გიორგი შერმადინის მორიგი შანსი, გახდეს ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო კალათბურთელი. მორიგი ტურის მატჩში მისმა “ტენერიფემ” სტუმრად “უნიკახა” 97:64 გაანადგურა და ქართველი ცენტრი ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

რაც შეეხება მთლიანად 29-ე ტურის MVP-ის ტიტულს, მისი მიღება შერმადინისთვის ფორმალობაა და მას ლიგა ენდესასგან ოფიციალური დადასტურება სჭირდება. ტურის არცერთ სხვა მატჩში შერმადინის დარი სარგებლიანობის კოეფიციენტი არავის დაუფიქსირებია, რაც იმას ნიშნავს, რომ “შერმინატორი” ზედიზედ მეოთხედ გახდება ტურის საუკეთესო. აქვე აღვნიშნავთ, რომ ის გასული, მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მფლობელია და აპრილის თვეშიც უდიდესი ალბათობით მოიგებს ამ პრიზს.

მიუხედავად დიდი სხვაობისა, ტენერიფელთათვის სტუმრად გამარჯვება იოლად არ მოსულა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო პერიოდი, რომელშიც ტენერიფელებმა 27:7 დაამარცხეს შერმადინის ყოფილი კლუბი და ჩემპიონატში მე-19 გამარჯვებას უწიეს. ქართველმა ცენტრმა ისევ ფანტასტიკური შედეგიანობა გამოავლინა. წინა ტური მან 23 წუთში 24 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ამჯერად კი 21 წუთში თავი 19 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა. მისი გამჩერებელი არავინ მოიძებნა – 11-დან 9 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო. ჩაროზად შერმადინს თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება ჰქონდა. სარგებლიანობის ინდექსით (30) შერმადინს ვერავინ მიეკარა. “უნიკახაში” ამ მხრივ საუკეთესო იყო კამერონ ოლივერი, ხოლო “ტენერიფეში” ქართველის შემდეგ 18 მქკ-თი (მარგი ქმედების კოეფიციენტი) მარსელინიო უერტასი (18) მოდის.

19 მოგებითა და 6 მარცხით “ტენერიფემ” ცხრილის მე-3 საფეხურს უწია და მის წინ მხოლოდ ესპანური გრანდები – "ბარსელონა" და "რეალია". შემდეგ ტურში "ტენერიფე" სწორედ "ბარსას" ეთამაშება. შეხვედრა 24 აპრილს კატალონიაში გაიმართება.

GBF

შოთა
რა მაგარი კაცია ჩვენი შერმინატორი. მეამაყები ძმაო. დაუჯერებელია თითქოს ეს ყველაფერი და სიზმარი!!! პატარა საქართველოს შვილი, რეებს სჩადის ესპანეთში))) მგელი ხარ მგელიიი!!!
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა