საქართველოს საუკეთესო რეფერი ნიკა ამაშუკელი 2 ივლისს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩს იმსაჯებს.

ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიო რაგბის ისტორიაში, როდესაც ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელი ტიერ1-ის გუნდების სრულფასოვან ტესტს იმსაჯებს. ამაშუკელი ზაფხულის ტესტებზე სამხრეთ აფრიკაში დარჩება და 16 ივლისს, კეიპტაუნში, „ბოკესა“ და უელსის მესამე მატჩში გვერდითი მსაჯი იქნება.

27 წლის მსაჯმა პრეტორიამდე ურთულესი გზის ნაწილი გაიარა, ნაწილს კი ახლა გადის. მხოლოდ ამ ერთი თვის განმავლობაში, მას ხუთი მაღალი დონის თამაშის გაძღოლა ანდეს. ნიკა სამჯერ ჩავიდა საფრანგეთში და ჯერ ტოპ 14-ის ლიდერების, ‘ბორდოსა’ და ‘ლა როშელის’ თამაში იმსაჯა, მერე კი ჩემპიონთა თასის ფლეი ოფში: კლერმონი – ლესთერი და რასინგ 92 – სტად ფრანსე.

„არანორმალურ რეჟიმში ვარ. ზედიზედ სამი კვირაა საფრანგეთში დავდივარ, ახლა კი ორი კვირით სამხრეთ აფრიკაში მივდივარ. მთელი თვე უმაღლესი დონის თამაშებს ვმსაჯობ, რაც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა შრომა მიფასდება და რადგან ყოველი თამაშის შემდეგ უმაღლეს შეფასებებს ვიღებ, ლოგიკურად უფრო მაღალი დონის დანიშვნები მოდის. ერთადერთი გული იმაზე მწყდება, რომ საერთაშორისო ვალდებულებების ფონზე დიდ 10-ს ვაკლდები“ – ამბობს ამაშუკელი, რომელსაც წინ ახალი გამოცდილება ელის.

ზაფხულის ტესტ-მატჩებამდე, ის სამხრეთ აფრიკაში ორი კვირით ჩავა და გაერთიანებულ რაგბი ჩემპიონატში 23 აპრილს ადგილობრივი ‘შარქსისა’ და ირლანდიური ‘ლენსთერის’, 29 აპრილს კი ‘ბულსისა’ და შოტლანდიური ‘გლაზგო ვორიორზის’ თამაშს იმსაჯებს. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი ზაფხულში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის ტესტ-მატჩზე დანიშვნაა:

„ეს არის ტიერ 1-ის ქვეყნების სრულფასოვანი ტესტი, რომელსაც მე ვიმსაჯებ და ყველამ იცის, რომ ეს თამაში ყოველმხრივ გამორჩეულია რაგბის სამყაროში. არც კი ვიცი მეტი რა შეიძლება რაგბზე შეყვარებულმა კაცმა ინატროს. ახლა ჩემს კარიერაში, ცხოვრებაში გარდამტეხი, განსაკუთრებული პერიოდია და მას მოუმზადებელი ვერ დახვდები. წნეხი კოლოსალურად დიდია, წარმოუდგენელი სირთულეების გადალახვა მიწევს და უწინარესად, ფსიქოლოგიურად უნდა ვიყო კარგად და მერე სხვა დანარჩენ კომპონენტებში. რაგბისთვის ფაქტობრივად ცხოვრება მაქვს გადადებული, რათა ჩემს საქმიანობაში არანაირი ხარვეზი არ იყოს და ბედნიერი ვარ, რომ ეს შრომა და თავგანწირვა ასეთი დონის თამაშებზე დანიშვნით მიფასდება“.

არის ერთი ადამიანი, რომლის გარეშე ნიკას ასეთი წინსვლა წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს ირლანდიელი დევიდ მაკქიუა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის მსაჯთა მენეჯერი და რამდენიმე ქართველი მსაჯის, მათ შორის ამაშუკელის პირადი მწვრთნელია. შეგირდისა და მასწავლებლის ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრობაში გადაიზარდა და ქართველ რეფერის მისი ღვაწლის დაფასება არასდროს ავიწყდება:

„მაკქიუმ ამ პერიოდში საოცარი სამუშაო გაწია. ის ჰაერივით სჭირდება ქართულ რაგბს და მადლობა რაგბის კავშირს, რომლის დამსახურებით წლების წინ დაწყებული ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება. მსაჯის შრომაში მოედანს მიღმა უდიდესი შრომაა ჩაქსოვილი და რაც ჩვენს, ქართველი მსაჯების თავს ხდება, სწორედ მაკქიუს დამსახურებაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ფასდაუდებელი პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და სხვა ქართველი მსაჯებიც გამოჩნდებიან ამ დონეზე, საბოლოოდ კი დაინგრევა სტერეოტიპი, რომ რაგბი მხოლოდ ელიტურ სარაგბი ქვეყნებში ესმით“.

Rugby.ge

სოსო
სრულიად მოულოდნელად,ქართული სამსაჯო კორპუსი გახდა ქართული რაგბის ყინულმჭრელი,ელიტარულ რაგბიში.იმედი ვიქონიოთ,რომ დამსხვრეული ყინულის ფარვატერში,რაგბის ნაკრებიც შეცურავს და ბოლომდე გაიტანს ლელოს.დღეს ეს შეუძლებლად მოჩანს,მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ,ელიტარული ქვეყნების შეჯიბრებებში,ქართველი მსაჯების მუშაობაც ხომ, ფანტასტიკაშიც ვერ წარმოგვედგინა.
ნიკ
ყოჩაღ! გეხვეწები, მსაჯობას როცა მორჩები, პოლიტიკაში არ წახვიდე.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში