედავ და ვიტყვი, მამარდაშვილი პოტენციურად მსოფლიოში ნომერ 1 მეკარეა.
გეგი
გენაცვალე გიო ასე გააგრძელე და სულ უკეთესი და უკეთესი თამაშები. რაც მთავარია არ მოდუნდე და არ დაკმაყოფილდე დღევანდელი დღით,რაც შეიძლება მეტი და მეტი შრომა საკუთარ თავზე ეგ გახსოვდეს სულ.
ნუკრი
ღმერთმა ქნას თასი აიღოს ვალენსიასთან ერთად და არა მგონია მაგ გუნდში დიდხანს გააჩერონ.მაგარი ბიჭია.წარმატებები გიოგი!!!
Winter
უმაგრესი ბიჭია, ცოტა ხანში უფრო ძლიერი გუნდები დაინტერესდებიან მისით. თავიდანვე ჩუმად მოხდა მისი ტრანსფერი და არ ჰქონია დიდი ზეწოლა. ამანაც მოახდინა გავლენა. ზოგადად ძალიან კარგია როცა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ზეწოლას არ ახდენს გულშეატკივარი და თავისუფლად განვითარების საშუალებას აძლევს. შარშან ზაფხულზე ყველამ იფიქრა, რომ მესამე მეკარედ მიდიოდა და არც მიაქციეს ყურადღება. ყველას რომ ასე ვაცადოთ და თავბრუ არ დავახვიოთ კარგი იქნებოდა. წარმატებები მამარდას. უკვე ისე გაგვეხსნა მადა, რომ ვალენსიაშიც აღარ გვინდა. უკეთეს გუნდს იმსახურებს, აშკარად გამორჩეულია თანაგუნდელებზე.
G.LA
ყოჩაღ მამარდას მართლაც კარგად ითამაშა. კარგი დარტყმებიც მოიგერია, პირისპირ რომ გავიდა ძალიან დროულად წაიკითხა და ჩაუხტა. ასე თუ გააგრძელა ჩვენ მართლა ძალიან მაგარი მეკარე გვეყოლება. წარამტება გიორგის.
სიმართლე
მაგარი ბიჭი გვეზრდება, გუშინაც მაგრად ვისიამოვნე ამის სეივებით (ის დარტყმა აუღებელი იყო). ამან ასე თუ გააგრძელა, არც გრანდში გადასვლა არაა გამორიცხული
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით