მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი "ბასიანი", პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, 9 მაისს, 16:00 საათზე, გლდანის საფეხბურთო ცენტრში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ეტაპის მატჩს რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად დაიწყებს.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპების წილისყრა 19 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.

საქართველოს თასის პირველი ეტაპის მატჩები 9-10 მაისს გაიმართება. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

პირველი ეტაპის 13 გამარჯვებული მეორე ეტაპზე 34 გუნდს შეუერთდება. მეორე ეტაპიდან გათამაშებაში, ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის გუნდებთან ერთად, რეგიონული ლიგის გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდი ჩაერთვება.

მეორე ეტაპზე გასული 47 გუნდიდან ერთი პირდაპირ მიიღებს მესამე ეტაპის საგზურს, ხოლო დანარჩენი 46 გუნდი დაწყვილდება და 23 გამარჯვებულს გამოავლენს. წილისყრის შედეგად, მესამე ეტაპის საგზურს პირდაპირ "ეგრისი"-"ცხუმის" პირველი ეტაპის წყვილში გამარჯვებული მიიღებს. მეორე ეტაპის მატჩები 26 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება უშუალოდ "ბასიანის" შექმნის ისტორიას - გუნდი მოყვარულთა ლიგის დაარსებისთანავე, 7 წლის წინ, სამი უახლოესი მეგობრის მონდომებითა და ფეხბურთის უდიდესი სიყვარულის შედეგად ჩამოყალიბდა. შექმნისთანავე "ბასიანი" ლიგა 2-დან მალე ლიგა 1-ში დაწინაურდა.

"ბასიანის" წარმატების ქრონოლოგია ფეხბურთელმა გიზო ტაბიძემ შეაფასა, რომელიც გუნდის წინსვლაში შექმნის დღიდან აქტიურად მონაწილეობს.

"თავდაპირველად ისე შევკრიბეთ 11 ფეხბურთელი, ერთმანეთსაც კი არ ვიცნობდით და დღეს ოჯახის წევრებივით ვართ. სახელწოდება "ბასიანი" ქართული სულისკვეთებიდან გამომდინარე დავარქვით. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ფეხბურთის სიყვარული და სწორედ ამ ერთობით მოვდივართ უკვე მეშვიდე წელია. ლიგა 2-ში "ბასიანი 2"-იც კი შევქმენით, სადაც შედარებით უფროსი თაობა ვთამაშობთ.

სულ ვამბობ, რომ მოყვარულთა ლიგა სასწაული პროექტია და ნეტავ 10-15 წლის წინ, ჩემს ბავშვობაშიც ყოფილიყო. მოყვარულთა ლიგაში ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს და რაც მთავარია, სწორედ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, დღეს უკვე ათასობით მოზარდი მოწყდა ქუჩას. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ მოყვარულთა ლიგის, მასობრივი ფეხბურთისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის".

საქართველოს თასის გარდა, აღსანიშნავია, რომ ”ბასიანი” 2022 წელს UEFA Regions Cup-ზეც მონაწილეობს.

"თითოეული მოყვარული ფეხბურთელის ოცნებაა: დიდი ფეხბურთის თამაში, თასის აწევა, ჰიმნის შესრულება და ქვეყნის სახელით საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა- ეს ოცნებები ჩვენ მოყვარულთა ლიგაში აგვიხდა. საქართველოს თასზე გასვლა უდიდესი სასწაული და სიხარულია ჩვენთვის, ამაზე დიდი გამოწვევა და სტიმული არ არსებობს. "ბასიანის" ბიჭები, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელები, ისე ვარჯიშობენ და ნამდვილი ცეცხლი უნთიათ თვალებში, თამაშიდან თამაშამდე ემზადებიან, დაფრინავენ. ასეთი მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის უდავოდ იმსახურებენ წარმატებასა და გამარჯვებას".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება 1990 წლიდან ტარდება.

2021 წელს თასის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გახდა.

მოყვარულთა ლიგის 2021 წლის სეზონი კი "ბასიანის" გამარჯვებით დასრულდა.

R

დათო
ყველა ქართული კლუბი მოყვარული არაა ისედაც?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე