გერმანიის თასის ნახევარფინალში „ჰამბურგი“ სახლში „ფრაიბურგთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაივსო

„ფოლკსპარკშტადიონი“ პირთამდე, მაგრამ ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე მყოფმა გუნდმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო და გამარჯვებულის ვინაობა შესვენებამდე გაირკვა.

მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე 85-ე წუთზე ანსი სუჰონენის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. 88-ე წუთზე გლატცელმა "ფრაიბურგის" კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

HSV ჩემპიონატზე 48 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მესამეადგილოსან "სანტ პაულის" 5 ქულით ჩამორჩება, მორიგ შეხვედრას კი 23 აპრილს სტუმრად „რეგენსბურგთან“ გამართავს.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 57 000 მაყურებელი

ჰამბურგი - ფრაიბურგი 1:3

გოლები: 0:1 პეტერსენი (11), 0:2 ჰოფლერი (17), 0:3 გრიფო (34, პენ), 1:3 გლატცელი (88)

შავი კაცი
ზოგადად ჰამბურგი ვარსკლავებს ვერ წყვეტს ციდან.. უხარისხოდ თამადობს დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც... რაც შეეხება ჩაკვეს არამგონია მარტო მე ვხედავდე ამ ყველაფერს,უფრო ფსიქოლოგიურად უჭირს ვიდრე ფიზიკურად აი ძალიან ერიდება ორთაბძოლებს თითქოსდა ტრავმა არ მივიღოო ეშინია და ეს არის მისი დაღმასვლის მიზეზი,ამიტო ვერ ღებულობს საკუთარ თავზე თამაშს.. მაგალითი ხვიჩასგან რომ ავოღოთ თუნდაც ის რომ ბევრი ჩვენთაგანი ტრამვას ხშირად უხსენებს მოერიდე ნაპოლში გადასვლამდეო მაგრამ ხვიჩა თავს არ ზოგავს და პირიქიდ.. ეს კარგი მაგალითია თუ თამაშშს გაექცევი არაფერი არ მოვა მისით, გიო კარგად დაფიქრდი რა აზრი აქვს თამაშიდან გაქცევას სულ სინანულით გაგიხსენებთ ამით და ბოლოს დაავიწყდები ყველას!! გადი მოედანზე და ყოველი თამაში ითამაშე როგორც უკანასკნელი და ბოლომდე იომე ,,ჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი,, მთელი ცხოვრება ომია და ია ვარდებით მოფენილი გზა მწვერვალისკენ არავის გაუვლია!! მჯერა მალე დაგინახავთ თვალებ ანთებულს ჩვენ ამის გვჯერა მთავარია შენ დაიჯერო!!
კობა
არ გიმართლებს გიორგი ჯერჯერობით!!...თუ ვინმე ფიქრობდა, რომ ჯადოსნური ჯოხი გქონდა ის ან სულელია ან თვითმოტყუებული!!!...მთავარია გული არ გაიტეხო!!!...
გიო
აქ საქმე ძალიან მარტივად არის ჰამბურში მწვრთნელმა მისცა შანსი ათამაშა ძიეითადშიც რამდენიმე მატჩი დაკმაოდ მისცა დრო მაგრამ სამწუხაროდ ჩაკვეტაძის თამაშის ხარისხი და დონე არ იყო დამაკმაყოფილებელია გუნდიათვის ვერ აჩვენა ჩაკვეტაძემ ის ფეხბურთი რომელიც ჰამბურგს დაეხმარებოდა ვერ გაძლიერა გუნდი ჩაკვეტაძის ტრანსფერმა ხოდა გადასვეს ისევ სკამზე და ახლა რამდენ დროსაც აძლევს ბოლო მატჩებში მწვრთნელი მაგდენს გენტშიც აძლევდნენ. ძალიან სამწუხაროა მე მართლა მეოგონა რომ მაქსიმუმ 1 თვეში ჰამბურგის ძირითადის ფეხბურთელი გახდებოდა მაგრამ პირიქით მოხდა სამწუხაროდ((
Irakli
ფაქტია ვერ უჩვენებს იმ თამაშს რაც გვსურს, მეორე ლიგელ ჰამბურგში თუ ვერ გამოიჩინე თავი აბა სხვაგან სად თუ არა ისევ საქართველოში. ამას გულის ტკივილით ვწერ და არა უბრალოდ გასაკრიტიკებლად, და რა თქმა უნდა დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩაკვეს!
ლევანი
ეჰჰ რასაც მე ვუყურე ჰამბურგის რამოდენიმე თამაშს შთაბეჭდილება ნამდვილად არ მოუხდენია..სამწუხაროდ... არ იღებს თავის თავზე თამაშს ან ვერ იღებს. უყურა უყურა მწვრთნელმა და სულ უფრო უმცირებს სათამაშო დროს ღირებულს რო ვერაფერს აკეთებს. მართლა ხო არ ჯობია საერთოდ ქვემოდან დაიწყოს, მაგალითად რომელიმე ქართულ გუნდში. თუ აქ თავი გამოიჩინა მაინც წაიყვანენ, ახლა ისეთი დროა ყველამ ყველაფერი იცის, თუ კარგი ხარ შეგამჩნევენ. თავის მოტყუება კიდე ვის რაში ჭირდება.

არაფერი პრობლემა არ აქვს, ყველა თამაშს ვუყურე რაც ამ გუნდში, კაცი არ მოუტყუებია, სულ განზე ან უკან დარბის და პასსაც მენთეშაშვილი ვით უკან აკეთებს. არ დაიტოვებს ამას ჰამბურგი და საერთოდაც ჯობია საქართველოში დაბრუნდეს
შოკირებული გულშემატკივარი
რამდენ წუთსაც უძლებს იმდენს ათამაშებენ და კარგი ექიმი რით ვერ უპოვეს რო ჯანი მოემატოს
რუსთავი
ნეტა რა პრობლემა აქვს ამ ბიჭს, მეორეხარისხოვანი როლიდან ჩამოვიდა მესამეხარისხოვან როლზე ნაცვლად აღზევებისა (((
sormona
ეეჰ ჩაკვე ჩაკვე როგორ მენანები :(
კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
"შთამბეჭდავია და კაკას მოგვაგონებს" - "უდინეზემ" ჩაკვეტაძე წარადგინა