ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" პრაქტიკულად უკვე განხორციელებულ ტრანსფერს რუსეთში გამოეხმაურნენ. კომენტარი "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა გააკეთა.

"ის "ნაპოლიში" ადაპტაციას მოახერხებს. იქ დიდი კონკურენციაა, ახალგაზრდა ტალანტები ჰყავთ. დიდხანს ადაპტაციის საშუალებას იქ არ მისცემენ. საჭირო იქნება სწრაფად პროგრესირება და რაც შეიძლება მეტი სათამაშო დროის მიღება. ასეთი ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი იმას გულისხმობს, რომ თუ რაღაც ისე არ წავიდა, "ნაპოლის" შეუძლია მშვიდად გაუშვას იჯარით. სათამაშო დროს მისცემენ, საკითხავია - როგორ გამოიყენებს. მისი მსუბუქი წონადობა დამატებითი ათლეტიზმით უნდა განმტკიცდეს. ეს იტალიაა, იქ სერიოზული ბრძოლა იქნება", - ციტირებს ბილიალეტდინოვს "სპორტ-ექსპრესი".

კვარაცხელიას მომავალ ტრანსფერს წერილი "კომერსანტმა" მიუძღვნა:

"ბოლო სეზონების რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე კაშკაშა დრიბლიორი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც "რუბინი" მარტის დასასრულს დატოვა, ახლოსაა იტალიის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გაფორმებასთან. ეს საინტერესოა, მაგრამ ისე მოჩანს, იტალიური კლუბისთვის საკმაოდ სარისკო გარიგებაა. ლამაზად მოთამაშე ქართველი გარემარბი არასოდეს გამოირჩეოდა რუსეთის პირველობაზე მაღალი ეფექტურობით. "ნაპოლიში" კი ძირითადში მოსახვედრად მაღალი დონის მთელ რიგ ძვირად ღირებულ შემტევებთან კონკურენცია მოუწევს.

რუსეთის პრემიერლიგისთვის, სადაც კვარაცხელია, ფაქტობრივად, როგორც მოთამაშე ჩამოყალიბდა, მისი ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც "ნაპოლია", დიდი მოვლენაა. "ნაპოლი" არა მხოლოდ კონტინენტური "დიდი ხუთეულის", არამედ ელიტური გუნდია. ამ სეზონში იტალიაში ოქროსთვის იბრძვის. ამასთან, არ შეიძლება ითქვას, თითქოს ხვიჩასადმი გრანდისგან ყურადღების მიქცევა დიდი სიურპრიზი გახლდათ. ადრე რიგი ბრიტანული გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ ქართველით ინგლისის პრემიერლიგის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ დაინტერესებული - მაგალითად, "ტოტენჰემი" და "არსენალი" მზად იყვნენ 10 მილიონ ფუნტად შეეძინათ.

გასული და ამ საუკუნის ათწლეულების განმავლობაში, დიდი ალბათობით, ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე იყო. მიმდინარეს ჩათვლით, ოთხ სეზონში ის ან საუკეთესო იყო, ან შედიოდა სამ საუკეთესოთა შორის ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა დრიბლინგი, წარმატებული "მოტყუება". Opta-ს მონაცემებით, საშუალოდ მატჩისას ამას ოთხზე მეტჯერ აკეთებდა: ეს ბრწყინვალეა.

თუმცა სინამდვილეში გარიგებაში "ნაპოლისა" და თავად ხვიჩასთვის არსებითი რისკი, ალბათ, არსებობს. საქმე იმაშია, რომ კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაში ცუდად შეესაბამებოდა ეფექტურობას. მან რუსეთის ჩემპიონატზე 75 მატჩში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა. არც საგოლე გადაცემების სტატისტიკა აქვს არაფრით უკეთესი - ამ დროს განსაკუთრებულად შეტევაზე ორიენტირებულ ვინგერს უკეთესი შედეგიანი მოქმედება მოეთხოვება. "ნაპოლიში" ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ტოპ-კლასის სოლიდურ ჯგუფთან კონკურენციაში მოუწევს, რომლებიც კარგ ტონუსში იმყოფებიან და მსგავსი ფუნქციებისანი არიან - ვიკტორ ოსომხენი, ირვინგ ლოსანო, დრის მერტენსი და მატეო პოლიტანო. უშუალოდ მისი კონკურენტი კი, შესაძლოა, ლორენცო ინსინიე (ტორონტოში აპირებს გადასვლას - რედ.) იყოს, რომელიც ასევე ხშირად თამაშობს შეტევის მარცხენა ფლანგზე - იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც კლუბის ფანებს შორის კოლოსალური პოპულარობით სარგებლობს".

შავი კაცი
საინტერესოა ამათი აბსურდული ანალიზი.. ფაქტებით ვიმსჯელოთ.. მაშ ასე დავიწყოთ: 1. ინსინეს პენლებით ააქვს წელს 85 პროცენტი გოლი გატანილი. 2. ინსინე იტალიის სერიაში გაიზარდა დაბერდა. 3.სპალეტი გუნდურ თამაშს ათამაშებს და არა მხოლოდ დაცვას მორინიოსთან განსხვავებით. 4.ხვიჩა ჯერ იქაური მწვრთნელებისთვის და ფეხბურთელებისთვის დიდი სურპრიზი იქნება ჯოკრად. 5.კვარაცხელია ის ფეხბურთელი არაა გულზე ხელდაკრეფილი ოჯდეს სკამზე ის შრომისმოყვარეა. 6.რუბინში გოლები და საგოლეები არ აკლდა როცა ხვიჩასთან ერთად დესპოტოვიჩი და ბაკაევი თამაშობდნენ სივრცეები ეძლეოდა. 7.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მთელი მოწინააღმდეგე კლუბის დაცვა ხვიჩას მეურვეობდა ეს კი ღრუსებს გიხაროდათ დავკეტეთ არაფერი შეუძლიაო. 8.ინსინესთან შედარებით ის 21 წლისაა. 9.უკვე მსოფლიო ფეხბურთის ყურადღების ცენტრშია,კარგად დააკვირდით მის თამაშებს რომ გადავა,დატკბით როგორ მიეცემა სივრცეები ვარსკლავების გარემოცვაში და როგორ გამოიყენებს ის ყოველ შანს. 10.ხვიჩა კვარაცხელიაა და არა მირანჩუკი რომელიც რონალდოდ შერაცხეთ. 11.თუ ასე უსუსური და სუსტია და არ გაამართლებს უკაცრავად მაგრამ რატო გაინტრიგებთ და განიხილავთ?! ასე რომ ჩემო ძვირფასებო თქვენი ანალიზი იქ გაიკეთეთ ეხლა გულში რომ გაიფიქრეთ.. თქვენდა სამწუხაროდ მაქედან საუბრით მხოლოდ გაგვამხიარულებთ და ხვიჩას უფრო მეტ მოტივაციას მიცემთ რომ დაგადუმოთ და თავი იქ შეყოთ სადაც წეღან გულში გაიფიქრეთ.. დიდი სიყვარულით მონებს საქართველოდან!!!
სოსო
ნაკრებში მშვენიერი სტატისტიკა აქვს,ასე გააგრძელე კვარა!

რატომ ადისლაიქებთ, მართლა ხდებოდა ორი წლის განმავლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი რუსეთში, თუ არ გჯერათ დაგუგლეთ :)) თუ რუსებს რომ ჯობდა ის გწყინთ?
ვაჟა მასწავლებელი
ერთი რამე ვერ გავიგე ამ საფეხბურთო "ექსპერტ - ნოსტრადამუსების" მოსაზრებებიდან: ვინც ხვიჩას ტრანსფერში ფულს იხდის თვალები დაფსული აქვს? თუ ფეხბურთში ვერ ერკვევა? ან ფული გადასაყრელი აქვს?
დ
და ვის აინტერესებს თქვენი აზრი? მიხედეთ ერთმანეთს, როგორ აქ დაწერა ვიღაცამ, გაიყავით და ითამაშეთ რუსებმა, აზრები თქვენთვის შეინახეთ, თქვენი არაფერი სანდო არაა და რაღა აქ იქნებით სამართლიანები?!

ორი წელი ხო არცერთი რუსი არ მიაკარა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულს:)) შურით არ გასკდეთ მთავარია რუსებო:დ
სხვა რამე
გოლები არ ვიცი მაგრამ საგოლე პასებს შეტევაში რომ ხეები ერგოთ ვერ იყენებდნენ
foodboll
მაგათმა ერთი ადგილი დააყენონ, თავიანთ ნიჭიერებს მიხედონ, უნიჭოები და შურიანები
დათო
თუ არენდა, ისევ ბათუმი, ევროპა ტურნირზე მაინც ითამაშებს. არადა ეგ "ნაპოლი" ნაღდათ ვერაა ის დონე ხვიჩა რო გააარენდოს.
აბგდ
ამ ბიჭმა პირველ რიგში ნაკრებში დაამტკიცა ყველაფერი.გაცილებით რთული მეტოქეები დაჯაბნა და სტატისტიკაც კარგი აქვს ასე რომ რუბინზე მეტად ამ კაცს ნაკრებში აკვირდებოდნენ!სადაც საჭირო იყო გაიტანა და ასისტიც დადო.
gio
დასძლევს და გვასახელებს
Winter
ჯერ ასეთი პატარაა და უკვე რამდენი სირთულე შეხვდა. არ ყოფილა მარტივი არცერთი ეტაპი, განსაკუთრებით ლოკომოტივისან გამოგდება და ახლაც ომის ფონზე რუბინის ასე დატოვება. თან მუდმივი წნეხი საზოგადოებისგან. რატომღაც სხვა მისი ასაკის ფეხბურთელებს თავისუფლად განვითარების საშუალებას ვაძლევთ, აჟიოტაჟს არ ვტეხთ და ამას ყველაფერი თავს დავატეხეთ, ქება-დიდებიდან დაწყებილი მოღალატის ძახილით დამთავრებული. რუსეთში ორი წელია ზედიზედ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ხდებოდა, რუსი ახალგაზრდები ძალიან დაიჩრდილენ მის ფონზე. არც მიკვირს რუსული პრესა რომ წაკბენს ხოლმე და ბოღმიან სტატიებს წერს მასზე. ნაპოლიში რომ წავა, თავიდან კარგად რომ ვერ წაუვიდეს საქმე უკვე წარმომიდგენია რასაც დაატეხავენ თავს, პირველ რიგში საქართველოდან. მარა მგონი უკვე იმუნიტეტი გამოიმუშავა ნეგატივის ასხლეტის და ღირსეულად გადატანის.
ემიგრანტი
მასე იყო ლოკომოტივში რო მივიდა და ეჭვებში იყვნენ მერე რუბინში და ყველა აალაპარაკა მთელი ოკუპანტი რუსეთი და მათ თაობას თავზე გადაახია საუკეYესო რომ არის და ნაკოპი ლიდერი და დომინანტი გუნდია თავის ჩემპიონატში ვიდრე რუბინი რუსეთში დონეს რაც შეეხება კვარას შეუძლია ტოპ ფეხბურთელების წინააგმდეგ თავისუფლად თამაში რაც არა ერთხელ დაამტკიც ანაკრებში ასე რომ კვარა ნაპოლასი გაიბრწყინება იტალიელები უკეთეს გახდიან წარმატებები კვარა
კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
გაქაჩავს თუ არა ხვიჩა "ნაპოლიში"? - კაპელოს, ვაისის, სიომინის და სხვა სპეციალისტების ვარაუდი
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
"კვირკველიას საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ტყუილად არავინ დაასახელებდა"
კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ფასები განახლდა - კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია
"ხვიჩა უმატებს და ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო იქნება" - "რუბინის ყოფილი მწვრთნელი
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
კვირკველია საძაგელი იხვის ჭუკი იყო - "რუბინის" ექსმწვრთნელი
"როცა კარგად ხარ და გენდობიან..." - რატომ დარჩა საბა კვირკველია "რუბინში"
საბა კვირკველია: ხუთი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ წასვლა არ მინდა