საწყლოსნო კომპლექს ”ოლიმპიკის” აუზმა თბილისის ღია პირველობის მონაწილეებს მოუყარა თავი
საწყლოსნო კომპლექს ”ოლიმპიკის” აუზმა თბილისის ღია პირველობის მონაწილეებს მოუყარა თავი. შეჯიბრების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო დედაქალაქის მერიის სპორტის სამსახური (უფროსი მერაბ ჩიქობავა), რომელმაც გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

პირველობაში მასპინძლებთან ერთად რუსთავის (17 მოცურავე), ჭიათურის (11), საჩხერის (10), სოფელ ჭორვილას (5) და გორის (16) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სულ 133 ქალ-ვაჟი ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებს ოთხ ასაკობრივ ჯგუფში. გამარჯვებულები და პრიზიორები სამ დისტანციაზე მოგროვებული ქულათა ჯამით გამოვლინდა. სასიამოვნოა, რომ პერიფერიების წარმომადგენლები დედაქალაქიდან ხელხვავრიელად გაემგზავრნენ. გულსატკენი კი ის ფაქტია, რომ შეჯიბრებაზე ვერც ამჯერად ჩამოვიდნენ ქუთაისელი და ბათუმელი სპორტსმენები.

დასანანია ისიც, რომ ზოგიერთ დისციპლინაში დისტანციებზე მხოლოდ თითო წარმომადგენელი იყო, ზოგან კი ისიც არ ჰყავდათ. ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ცურვას საქართველოში მეტი ყურადღება სჭირდება. სასურველია, რომ ჭიათურისა და საჩხერის ბოლოდროინდელ მაგალითს სხვა რეგიონების წარმომადგენლებმაც მიბაძონ.

ახლა კი, თვით თბილისის ღია პირველობის შესახებ. ვფიქრობთ, კვარცხლბეკი საქართველოში ცურვის დღევანდელ მდგომარეობას უფრო ნათლად დაგვანახვებს:

უფროს ასაკში (1994 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი) სამი დისტანციის ჯამში პირველ ადგილებზე გავიდნენ: თავისუფალი ყაიდა, სპრინტი (50, 100, 200 მ) - გვანცა ხინჩეგაშვილი (გორი), სტაიერული დისტანცია (400, 800, 1500 მ) - ირაკლი რევიშვილი (თბილისი, ”ტონუსი”), ბრასი - ეკა კაჭახიძე (”ლაგუნა ვერე”), ვაჟებს მონაწილე არ ჰყავდათ, ბატერფლაი - მარიამ მეჭურჭლიშვილი (”ლაგუნა ვერე”) და დავით მურჯიკნელი (”დიღომი”), გულაღმა ცურვა - გიგი მთვრალაშვილი (”ტონუსი”), კომპლექსური ცურვა - მაია ხრიკული (”ლაგუნა ვერე”). ყველა მონაწილე ეულად ებრძოდა დროს ცისფერ ბილიკებზე. მხოლოდ თავისუფალ ყაიდაში (სპრინტი) ეჯიბრებოდა ორი ვაჟი ერთმანეთს: 1. გიორგი ბუხრიკიძე. 2. გიგა აფციაური (ორივე-გორი).

უმცროს ასაკებში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ დისციპლინების უმრავლესობაში კვარცხლბეკი სრულად შეივსო (სამწუხაროდ, ჩვენი საქმე აქამდე დავიდა):

იუნიორები

თავისუფალი ყაიდა. სპრინტი. 1. დავით სიხარულიძე (”ტონუსი”), 2. ომარ კოპაძე (გორი), 3. რევაზ ესაძე (”ლაგუნა ვერე”); ბრასი. 1. გიორგი მარსაგიშვილი (”დიღომი”), 2. გიორგი ჩინჩალაძე (”ლაგუნა ვერე”), 3. შმაგი ასაბიშვილი (რუსთავი). გულაღმა ცურვა. ვაჟები. 1. ნიკოლოზ სიხარულიძე (”ლაგუნა ვერე”), 2. ცოტნე დევდარიანი (რუსთავი), 3. ნიკოლოზ მესხი (”ტონუსი”). გოგონები. 1. მარიამ გაფრინდაშვილი (ჭიათურა), 2. მეგი ხათაშვილი (გორი), 3. ანა სანარსკი (ჭიათურა). კომპლექსური ცურვა. 1. ირაკლი ბოლქვაძე (”ტონუსი”).

კადეტები

თავისუფალი ყაიდა. სპრინტი. გოგონები. 1. სოფიო საღარაძე (”ტონუსი”), 2. ელენე უნდილაშვილი (დიღომი), 3. ნინო მეზვრიშვილი (გორი). ვაჟები. 1. დავით შახნაზაროვი (”ლაგუნა ვერე”), 2. დავით გილაშვილი (გორი), 3. შალვა დონაძე (დიღომი). სტაიერული დისტანცია.1. გაგა გრძელიშვილი (საჩხერე), 2. ნიკა ყაულაშვილი (რუსთავი), 3. აკაკი ჯიბუტი (”ნეპტუნი”). ბრასი. გოგონები. 1. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი), 2. თამარ გამგებელი (საჩხერე), 3. თამარ ჭოლოკავა (რუსთავი). ვაჟები. 1. ლუკა კერვალიშვილი (”დელფინი”), 2. სიმონ მიროტაძე (საჩხერე), 3. ერეკლე ბახტაძე (”ლაგუნა ვერე”). გულაღმა ცურვა. 1. ოქსანა ბელოვა (რუსთავი), 2. ანა კეჟერაშვილი (”ტონუსი”), 3. სოფიო სუქნიძე (ჭიათურა). ვაჟები. 1. ნიკოლოზ კოკელაძე (”ლაგუნა ვერე”), 2. ირაკლი ლომიძე (”ტონუსი”), 3. ოთარ დავითაშვილი (გორი). ბატერფლაი. გოგონები. 1. მარიამ ობოლაშვილი (რუსთავი). ვაჟები. 1. თემურ კობახიძე (”ლაგუნა ვერე”).

უმცროსი ასაკი (1997 წელს და უფრო გვიან დაბადებულნი).

თავისუფალი ყაიდა. სპრინტი. გოგონები. 1. რუსუდან კირკაძე (დიღომი), 2. ელენე ბერაია (”ოლიმპიკი”), 3. ელენე ლომიძე (”ტონუსი”), ვაჟები. 1. ვასილ ხიზანიშვილი (”ტონუსი”), 2. ბექა ხეჩუაშვილი (დიღომი), 3. დავით ბოკერია (”ტონუსი”). ბრასი. გოგონები. 1 მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე), 2. ქეთევან ყამარაული (”ტონუსი”), 3. ქეთევან ღვინიაშვილი (გორი). ვაჟები. 1. გიორგი ბარბაქაძე (რუსთავი), 2. ლევან ბახტურიძე (საჩხერე), 3. საბა მდივანი (”ტონუსი”). გულაღმა ცურვა. გოგონები. 1. ნატალია ჯაფარიძე. ვაჟები. 1. ირაკლი ჭარბაძე (”ტონუსი”), 2. ნიკიტა გიორგაძე (”ლაგუნა ვერე”), 3. გიორგი ხვედელიძე (”ტონუსი”). ბატერფლაი. 1. ბაჩანა ტყემალაძე (ჭიათურა), 2. უჩა წერეთელი (”ოლიმპიკი”), 3. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი). კომპლექსური ცურვა. 1. თამთა გიგილაშვილი (რუსთავი).

ასაკების მიხედვით საპრიზო ადგილებზე გასულთა ქულებით უფროსებსა და კადეტებში თასები ”ლაგუნა ვერეს” ხვდა, იუნიორებსა და უმცროსებში პრიზები ”ტონუსმა” დაისაკუთრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა