ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ალექსეი ანდრონოვმა Fanday.net-თან ვრცელ ინტერვიუში რუსეთის უკრაინაში ინტერვენცია დაგმო, თქვა, რომ შეიძლება გადაირიო, როდესაც ბელანოვს სანგრებში, ბესონოვს კი ავტომატით ხელში ხედავს. მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გაიხსენა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

- თქვენი აზრით, რა მიზანს ისახავს პუტინი უკრაინაში?

- მე არ შემიძლია მის თავში შევძვრე. პუტინის უკვე კარგა ხანია არ მესმის. არც ერთ არჩევნებზე არასოდეს მიმიცია მისთვის და მისი პარტიისთვის ხმა. მათი ვექტორი არ მომწონს. არასდროს ვიყავი თავიდანვე გაცხადებული მისი გზავნილის მომხრე, რომ სსრკ-ის დანგრევა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. ვთვლი, რომ სსრკ ხელოვნური სახელმწიფო იყო, თხელი ძაფით ნაკერი და ეს ძაფი გარკვეულ მომენტში გაწყდა. მიმაჩნია, რომ სსრკ-ის დანგრევა წყალობა გახლდათ და არა კატასტროფა. გაჩნდა დამოუკიდებელი ქვეყნები, ხალხს ეროვნული თვითშეგნება გაუჩნდა. ასეთივე ისტორია მოხდა იუგოსლავიაში, რომელიც ასევე ხელოვნურ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

ამიტომ მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას. ვისაც თვალები აქვს, ის ხედავს, რა მოხდა საქართველოში 2008 წელს, რა მოხდა ყირიმში 2018 წელს. ვერ ვიტყვი, ამ ადამიანის მორიგი ამბიციები რამდენად შორს მიმავალია.

- უკრაინასთან მიმართებით რუსეთში პუტინის პოლიტიკას რატომ უჭერს უმეტესობა მხარს?

- ეს რუსების უმეტესობას აწყობს, ისინი ამით ამაყობენ. ცნობილმა ჟურნალისტმა სევა ნოვგოროდცევმა ერთხელ ასეთი ფრაზა წარმოთქვა: "რუსეთში ყოველთვის იქნება მონატრება რკინის ხელის გამო". არ შემიძლია მას არ დავეთანხმო. პუტინი აბსოლუტურად კეთილსინდისიერად მოიგებს ნებისმიერ არჩევნებს ნებისმიერი დამკვირვებლის თანდასწრებით. შესაძლოა, რეიტინგი 80% კი არა, 60% ჰქონდეს, მაგრამ გაუყალბებლად მოიგებს.

ადამიანების უმეტესობას უბრალოდ არ უნდა თავის ჩართვა და ფიქრი, რომ სხვა ცხოვრება არსებობს. სამ მეოთხედს საზღვარგარეთის პასპორტიც კი არ აქვს. აგრეთვე, ჩვენთან ამაზრზენი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს, რომელიც მათ თავში საშინელ, წარმოუდგენელ დეზინფორმაციას უბეჭდავს. ტელევიზორი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან რუსთა უმეტესობისათვის რაღაც აბსოლუტურ საკრალურ საგნად რჩება. მოსკოვიდან 50 კილომეტრში რომ გახვიდეთ, აბსოლუტურ საბჭოთა კავშირს ნახავთ, სადაც ყველაფრისა სჯერათ, რასაც ტელევიზორიდან ეუბნებიან.

- თქვენ არ დაფიქრებულხართ რუსეთიდან წასვლაზე?

- ასეთი აზრები ხანდახან მებადება, თუმცა ამის გაკეთება ოჯახის გამო ძალიან ძნელია. შეიძლება ჩემი კოლეგების - მელნიკოვისა და დემენტიევის მაგალითი მოვიყვანოთ, რომლებიც "სეტანტაზე" სამუშაოდ თბილისში წავიდნენ, მაგრამ მე მოსკოვში ზრდასრული ქალიშვილი მყავს, დემენტიევს კი ოჯახი არ ჰყავს. მათთვის გამგზავრება უფრო ადვილია. ხანდახან მგონია, ჩვენი სახელმწიფოს მიზანი სწორედ ისაა, რომ ყველა სხვაგვარად მოაზროვნემ ქვეყანა დატოვოს. მე არ უნდა წავიდე იმის გამო, რომ სახელმწიფოს პოლიტიკას არ ვეთანხმები. მიყვარს ჩემი ქვეყანა, თუმცა სახელმწიფოს მიმართ ბევრი კითხვა გამაჩნია. თუ სიტუაცია გაუარესდება, გაუარესდება და გაუარესდება, მაშინ შეიძლება გამგზავრებაზე დაფიქრება მომიწიოს. ეს უკვე ევაკუაცია იქნება.

- წასვლა რომ მოგიწიოთ, საცხოვრებლად რომელ ქვეყანას აირჩევდით?

- ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ ახლა იქ იმდენი რუსი წავიდა, რომ შესაძლოა, დიდ ტვირთად დააწვეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოშიც რუსეთის მიმართ საკმაოდ სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ. ჩვენ იქ განსაკუთრებულად არავინ გველის.

Zviads
ის უტკინმა შეადარა..
დინამოელი
დამდეგ შობას გილოცავთ. 2008 წლის ესპანეთის ნაკრები არ ვიცი, ვერ შეგედავებით, მაგრამ "ბარსელონა" 2011 წლის ფინალის შემდეგ თბილისის "დინამოს" უტკინმა შეადარა და არა ანდრონოვმა.
tngh
ამ კაცმა "ბარსელონა" და ესპანეთის ნაკრები 2008 წელს ლეგენდარულ თბილისის "დინამოს" შეადარა. პირადა მე, ვამაყობ ამ შედარებით!!!
fsiuuu
ჩვენი დინამოს და ყიფიანის ფანიც არისვამასთან ერთად
ლევანი
სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამისთანა რუსები, ძირითადი მოსახლეობა შოვინისტი და დერჟიმორდაა.
Master
ეს კაცი იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს რომელსაც შეიძლება ეწოდოს კარგი რუსი და სხვა რუსეთის კაცი.
დავით 67
არადა არ მიყვარდა მისი კომენტატორობა. კაცური კაცი ყოფილა

აქვს მის ადეკვატურობას რაღაც ქართული, კაცი ანდრო-ნოვია, ანდრეი-ნოვი კი არა ))))… დიდი პატივისცემით და სიყვარულით!
ირაკლი
ბევრ თქვენგანს ახსოვს ეს კაცი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოსა და რუსეთის პირველ ჩაშლილ მატჩზე… ამ ადამიანს მოუწია მოედნის გადაკვეთა და “ პირდაპირ არ გადააჭრა”… განივად გაჰყვა მინდორს. გაიარა პირითი ხაზის გასწვრივ და მართლა არასოდეს დამავიწყდება… იმ სექტორებში მყოფი თითოეული ქართველი გულშემატკივარი ფეხზე წამოუდგა და პატივისცემის ნიშნად ტაშის ცემის თანხლებლით მიაციალა დანიშნულების ადგილამდე. ჩემგან და ბევრი ჩვენგანისგან მადლობას ვუხდი მას იმისთვის, როგორი ადამიანიც არის. მადლობა ალექს
ლაშა
ვააა, ასეთი საღამოს მოაზროვნე რუსი პირველად ვნახე
იპონი
ჩამოი ძამა გურიაში მზად ვარ გიმასპინძლო ფეხბურთიც მიყვარს!
emigranti
რამდენი დაიჭირეს და კიდე იჭერენ ადვილი არ არის ლაპარაკი
გეგი
მალადეც ძმაო აი ასეთი რუსები მართლაც კარგები არიან,თავისი ქყევნისთვისაც და სხვისთვისაც კეთილისმყოფელი.
sergo
ეგ თეთრი ყვავია. აი შავებზე კი ანდაზაც გვაქვს.
დათო
ეს არის ის ძალიან იშვიათი შემთხვევა, როცა რუსი ლოგიკურად აზროვნებს. ეს კაცი სწორადაც ლაპარაკობს და გულწრფელადაც. 20 წელიწადია მაინც რაც ამ კაცს ვუსმენ და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან უყვარს საქართველო.
beqa
წარმოუდგენელად მიმაჩნია რასაც ამბობს 150 მილიონიდან ალბათ 4ადამიანია ვინც ეგრე ილაპარაკა
ვახო...
ძალიან ადეკვატური ინტერვიუა...
ლომი
არმეგონა ოდესმე ამას ვიტყოდი მაგრამ აი ძმაო ჭკვიანი რუსი.
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა