ქართული და მსოფლიო სპორტის ქომაგთათვის მაისში საფეხბურთო დღესასწაული იწყება, "ფან-კლუბ ლიგა 2022“, ჩემპიონატი, რომელშიც გულშემატკივრები თავად გახდებიან ვარსკვლავები!
"ფან-კლუბ ლიგა 2022" იმართება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
2 თვის განმავლობაში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, საყვარელი გუნდის სახელით იასპარეზონ. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 10 სხვადასხვა გუნდის ფან-კლუბი, რომლებიც 2 ქვეჯგუფად დაიყოფა და 28-29 მაისს, პლეი-ოფ რაუნდში საუკეთესო 8 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ამ და სხვა დეტალებთან დაკავშირებით გავესაუბრეთ "ფან-კლუბ ლიგის" ორგანიზატორს, ავთანდილ ძაგანიას:
- რას ნიშნავს "ფან-კლუბ ლიგა"?
- "ფან-კლუბ ლიგის" იდეა 2018 წელს სპორტული თაობის დამფუძნებელს, ზურაბ ბერიკაშვილს დაებადა, რომლითაც ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა ქართულ საგულშემატკივრო კულტურას. ჩემპიონატი საშუალებას აძლევს სხვადასხვა გუნდის ფან-კლუბებს, სპორტულად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "ასახელონ" თავიანთი გუნდები. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ჩემპიონატის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და საგულშემატკივრო კულტურის ამაღლება, სხვადასხვა ფან-კლუბის ერთმანეთთან დაკავშირებით და საკუთარი ცოდნის გაზიარებით.
- როგორც ვიცით, წელს ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 10 გუნდი. რა პრინციპით შეირჩა გუნდები?
- დიახ, ჩემპიონატში 10 სხვადასხვა ფან-კლუბ გუნდი იღებს მონაწილეობას. ინფორმაცია ჩემპიონატის დაწყებასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით განთავსდა ჩვენს სოციალურ გვერდზე. პირველ რიგში, პრიორიტეტი ენიჭება ოფიციალურ ფან-კლუბებს; შემდეგ ირჩევა, თუ რამდენად სტრუქტურულად დალაგებულია ფან-კლუბი და რამდენად აქტიურია როგორც სოციალურ, ასევე ლაივ სივრცეში. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში საუკეთესო ფან-კლუბების დაპირისპირებას ვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ცნობილია 8 მონაწილე გუნდი ("ბარსელონა", "ლივერპული", "რეალი", "ბაიერნი", "ჩელსი", "იტალია", "მილანი", "იუვენტუსი").
- როგორც ვხედავთ, ჩემპიონატში ძირითადად უცხოური გუნდის ფან-კლუბებია წარმოდგენილი. რა არის ამის მიზეზი?
- ჩვენი გუნდი აქტიურად ცდილობს მაქსიმალურად ჩართოს ქართული გუნდების ფან-კლუბები ჩემპიონატში. პირველ რიგში, მთავარ პრობლემად ვხედავთ ჩემპიონატის ჩატარების ლოკაციას, რადგან ამ ეტაპზე ჩემპიონატი დედაქალაქში იგეგმება და ქუთაისის "ტორპედოს", "თელავის", "დინამო ბათუმის" და სხვა ქალაქგარეთ არსებული გუნდების გულშემატკივრებს გაუჭირდებოდათ მონაწილეობა, ხოლო თბილისის გუნდების ფან-კლუბებმა, როგორც ჩანს, თავი შეიკავეს მონაწილეობისგან. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაციის და ფან-კლუბ ლიგის სხვადასხვა მიზანს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული გუნდების ფან-კლუბების წახალისება და ზოგადად ამ სფეროს სხვადასხვა აქტივობით დატვირთვა, რათა ერთად ვიმუშაოთ საქართველოში საგულშემატკივრო დონის ამაღლებაზე, რომელიც უდიდესი მოტივაციაა როგორც ნაკრების, ასევე ეროვნული ლიგის გუნდებისთვის.
- ორგანიზაციის მიზნები ახსენეთ, იქნებ ფართოდ განგემარტათ, რა არის ფან-კლუბ ლიგის მიზანი?
- "ფან-კლუბ ლიგა", პირველ რიგში, ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას. გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია "ფან-კლუბ" კულტურის პოპულარიზაცია და სამოყვარულო საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბების მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ითამაშებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველდღიური რუტინის გამრავალფეროვნებაში. აქვე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემპიონატით დაინტერესებისათვის და ჩვენი მიზნების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.
- დაბოლოს, ალბათ, ყველას აინტერესებს ჩემპიონატის პირობები, პრიზები...
- ჩემპიონატში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონაწილეობას მიიღებს 10 გუნდი, რომლებიც 2 ქვეჯგუფში განაწილდებიან კენჭისყრის მიხედვით, რომელიც 2 მაისს ჩატარდება. 7 მაისს ჯგუფური ეტაპი აიღებს სტარტს, რომელიც გაგრძელდება 22 მაისამდე. შემდეგ მეოთხედფინალში გადასული საუკეთესო 8 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს, ხოლო ფინალი გაიმართება 12 ივნისს. თამაშები გაიმართება ყოველ შაბათ-კვირას. წელს პირველად, "ფან-კლუბ ლიგა" იმართება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. მათი ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, გაცილებით მრავალფეროვანი და აქტიური გავხადოთ ჩემპიონატის მსვლელობა. რაც შეეხება პრიზებს, ჩვენ გვაქვს საპრიზო ფონდი, რომელიც შედგება ფულადი პრიზებისგან პირველი სამეულისთვის; ასევე, წამახალისებელი სხვადასხვა ბრენდირებული საჩუქრით. აღსანიშნავია, რომ "ფან-კლუბ ლიგა" ღიაა ითანამშრომლოს კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული სპორტისა და საგულშემატკივრო კულტურის ხელშეწყობით, რომ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ ჩემპიონატის მსვლელობა.
ფანკლუბ ლიგა 2022
წესებსა და პირობებს შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ ჩვენს სოციალურ გვერდზე: https://www.facebook.com/FanClubLeagueGeo
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა