ევრობასკეტზე ჩვენი მეტოქეთა თავკაცი, საკადრო პრობლემების მიუხედავად, მომავალს ოპტიმისტურად უყურებს
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი მუშაობას უკვე შეუდგა. იგი ახალგაზრდა კალათბურთელებიდან არჩევს საუკეთესოებს, რომლებსაც მთავარ შემადგენლობას დაამატებს.

საკადრო პრობლემების მიუხედავად, მწვრთნელი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს:

- შემადგენლობის საკითხი გარკვეულია - ვერ დაგვეხმარება ამერიკელი ჯეი არ ჰოლდენი, მაგრამ ითამაშებდა თუ არა, მისი გადასაწყვეტი იყო. ასევე მაღელვებს ვიქტორ ხრიაპას საკითხი, სხვა ყველა კალათბურთელის ამბავი გარკვეულია. გვყავს გამოცდილი შემადგენლობა, არაერთ კალათბურთელს უთამაშია ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებსა თუ ოლიმპიადებზე. ეს ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს ანდრეი კირილენკო. მასთან ერთად გუნდის პოტენციალი საგრძნობლად გაიზრდება.

კირილენკო ნაკრებს 20 ივლისიდან შუერთდება. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ეროვნული გუნდის შეკრებაზე 1 აგვისტოდან გამოცხადებულიყო, თუმცა რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ კრასნენკოვმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა "იუტა ჯაზის" ფორვარდს ნაკრების შეკრებაზე 20 ივლის გამოცხადება სთხოვეს.

- ველაპარაკე როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, ასევე ეროვნული ნაკრების მწვრთნელს. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გადაწყვეტილი მქონდა, 1 აგვისტომდე დამესვენა, თუმცა სიტყვიერად შევუთანხმდი პრეზიდენტს და მწვრთნელს, რომ რუსეთის ნაკრებს 20 ივლისიდან, სლოვენიურ შეკრებაზე შევუერთდები. ნაკრებში სათამაშოდ ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვარ, - განაცხადა "იუტას" ფორვარდმა და განაგრძო:

- გამეხარდა, როცა გავიგე, რომ დევიდ ბლატი რუსეთის ნაკრების მწვრთნელად დარჩა. ის ჩემთვის ყოველთვის იყო კარგი მწვრთნელის მაგალითი და რაც მთავარია, ნაკრებში სიახლეების შემომტანი. ის ახერხებს, რომ ერთდროულად დესპოტიც იყოს და დიპლომატიც. ვარჯიშებისას მკაცრია. თუკი მწვრთნელს მაღალი ავტორიტეტი არ გააჩნია, მისი მუშაობა ნაყოფს ვერ გამოიღებს. ადრე თუ გვიან, მოთამაშე ხმას აიმაღლებს მისი მისამართით და ეტყვის მწვრთნელს: მეგობარო, შენ შეგიძლია გვიყვირო, მაგრამ იცოდე, რომ ნაკრებში ჩვენ სათამაშოდ მოვედით და არა პელმენების გასაკეთებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა