ბაკურიანში შეკრებაგავლილმა ცხინვალის ”სპარტაკმა” ახალი სეზონის დაწყებამდე გუშინ, 5 ივლისს პირველი სპარინგ-მატჩი ჩაატარა
ბაკურიანში შეკრებაგავლილმა ცხინვალის ”სპარტაკმა” ახალი სეზონის დაწყებამდე გუშინ, 5 ივლისს პირველი სპარინგ-მატჩი ჩაატარა: ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ”მერანის” სტადიონზე ”გაგრას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

ეს ერთადერთი ბურთი 21 წლის ბადრი ტეტუნაშვილმა გაიტანა - ”სპარტაკის” მცველმა, მატჩის მე-7 წუთზე გამოიჩინა თავი, როდესაც 18 წლის ვალერი კილასონიას საჯარიმო დარტყმას ზუსტი გაგრძელება მოუძებნა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს ანგარიშის შეცვლა რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა ვლადიმირ ორდინსკის, ზვიად ჩხეტიანის, შალვა კვანტალიანის (სამივე-”გაგრა”), ზვიად მეტრეველის, კობა შალამბერიძის, თეიმურაზ შონიასა და რევაზ ჯიქიას (ოთხივე - ”სპარტაკი”) მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. როგორც სპარინგ-მატჩებს ”სჩვევია”, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბადრი კვარაცხელიამ (”სპარტაკი”) და ანატოლი პისკოვეცმა თავიანთი გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. გუშინდელი სპარინგ-შეხვედრა კი გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ჩაატარეს:

”სპარტაკი”: ზარქუა - ციმაკურიძე, გ. კვარაცხელია, ტეტუნაშვილი, ბოიომო - კილასონია, შონია, შალამბერიძე, - ბუზალაძე, რ. ჯიქია, მეტრეველი.

შეცვლებზე შევიდნენ: ლ. ძაგანია, მამუჩიშვილი, გ. ალავიძე, თუხარელი, კაკაშვილი, ნარიმანიძე, ბურძენაძე, ზერეკიძე, ხაჭვანი, გ. სეფიაშვილი.

"გაგრა": კ. სეფიაშვილი - კალანდაძე, ტყეშელაშვილი, ზ. ჩხეტიანი - ხუციძე, ნაკონეჩნი, შარიქაძე, სიჭინავა, ნ. ჯიშკარიანი - ორდინსკი, კვანტალიანი.

შეცვლებზე შევიდნენ: ბეგაშვილი, ჭკუასელი, ხუბუა, გაბედავა, კობერიძე, გაბუნია, ციცხვაია, ქართველიშვილი, ზვიადაძე, ყურულაშვილი, დ. გიგაური.

მომდევნო საკონტროლო მატჩს ”სპარტაკი” 8 ივლისს ”ჩიხურასთან” ჩაატარებს. თუმცა, მანამდე გუნდს კიდევ ერთი სპარინგ-შეხვედრა ექნება - დღეს, 6 ივლისს სტუ-სთან ის ფეხბურთელები ითამაშებენ, გუშინ შეცვლაზე რომ შემოვიდნენ, პლუს დუბლშემადგენლობის მოთამაშეებიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს