გიორგი შერმადინის მორიგი შანსი, გახდეს ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო კალათბურთელი. მორიგი ტურის მატჩში მისმა “ტენერიფემ” სტუმრად “უნიკახა” 97:64 გაანადგურა და ქართველი ცენტრი ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

რაც შეეხება მთლიანად 29-ე ტურის MVP-ის ტიტულს, მისი მიღება შერმადინისთვის ფორმალობაა და მას ლიგა ენდესასგან ოფიციალური დადასტურება სჭირდება. ტურის არცერთ სხვა მატჩში შერმადინის დარი სარგებლიანობის კოეფიციენტი არავის დაუფიქსირებია, რაც იმას ნიშნავს, რომ “შერმინატორი” ზედიზედ მეოთხედ გახდება ტურის საუკეთესო. აქვე აღვნიშნავთ, რომ ის გასული, მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მფლობელია და აპრილის თვეშიც, უდიდესი ალბათობით, მოიგებს ამ პრიზს.

მიუხედავად დიდი სხვაობისა, ტენერიფელთათვის სტუმრად გამარჯვება იოლად არ მოსულა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო პერიოდი, რომელშიც ტენერიფელებმა 27:7 დაამარცხეს შერმადინის ყოფილი კლუბი და ჩემპიონატში მე-19 გამარჯვებას უწიეს. ქართველმა ცენტრმა ისევ ფანტასტიკური შედეგიანობა გამოავლინა. წინა ტურში მან 23 წუთში 24 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ამჯერად კი 21 წუთში თავი 19 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა. მისი გამჩერებელი არავინ მოიძებნა – 11-დან 9 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო. ჩაროზად შერმადინს თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება ჰქონდა. სარგებლიანობის ინდექსით (30) შერმადინს ვერავინ მიეკარა. “უნიკახაში” ამ მხრივ საუკეთესო იყო კამერონ ოლივერი, ხოლო “ტენერიფეში” ქართველის შემდეგ 18 მქკ-თი (მარგი ქმედების კოეფიციენტი) მარსელინიო უერტასი (18) მოდის.

19 მოგებითა და 6 მარცხით “ტენერიფემ” ცხრილის მე-3 საფეხურს უწია და მის წინ მხოლოდ ესპანური გრანდები – "ბარსელონა" და "რეალია". შემდეგ ტურში "ტენერიფე" სწორედ "ბარსას" ეთამაშება. შეხვედრა 24 აპრილს, კატალონიაში გაიმართება.

GBF

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა