საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბანს” ესტუმრნენ.

92-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ევროპული სტანდარტის, საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბანი“-ს მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის დეტალები სტუმრებს საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბნის“ დირექტორმა ჯაბა დვალმა გააცნო. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ორი ხელოვნურსფარიანი მოედნის მშენებლობა, მაისის თვეში კი ბუნებრივსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

ახალაშენებულ სტადიონზე სფფ-ის პროექტის „სახალისო საფეხბურთო სკოლების“ ფარგლებში საწვრთნელი ვარჯიშებიც გაიმართა, რომელშიც საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბნის“ ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

სკოლაში სტუმრად ასევე იმყოფებოდნენ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი.

ამ ეტაპზე საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბანში“ 120-ზე მეტი ბავშვი ირიცხება. სკოლას ჰყავს როგორც გოგონათა, ისე რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე და ასაკობრივი გუნდები. აღსანიშნავია, რომ გოგონებისთვის საფეხბურთო სკოლაში სწავლა სრულიად უფასოა.

GFF.GE

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...